აბასიდების ხალიფატი და ისლამური სახელმწიფო

გაოცებას იწვევს ჩემში მედიის და არა მხოლოდ მედიის დამოკიდებულება სირიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ,,ძია სემმა” (იგულისხმება აშშ) თავისი უგუნური პოლიტიკით არაბი–მუსლიმებთან მიმართ, ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის სახელია აბასიდების სახალიფო. ყველაზე მანიაკალური იმდროინდელი ხალიფიც ვერ შეედრება ხალიფატის დღევანდელ მომხრეების მხეცობას ქრისტიანი თუ სხვა რელიგიური მინდევრების წინაამღდეგ. ყველამ თავისი თვალით იხილა , როგორც წვავდნენ ცოცხლად ეს მხეცები ბავშვებს.

აბასიდების ხალიფატი 750-1258 წლებში

აბასიდების ხალიფატი 750-1258 წლებში

დაუძინარი მტრები ისრაელი და ორგანიზაცია ხესბოლა (იგულისხმეთ ირანიც) , სირიის თუ ერაყის პრეზიდენტები და ქურთი მეამბოხეები, დღეს ერთ მხარეს დადგნენ, ნახეს რა, რა საშიშროება ემუქრებათ მათ და არა მხოლოდ მათ. რუკა ნახეთ. აბასიდების სახალიფოს საზღვრები, რომლის აღდგენა იგილის მიერ გაჟღერდა. აბასიდების სახალიფოს დედაქალებია ბაგდადი, დამასკო და სამმარია (ბაღდადიდან 120 კმ ) როგორც კი ”ისლამური სახელმწიფო” აიღებს ამ ქალაქებს გამოცხადება სახალიფოს შექმნა . ეს ნიშნავს იმას , რომ მილიონობით არაბი–მუსლიმი (350 მილიონი) გაერთიანდება ერთ სახელმწიფოში, სადაც ეყოლებათ მეთაური ხალიფი – პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი. არაბები ყოველთვის ოცნებობდნენ ერთ სახელმწიფოს შექმნას. ისტორიის მანძილზე ამის მცდელობა არაერთხელ იყო. მაგრამ ცუდ სიზმარშიც კი ვერავის წარმოედგინა , რომ ამ გაერთიანების იდეოლოგები იქნებოდნენ კაციჭამია ტერორისტები, გაბოროტებული დანარჩენ მსოფლიოზე. ,,ძია სემმა” (იგულისხმება აშშ) უგუნურად იმდენი იტრიალა ახლო აღმოსავლეთში, რომ მსოფლიო ამ საზარელი ფაქტის წინაშე დააყენა.

''ისლამური სახელმწიფოს'' წევრები

”ისლამური სახელმწიფოს” წევრები

კარგად თუ დააკვირდებით აბასიდების ხალიფატის რუქას, მაშინ შემჩნევთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოც შედის ამ სახალიფოში. თუ დღეს რუსეთი, გამომდინარე თავისი უსაფრთხოებიდან, ბომბავს ”ისლამურ სახელმწიფოს” და იცავს სირია და ერაყს, ამით ის იცავს დანარჩენ მსოფლიოს , ,,აბასიდების სახალიფოს” აღდგენისგან. დღესდღეობით ძნელია რუსეთის როლის ”არდაფასება” მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. საინტერესოა, თუ აშშ-ს ეყო გამბედაობა გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე დაბომბა იუგოსლავია და ერაყი, მაშ რამ შეუშალა ხელი, რომ მსოფლიოში #1 ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ წამოეწყო სამხედრო ოპერაცია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s