დოლარი – მსოფლიოს დამონების მასონური სიმბოლო

თითოეულ ჩვენთაგანს სმენია “მასონთა” შესახებ. ყველას გვაინტერესებს ეს საოცარი, მაგრამ ნაბოდვარი მითი რაღაც აბსტრაქტულ ადამიანებზე (უფრო მეტად – ებრაელებზე), რომლებიც შემოსილნი არიან შავ ან თეთრ მონაზვნურ სამოსელში, შუასაუკუნეების ინკვიზიტორთა მსგავსად.

ამ ადამიანებმა თავიანთ საიდუმლო საზოგადოებათა ქსელში გახვიეს მთელი მსოფლიო, შეაღწიეს ხელისუფლების უმაღლეს და აღმასრულებელ ორგანოებში, ერთმანეთს აძლევენ რაღაც საიდუმლო ნიშნებს, რომლებიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი და გასაგები, ისინი იკრიბებიან რაღაც საიდუმლო შეკრებებზე და განიხილავენ ფანტასტიურ შეთქმულებას მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ… სასაცილოა არა?.. ვის არ გასცინებია ამ თემაზე, – ასწიეთ ხელი. ყველამ ვიცინეთ? თქვენც არა? ყოჩაღ!

ახლა კი ხელში აიღეთ ერთდოლარიანი კუპიურა. დიახ, ის დოლარი, რომელიც ყოველდღე ხელში უჭირავს ასობით მილიონ ადამიანს. ის დოლარი, რომელიც ახლა ყოველდღიურად ძვირდება და ჩვენს სახელმწოფოს და მის მოსახლეობას აქცევს დოლარების გადაუხდელი კრედიტებისა და კერძო ბანკების მონათა კოლონიად. ის დოლარი, რომლის გამოც, მალე, მრავალი თქვენგანი ნაგავში დაიწყებს ქექვას ლუკმაპურის მოსაპოვებლად. აიღეთ? უკვე ხელში გიჭირავთ ერთდოლარიანი? აბა ეხლა ერთად ვიცინოთ…


მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვალუტა, რომელიც წარმოადგენს არა მარტო აშშ-ს ეკონომიკის სისხლს და მასულდგმულებელს, არამედ სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს ელემენტს, ყველა მხრიდან აღბეჭდილია ძველი სამყაროს საიდუმლო რელიგიური და საკულტო სიმბოლიკით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ისეთ ცნებებთან, როგორიცაა “ფული”, “ვაჭრობა”, “ფინანსები”, “ბიზნესი” და ა. შ.

მაშ ასე, ავიღოთ ხელში ერთ დოლარიანი კუპიურა. გადავაბრუნოთ. დავინახავთ ორ მრგვალ სურათს:


შევდივართ ინტერნეტში. ნებისმიერ საძიებელში ვკრიფავთ ასოებს, რომლებიც დაწერილია პირამიდის საძირკველზე – MDCCLXXVI და ვკითხულობთ თუ რას ნიშნავს ეს ასოები; და ჰოი, საოცრებავ, წარმოუდგენელია! თურმე, ეს ორი მრგვალი სურათი, – არც მეტი, არც ნაკლები, – აშშ-ს დიდი, ოფიციალური ბეჭდის ორი მხარე ყოფილა. წარმოგიდგენიათ? დოლარზე ასეც წერია: «The great seal» (მარცხენა წრეში) «of the United States» (მარჯვენა წრეში). თარგმანი: “ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ბეჭედი”, რომელიც მთელი რიგი ტრადიციების მიხედვით წარმოადგენს სახელმწიფოს სიმდიდრისა და საქონლის კუთვნილების, ასევე “ბეჭდის” მფლობელთა ინტერესებისთვის სახელმწიფოს ქვეშევრდომთა შრომის სიმბოლოს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად სერიოზული სიმბოლოებითაა დატვირთული ერთდოლარიანი კუპიურა? იბადება კითხვა: რა შუაშია აქ ეგვიპტური პირამიდები?

