სავჩენკოს საქმე: დასავლეთის ორმაგი სტანდარტების მორიგი უხეში გამოვლინება

235631327

ბოლო რამდენიმე კვირის, განსაკუთრებით კი დღის განმავლობაში თითქმის ყველა დასავლური ნეოლიბერალური მედია საშუალებები და მათ შორის ქართული ”ფსევდოლიბერალური” რესურსები და ე.წ. “ქართული ლიბერალური ელიტა” შექებას და თანადგომას არ აკლებენ ახლადგამომცხვარ უკრაინელ გმირს, თავისუფლებისთვის მებძოლ უშიშ პილოტს, ნადეჟდა სავჩენკოს, რომლის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს რუსეთში. მათ სპეციალური ვირტუალური კამპანიაც კი დაიწყეს სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო არის უკრაინელი პილოტი, რომელსაც რუსული მხარე ადანაშაულებს 2 რუსი ჟუნრალისტის მკვლელობაში. რუსული საგარეო უწყების ინფორმაციით სავჩენკო რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდგომ დააპატიმრეს, რომელსაც თან არანაირი დოკუმენტები არ გააჩნდა. 

განსხვავდება სავჩენკოს დაპატიმრების უკრაინული ვერსია. თავად სავჩენკოს თქმით, ის ტყვედ აიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე და შემდგომ ლუგანსკიდან ვორონეჟში გადაიყვანეს. უკრაინიდან რუსეთში მის გადაყვანას პირადად ხელმძღვანელობდა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე: რუსულ და უკრაინულ ვერსიებში კამათი მიდის არ იმაზე სავჩენკო დამნაშავეა თუ არა რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში, არამედ ძირითადად იმაზე თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა მისი დაკავება. იურისპუდენციის საერთაშორისო ნორმების მიხედვით რა თქმა უნდა სამზედრო ტყვე არ უნდა იქნას გასამართლებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ სუფთა ჰუმანური კუთხით ძნელია სამხედრო დამნაშავე არ უწოდო ადამიანს, რომლის უშუალო ქმედებითაც მოხდა 2 უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობა.

ნადეჟდა სავჩენკო თავის დროზე მონაწილეობას იღებდა ერაყის ოკუპაციაშიც და 6 თვის განმავლობაში იყო უკრაინის სამხედრო კონტიგენტის წევრი, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნადეჟდამ ერაყში უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობაშიც შეიტანა თავისი წილი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კი სავჩენკო იმასაც იძახდა, რომ არ აპირებს ბავშვების გაჩენას, რადგანაც ეს მისთვის საინტერესო არაა. მის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, შენიშნავთ რომ ის უნივერსიტეტიდან ორჯერ არის გარიცხული და ხშირად შემჩნეული იყო არაადეკვატურ ქცევაში. აი ესეთი საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტის მქონეა ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც უკრაინის ეროვნული გმირის სტატუსიც კი მიანიჭეს. უფრო მეტიც, თვითონ სავჩენკო საუბრობს დიდ პოლიტიკაში მოსვლაზეც და პრეზიდენტობასაც არ გამორიცხავს.

საკუთარ თავს ნადეჟდა ფრანგ ჟანა დარკს ადარებს, რაც მის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს.

ნადეჟდა სავჩენკო ამჟამად უკრაინაში არის ხელოვნურად შექმნილი ბრენდი, რომელიც უკრაინისთვის ციხიდან უფრო ბევრი სარგებლის მომტანია, ვიდრე გათავისუფლებული, საბშობლოში დაბრუნებული. ის დღესდღეობით ბევრ წამყვან უკრაინელ პოლიტიკოსზე უფრო პოპულარულია. თვითონ სავჩენკო ალბათ ვერც კი იოცნებებდა მსგავს პოპულარობაზე. ამაში კი უდიდესი წვლილი დასავლურ მედიას მიუძღვის, რომელმაც 2 ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული პილოტისგან, ოკუპანტი რუსეთის წინააღმეგ მეომარი უკრაინელი ქალის მითი შექმნა. უკრაინასაც ჰაერივით ჭირდებოდა მსგავსი პერსონაჟი. ამიტომაც აიტაცეს ესე სწრაფად მისი სახელი, ამიტომაც დადიანი მისი ბრენდირებული მაისურებით, ამიტომაც ყველა უკრაინელს მისი სახელი პირზე აკერია. მაგრამ სავარაუდოდ გათავისუფლებული სავჩენკო ყველა ისევე სწრაფად დაავიწყდება, როგორც ტიმოშენკო. სხვათაშორის ნადეჟდა იულია ტიმოშენკოს პარტიის ბატკავშინას“ წევრია.

საინტერესოა სად იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც ნადეჟდას გულშემატკივრობს, როდესაც თავისუფლების ნამდვილი მებრძოლები როგორებიც არიან ედვარდ სნოუდენი და ვიკილიქსის დამაარსებელი ჟულიან ასანჟი აშშ-ს მიერ იდევნებოდნენ და მზად იყვნენ ისინი ნებისმიერ ფასად ჩაეგდოთ ხელში. ჟულიან ასანჟმა მაგალითად რამდენიმე წელი ეკვადორის საელჩოში გაატარა ლონდონში, რადგანაც მას ჯერ შვედები ადანაშაულებდნენ გოგონას გაუპატიურებაში (პოლიტიკრუად შეთითხნილი საქმე), ხოლო შემდგომ ინგლისელები. სად იყვნენ მაშინ ის ადამიანები, რომელნიც სავჩენკოს ბედით არიან შეშფოთებული და რატომ არ ითხოვდნენ თავისუფლებას სნოუდენისთვის და ასანჟისთვის?

ავტორი: გიორგი მდივანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s