განათლების ხარჯები მშპ ს % ის მიხედვით საქართველო 153 ქვეყნიდან 100ლშიც ვერ შედის

ის, რომ განათლება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა საქართველოში მე მგონი ყველასთვის ნათელია და ამაზე ლაპრაკით თავს არ მოგაწყენთ. სწორედ ამიტომაც პოლიტიკანო დაინტერესდა თუ მშპ-ს რა ნაწილს ახმარს საქართველოს დღევენდელი ხელისუფლება განათლებას და ამ მრივ რა სიტუაციაა მოსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ბოლოს 8 წლის განმავლობაში საქართველოში ამ კუთხით დიდად არაფერი არ შეცვლილა და განათლებაზე გამოყოფილი თანხები მშპ-ს 3%-ს არასდროს არ აღემატებოდა; განათლების და მეცნიერების სამინსტროსთვის 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით 828 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც მშპ-ს 2.7%-ს შეადგენს. შედარებისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 625 მლნ ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 600 მლნ ლარი.

1-geo

 

ჩვენ გადავხედეთ მსოფლიო ბანკის საიტზე სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებს და შევამჩნიეთ, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 5%-ს ახმარს განათლებას. უფრო მეტიც, თქვენთვის ასე თუ ისე ნაცნობი ქვეყნებიდან, მხოლოდ ერთი ქვეყანა იმეტებს პროცენტულად მშპ-დან უფრო ნაკლებ თანხას განათლებისთვის ვიდრე საქართველო – ეს ქვეყანა სომხეთია.

gant

გრაფაზე ნაჩვენებია თუ პროცენტულად მშპ-ს რამდენ პროცენტს შეადგენს სხვადასხვა ქვეყნების მიერ განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები. წყარო: მსოფლიოს ბანკი

საქართველო ქვეყნების 100ლშიც კი ვერ შედის განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების/მშპ-ს შეფარდების მიხედვით და მხოლოდ ისეთ ქვეყნებს უსწრებს როგორიცაა ბერმუდა, ჩადი, ლიბანი და პაკისტანი.

პროცენტულად მშპ-სთან შედარებით განათებაზე ყველაზე დიდ თანხებს დანია, ფინეთი, ახალი ზელანდია და ყირგიზეთი ხარჯავენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s