ერთდოლარიანი ბანკნოტის მარცხენა მხარეს, რომელიც შესრულებულია სერგი მაკრონოვსკის (იგივე, მასონი – ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე რერიხი) და აშშ-ს მომავალი ვიცე-პრეზიდენტის, მასონ ჰენრი უოლესის განკარგულებით, გამოსახულია თავწაკვეთილი პირამიდა – ეგვიპტის მოგვთა უძველესი სიმბოლო. ეს პირამიდა გამოხატავს ე. წ. “საზოგადოების ბრბო-ელიტარულ მოდელს”, რომელიც დაგვირგვინებულია მასონური ღვთაების – “სამყაროს დიადი არქიტექტორის” სიმბოლოთი. მისი “ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე თვალი” ამაღლებულია, როგორც მთელი მსოფლიოს “უხილავი მმართველი”. ქვემოთ არის თვით საზოგადოება, რომელიც წარმოდგენილია აგურების წყობით, დალაგებული მყარი პირამიდის ფორმით.

თავწაკვეთილი პირამიდა, რომელიც შედგება ცამეტი აგურის იარუსისგან, სადაც თითოეული აგური მიანიშნებს ცალკეულ ერზე ან სახელმწიფოზე მისი ფულადი ერთეულითურთ, წარმოადგენს კაცობრიობის ერთობის არასრულყოფილებას ყოვლისშემძლე “მწვერვალის” გარეშე. ხოლო თვით ძალმოსილი “მწვერვალის” სიმბოლო – “სამყაროს დიდი არქიტექტორის” სამკუთხედში ჩახატული თვალი – გვირგვინმოსილია ლათინური წარწერით, რომელიც შედგება ცამეტი ასოსგან: “Annuit Coeptis” – ანუ, “უზენაესის მიერ კურთხეულნი”, რომელიც ხაზს უსვამს, რომ “”რჩეულ” კასტას მიეცა მსოფლიოს მართვის უფლება უზენაესის ნებით”.

ვინ არის ეს უზენაესი, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგან “თვალის” სიმბოლოს გააჩნია სამი თვისება: საიდუმლო, ძალაუფლება და სასწაული.

საიდუმლო – იმიტომ, რომ სიმბოლოში თქვენ ხედავთ თვალს, მაგრამ ვერ ხედავთ პიროვნებას.

ძალაუფლება – იმიტომ, რომ “თვალი” არის ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე.

სასწაული – იმიტომ, რომ “თვალი” გამოკიდულია ჰაერში, პირამიდის ზემოთ და საერთოდ არ წარმოადგენს მის ნაწილს.


მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ საინტერესო დეტალს: თუ ერთდოლარიანზე გამოვსახავთ ებრაულ ექვსქიმიან ვარსკვლავს, ჩვენ შეგვიძლია ვარსკვლავის კუთხეებში მოქცეული ასოებით დავწეროთ სიტყვა M.A.S.O.N (იხ. ასოები სამკუთხედების წვეტებში).

პირამიდის ქვემოთ არის წარწერა “Novus Ordo Seclorum”. დასხედით რომ არ წაიქცეთ… სიტყვა სიტყვით ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც: “ახალი მსოფლიო წესრიგი”.

აი, ამ წესრიგის სქემატური გამოსახულებაც, რომელსაც მასონობაში უწოდებენ “გლობალური მონური ცივილიზაციის ბრბო-ელიტარულ მოდელს”. ის, რაც გამოსახულია ქვემოთ, არის მასონური სიმბოლო, რომელიც გამოხატავს “უხილავი მმართველის” მსახურებს, რომლებიც წარმოქმნიან დავითის ვარსკვლავს.

გამოსახულების ცენტრშია “ამერიკული” არწივი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ლენტი წარწერით: “E PLURIBUS UNUM” , რაც ასე ითარგმნება: “ერთის ბატონობა მრავალზე” (“Один над множеством”). ასევე თვალშისაცემია რიცხვ 13 ხშირი განმეორება, რომელიც კაბალისტიკურ სიმბოლიკაში ჭეშმარიტების წვდომის 13 საფეხურზე მიანიშნებს.

13 ფურცელი აკაციის ტოტში.

13 კოკორი ტოტზე.

13 ისარი მეორე კლანჭში.

13 ხაზი მკერდზე გამოსახულ დროშაზე.

13 საფეხურიანი პირამიდა.

13 ხუთქიმიანი ვარსკვლავი არწივის თავზე.

13 ასო პირამიდის თავზე.

