ისლამური სახელმწიფო Made in USA

”ისლამური სახელმწიფო” არის ამერიკული პროდუქტი, ხოლო მოსულის და ერ რამადის (ერაყული ქალაქები) დაცემა – წინასწარ დაგეგმილი სცენარი. ეს თან რიგითი მოქალაქის აზრი კი არ გახლავთ, არამედ ამერიკული სადაზვერვო ორგანიზაცია DIA აცხადებს ამის შესახებ. DIA-ს შვიდგვერდიან მოხსენებაში დეტალურადაა საუბარი ”ისლამური სახელმწიფოს” შექმნის სხვადასხვა ეტაპებზე. სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში არ არის გასაკვირი, რომ ეს დოკუმენტი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, მხოლოდ გერმანულმა პრესამ გააშუქა აქტიურად ეს მოხსენება.

DIA-ს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების კანონის ფარგლებში და 2012 წლის აგვისტოთი თარიღდება. ეს დოკუმენტი იყო აბსოლუტურად საიდუმლო და მისი გამოყენება მხოლოდ ერთეულ ამერიკულ ინსტიტუტებში იყო ნებადართული (სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის და ამ დოკუმენტის შესახებაც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი გახდა.

ანგარიშის თანახმად ვაშინგტონმა ”ისლამური სახელმწიფოს” არსებობის შესახებ უკვე 2012 წელს იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებდა ”ალ-ქაიდა”-ს და ”ერაყის ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ მხადაჭერას. ამერიკელები აგრეთვე წვრთნიდნენ ამ დაჯგუფებების ბოევიკებს. აშშ ”ისლამური სახელმწიფოს” ზრდას განიხილავდა, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელ მომენტს. ბაშარ ასადის რეჟიმის იზოლაციისთვის და ირანის ზრდადი გავლენის შესაჩერებლად ამერიკელებს სურდათ რეგიონში ”ალტერნატიული” მოთამაშის ყოლა ”ისლამურ სახელმწიფოს” სახით, რომელიც აშშ-ს მოწინააღმდეგებს გაუსწორდებოდა. სწორედ ამიტომაც ამერიკელების თვალს ხუჭავდნენ ჯიხადისტების არსებობაზე და ”ისლამური სახელმწიფოს” არ იმჩნევდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობდა, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ”ისლამური სახელმწიფო ერაყი”ერაყში და სირიაში გამოაცხადებდა ”ისლამური სახელმწიფოს” შექმნის შესახებ. ისინი პროგნოზირებდნენ ასევე რომ ერაყული ქალაქები მოსული და ერ-რამადი დაემხობოდა. ანგარიშში საუბარი ასევე იმაზე თუ რას გამოიწვევს ”ისლამური სახელმწიფოს” განვითარება და კრიზი ახლო აღმოსავლეთში. მოხსენებაში წერია, რომ სამომავლოდ ჩვენ ვიხილავთ ომს ”სხვისი ხელებით”, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩინეთი, რუსეთი და ირანი.

მაშინ როდესაც აშშ სირიაში ე.წ. ”ზომიერ ოპოზოციას” ეხმარებოდა, მათ ნათლად ჰქონდათ გათვიცნობიერებული ის ფაქტი, რომ ”ისლამური სახელმწიფო” დღითიდღე ძლიერდებოდა. და ბოლო 1 წლის განმავლობაში ამერიეკელები ვითომდა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდნენ, რეალურად კი არაფერს არ აკეთებდნენ მათ გასანადგურებლად.

One thought on “ისლამური სახელმწიფო Made in USA

  1. “ისლამური სახელმწიფო” – ძალიან ბევრჯერ გიწერიათ და სჯობს ჩაასწოროთ, თორემ გრამატიკულად გაუმართავი გამოდის. ცოტა შესწორებები სჭირდება ორთოგრაფიულად. ისე კარგი სტატიაა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s