საქართველო გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ერების სიაში მოხვდა

ch876c5-ivy-cemetery

დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდ ადამიანს შეადგენს და საერთო ჯამში კიდევ უფრო იზრდება, რაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით მოსახლეობის სიჭარბის პრობლემას ქმნის. თუმცა გარკვეულ ქვეყნებს და ერებს საპირისპირო, გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

მოსახლეობის შემცირების ყველაზე მზარდი დინამიკა იაპონიაში აღინიშნება. როგორც საიტი The Conversation იტყობინება იაპონიის მოსალხლეობა 0.7%-ით მცირდება, რის შედგადაც XXI საუკუნის ბოლოს 50 მილიონამდე შემცირდება, XXII საუკუნის ბოლოს – 10 მილიონამდე, 3000 წლისთვის 62 ადამიანი დარჩება .

დემოგრაფები ცუდ მომავალს პროგნოზირებენ ასევე სამხრეთ კორეელებისთვის. 2500 წლისთვის ნახევარკუნძულის მოსახლეობა 10 000-ს ადამიანამდე შემცირდება.

გაეროს ბოლო პროგნოზების მიხედვით პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალო მდგომარეობა უკრაინასა და საქართველოშია. 2050 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25%-ით შემცირდება, ხოლო საქართველოს მოსახლოება 17%-ით.

ძალიან შემაშფოთებელი დემოგრაფიული მდგომარეობაა ასევე ბულგარეთში, სადაც დაბალ შობადობას მაღალი ემიგრაცია ემატება და ქვეყნის გენოფონდს გადაშენების საფრთხე ემუქრება. არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან გერმანელები, სადაც შობადობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპაში. გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პატრიკ ბიუკენენს საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი სახელად “დასავლეთის სიკვდილი” (The Death of the Weast), სადაც მიმოხილული აქვს შობადობის კატასტროფული შემცირება ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

51PgqqlS8HL._SY344_BO1,204,203,200_

 

One thought on “საქართველო გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ერების სიაში მოხვდა

  1. Pingback: საქართველო გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ერების სიაში მოხვდა – live24.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s