აშშ-ს ფინანსური დახმარება დანარჩენ მსოფლიოს: იარაღი პურის ნაცვლად!

2014 წელს აშშ-მ სხვადასხვა ქვეყნების დასახმარებლად 35$ მილიარდი გამოყო, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი თანხაა. მინდა გაგიცროუთ იმედები ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ მითის გჯერათ, რომ აშშ ფინანსურ დამხარებას ქვეყნების განვითარებისთვის და სიღარიბის დასაძლევად იყენებს. ქვემოთ ნაჩვენებ რუქაზე ნაჩვენებია თუ რომელ ქვეყანას რა თანხით დაეხმარა აშშ 2014 წლის განმავლობაში. რუქაზე ზედა მარჯვენა კუთხეში ნაჩვენებია მშმ ერთ მოსახლეზე თითოეულ ქვეყანაში, რომელმაც აშშ-სგან დამხარება მიიღო.

გაგიკვირდებათ და ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება – 3.1$ მილიარდი აღნიშნულ რუქაზე ეკონომიკურად ყველაზე ძლიერმა ქვეყანა ისრაელმა მიიღო. ქვემოთ წარმოდგენილია იმ ქვეყნების ხუთეული, რომელმაც ყველაზე მსხვილი ფინანსური დამხარება მიიღეს. არც ეგვიპტზე და არც ავღანეთი, რომელთან ისრაელის მერე ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება მიიღეს არ შედიან ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში.

  • ისრაელი 3.1$ მილიარდი
  • ეგვიპტე 1.5$ მილიარდი
  • ავღანეთი 1.1$ მილიარდი
  • იორდანია 1$ მილიარდი
  • პაკისტანი 933$ მილიონი

აღნიშნულ სტატისტიკაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აშშ-ის ფინანსური დახმარება სიღარიბის დასაძლევად კი არ არის მიმართული, არამედ გაცემული თანხების უმრავლესობა, მაგალითად ისრალზე და ეგვიპტეზე გამოყოფილი 4.6$ მილიარდის 90% ამ ამ ქვეყნების სამხედრო შეარაღებას და ამერიკული ბაზების გამაგრებას ემსახურება.

დასკვნა: აშშ-ს მიერ ე.წ წოდებული ფინანსური დახმარება დანარჩენ მსოფლიოს, არანაირად არ შეიძლება იქნას განხილული როგორც ქველმოქმედება და ამერიკელების კეთილი ნების გამოვლინება, ეს პირველ რიგში მათ მილიტარისტურ მიზნებს ემსახურება და დანარჩენ მსოფლიოში სამხედრო დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s