უინსტონ ჩერჩილი – ბრიტანელი ჰიტლერი

უინსტონ ჩერჩილი დასავლური იმპერიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. ალბათ ის თანამედროვე საქართველოშიც ძალიან ბევრი მოქალაქის სიმპატიას იმსახურებს. ჩერჩილი პირველ რიგში ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის უდიდესი რასისტი და კომუნიზმის დაუძინებელი მტერი. ამ მხრივ ის ჰიტლერთან ერთად ალბათ XX საუკუნის უდიდეს დამნაშავედაც კი შეიძლება დასახელდეს. მაგრამ თანამედროვე ნეოლიბერალურ დიქტატურაში ჩერჩილის დანაშაულები ერთმა გარემოებამ გადაწონა – ის ხომ კომუნიზმის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი იყო, ამიტომაც ამით ყველაფერი ნათქვამია…

ამ პუბლიკაციაში გვსურს წარმოგიდგინოთ ჩერჩილის ის ციტატები, რომლებიც გარკვეული მიზეზბის და გამო ბრიტანელებისთვისაც კი არ არის გახმაურებული.

bg

“მე არ მსურს ვითვალთმაქცო რომ თუ არჩევნის გაკეთება კომუნიზმს და ნაციზმს შორის მომიწევს, ვითომ კომუნიზმს ავირჩევ”

გამოსვლა თემთა პალატაში, 1937 წლის შემოდგომა

“მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც მომწამვლელი გაზის გამოყენების წინააღმდეგია. მე დანამდვილებით ვარ მომწამვლელი გაზების გამოყენების მომხრე არაცივილიზებული ტომების წინააღმდეგ.”

დაწერილი 1919 წელს, როდესაც უინსტონ ჩერჩილი სამხედრო-საჰაერო კომისიის თავჯდომარე იყო.

“ბატონი განდის გამომეტყველება შეშფოთებას და ზიზღს იწვევს, ძალით ადვოკატი, რომელიც დივერსიული საქმიანობით არის დაკავებული და ტიპიური დასავლელი დერვიშის როლს თამაშობს; სამეფო სასახელეებში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში დაბოდიალობს”

ინდოეთის ვიცე-მეფის და განდის შეხვედრისთვის, 1931 წელს გაკეთებული კომენტარი

“რატომ არის განდი ისევ ცოცხალი?”

1943 წლის აგვისტო, ინდოეთის ვიცე-მეფის არჩიბალდ უიველის თხოვნაზე გაკეთებული პასუხი, როდესაც ამ უკანასკნელმა ჩერჩილს შიმშილით მოკვდავი ბენგალიელების დახმარება თხოვა.

“ინდოელი გერმანელებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ცხოველური ერია და გააგრძელებენ გამრავლებას როგორც კურდღლები”

ჩერჩილის მიმართვიდან მინისტრთა კაბინეტისადმი ბენგალიაში შიმშილობის შესახებ. ჩერჩილის ამ და სხვა მსგავსი გამონათქვამების გამო ინდოეთის სახელწიფო მდივანმა, ლეო ემერიმ აღნიშნა, რომ ჰიტლერს და ჩერჩილს შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავს.

“მე არ ვაღიარებ რომ რაიმე უსამართლობას ჰქონდა ადგილი ამერიკაში წითელკანიანი ინდიელების და ავსტრალიაში შავკანიანების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ უძლიერესი, უმაღლესი რასა მივიდა და დაიკავა მათი ადგილი”

მიმართვა სამეფო კომისიის მიმართ პალესტისნის საკითხებში, 1937 წელი

“შეიძლება არ გიყვარდეს ჰიტლერი და ამავდროულად აღფრთოვანებული იყო მისი პატრიოტული მიღწევებით. თუ ჩვენი ქვეყანა დამარცხდება, მე ვიმედოვნებ რომ ჩვენ აღმოგვაჩნდება არანაკლები ღირსების მქონე მებრძოლი, რომელიც სიმამაცეს დაგვიბრუნებს და დაგვაბრუნებს ჩვენ იმ ადგილას, სადაც ვიმსახურებთ”

წიგნიდან “დიდი თანამედროვეები”, 1937 წელი

“მუსოლინი – რომაელი გენიოსი… ყველა დროის უდიდესი კანონმდებელი.”

Picknett, Lynn, Prince, Clive, Prior, Stephen and Brydon, Robert (2002). War of the Windsors: A Century of Unconstitutional Monarchy, p. 78.

წყარო: http://www.theguardian.com/theguardian/2002/nov/28/features11.g21

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s