აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი რუსოფობიამ გააგიჟა და თავი მოიკლა

forrestol_220509_2

აშშ-ს პირველმა თავდაცვის მინისტრმა, პენტაგონის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯეიმს ფორესტოლმა 1949 წლის 22 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ფსიქიატრიულის მე-16 სართულიდან გადმოხტა ”რუსები მომდევენ”-ს ძახილით.

სიცოცხლის ბოლო წლებში ჩვენი დღევანდელი მონათხრობის მთავარი გმირი ჭკუიდან შეიშალა. თვითმხილველები მაგალითად იხსენებენ ვაშინგტონში სახანძრო მანქანის დანახვისას ჯეიმს ფორესტოლი როგორც შეხტა და დაწყო ყვირილი – ”რუსები გვიტევენ”.

თავის კარიერას კი ის ჟურნალისტის რანგში იწყებდა. პირველი მსოფლიო ომის დროს საზღვაო ავიაციაში მსახურობდა. ბიზნესშიც მოსინჯა საკუთარი ძალები, შემდგომ კი რუზველტის გუნდში მოხვდა. მეორე მსოფლიო ომამდე ფორესტოლი სამხედრო-საზღვაო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნეს, 1944 წელს კი აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გახდა.

ფორესტოლი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ გაენადგურებინა კომუნისტები, ცივი ომი კი ამ დროს ძალას იკრებდა. აშშ-ში მკაცრ ანტისაბჭოურ პროპაგანდას ატარებდნენ: იჭერდნენ ყველას ვინც კომუნისტურ იდეებს იზიარებდა, ჰოლუვუდში სპეციალურად ანტისაბჭოურ ფილმებს იღებდნენ, პრესაში ძირითად მარტო კომუნისტებზე წერდნენ. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰოლივუდის ისეთ ცნობილ სიმბოლოს,  როგორც უოლტ დისნეია კომუნისტებთან თანამშრომლობაშიც კი ადანაშაულებდნენ. იმჟად აშშ მასობრივ ფსიქოზში ჩაეფლო, სადაც მარტო საბჭოთა კავშირზე და კომუნისტებზე ლაპარაკობდნენ.

hollywood_600_vrez2

უოლტ დისნეი ”ანტიამერიკული საქმიანობის კომიტეტის” წევრების კითხვებს პასუხობს ვაშინგტონში (1947 წ. 24 ოქტომბერი)

”რუსები მოდიან, ისინი ყველგან არიან” – აი ასეთ ტექსტებს ყვიროდა ძირითადად ჯეიმს ფორესტოლი იმ ფსიქიატრიულ საავდმყოფოში, სადაც ის სამკურნალოდ დააწვინეს. მაგრამ მკურნალობა უკვე აშკარად დაგვიანებული აღმოჩნდა, კომუნისტებზე ფიქრით გაგიჟებული თავდაცვის მინისტრი საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთში ტერმინი ”ფორესტოლის სინდრომი”-ც კი დამკვიდრდა.

წყარო – The Untold History of the United States [Oliver Stone, Peter Kuznick]

მე მგონი დღესაც უხვად არიან ფორესტოლის ანალოგები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s