62 ადამიანი ფლობს დანარჩენი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარ ქონებას

საერთაშორისო ორგანიაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსფლიოს ეკონომიკა გაიზარდა 67$ ტრილიონით ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს სიმდიდრე ადამიანის ვიწრო წრეშია თავმოყრილი.

enhanced-mid-17645-1453063207-1

მაგალითად 2010 წელს Oxfam-ის მონაცემების მიხედვით 388 ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობდა დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარ ქონებას. მაგრამ ეს სურათი შეიცვალა – დღესდღეობით უკვე 62 ყველაზე მდიდარე ადამიანის ხელში კონცეტრირებულია მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის (3.6 მილიარდი ადამიანის) ტოლფასი ქონება.

მილ

ყველაზე მდიდარი ადამიანების ხელში მსოფლიო სიმდიდრის ზრდადი კონცენტრაცია დღესდღეობით ეკონომისტების დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მაგალითად ამ პრობლემას მიუძღვნა მთელი თავისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში – ჯოზეფ სტიგლიცმა. 2000-დან 2015 წლამდე მსოფლიო 133$ ტრილიონით გამდიდრდა, რაც მსოფლიოს თითოეული მაცხოვრებლისთვის 19 000$-მდე გამოდის.

მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1% ამ სიმდიდრიდან 68$ მილიონი წაიღო, ხოლო შემდგომმა ყველაზე მდიდარმა 10%-მა 48$  მილიონი მიიღო. მსოფლიოს მოსახლეობის დანარჩენი 90%-სთვის, რაც რაოდენობრივად 6 მილიარდზე მეტი ადამიანია, მხოლოდ 17 ტრილიონი დარჩა გასანაწილებელი.

 

00

გრაფაზე წარმოდგენილია მსოფლიო მოსახლეობის წლიური შემოსავალი აშშ დოლარში ერთი წლის განმავლობაში

ამ ყველაფრის მოკლე რეზუმირება, რომ მოვახდინოთ მსოფლიოში უაღრესად სახიფათო ტენდენცია შეინიშნება: მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები უფრო ღარიბდებიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s