13 ასო არწივის თავზე გამოსახულ წარწერაში.

საერთოდ, მსოფლიოს მართვის მთელი მასონური სისტემა წარმოადგენს ცოდნათა გადმობრუნებულ პირამიდას, სადაც მმართველობის სხვადასხვა დონეზე იძლევიან ცოდნის განსხვავებულ სისტემას და ჭეშმარიტებაში განდობის განსხვავებულ ხარისხებს. ხოლო, აკაცია, როგორც ცნობილია, არის მასონობის საღვთო და წმიდა ხემცენარე, რომელიც აღებს ხირამის საფლავს, მასონობის ლეგენდარულ დამაარსებელს (მასონთა ლეგენდის მიხედვით) და წარმოადგენს მასონური ტრადიციისა და ორგანიზაციის სიმტკიცის სიმბოლოს. ასევე, საიდუმლო ცოდნის, მკვდრეთით აღდგომისადმი უნარის ფლობისა და უკვდავების სიმბოლოს.

ისრები, რომელიც არწივს მარცხენა კლანჭში უპყრია, წარმოადგენს ცოდნისა და ძალის სიმბოლოს, მოწოდებას დაამშვიდონ მშფოთვარე, აუცილებლობის შემთხვევაში კი მოკლან აჯანყებული ქვეშევრდომნი. ამიტომაც, თითოეული ისარი ემუქრება ერთ-ერთს ცამეტი იარუსიდან, რომელიც დამონებული კაცობრიობის პირამიდას წარმოადგენს. თუ უფრო ვრცლად შევხედავთ, ისრები წარმოადგენენ ასევე წარმატების სიმბოლოს, რომელიც თან უნდა ახლდეს “ახალი მსოფლიო წესრიგის” საბოლოო მიზნისკენ წინსვლას. რას წარმოადგენს ეს მიზანი? ეს არის საზოგადოების დამონება, გლობალური მონური ცივილიზაციის მყარად შენარჩუნება, თავისუფლებისა და დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების ყალბი ნიღბის ქვეშ.

საქმე იმაშია, რომ ძველ სამყაროში მონობა დაკანონებული იყო. კაცთათვის ის აშკარა და გამოცხადებულ ფაქტს წარმოადგენდა. ცხადია არსებობდნენ მონათმფლობელებიც. მათ ჰყავდათ მონები, რომლებიც თავიანთ ბატონებს უსიტყვოდ ემსახურებოდნენ. ასე გადიოდა ათასწლეულები. და თუმც კი მონები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მონობისთვის, მათ არაფერი გამოსდიოდათ. რატომ? იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ცოდნა. მონათმფლობელები ფლობდნენ უფრო მაღალი დონის ცოდნას, ვიდრე მონები. ცოდნას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მართო ადამიანები, როგორ მართო მათი ცნობიერება, მსოფლმხედველობა, მართო ბუნებრივი პროცესები და საზოგადოება, რაც “ფუნდამენტალურად მეთოდოლოგიურ” ცოდნად იწოდება. მონებს გადაეცემოდათ მხოლოდ “საგნობრივ-პრაქტიკული” ცოდნა – როგორ დავთესოთ ბრინჯი და ავიღოთ მისი მოსავალი, როგორ მოვჭრათ ხე, როგორ გადავადნოთ მეტალი და ა. შ. ცოდნა, რომელიც აუცილებელია მონის როლში მყოფი ადამიანის ეფექტური საქმიანობისთვის.

მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გამძაფრდა და განსაზღვრულ ეტაპზე მაღალ ეშელონებში მყოფი მონათმფლობელები მიხვდნენ, რომ საუკეთესო მონა ის არის, ვისაც არც კი ესმის, რომ ის მონაა და მეტიც, თავისი ბორკილებისგან სიამოვნებასაც კი განიცდის. ამგვარად, ძველეგვიპტური მოგვობის ოკულტური ნაწილი აშკარა მონათმფლობელობიდან ფარულ მონათმფლობელობაზე გადავიდა.

ამისთვის შექმნეს სპეციალური იდეოლოგია და სარწმუნოებანი, სხვადასხვა სექტები. ბორკილები და ჯაჭვები დღეს ფულად სისტემაზე, მარადმწვანე დოლარის ჰეგემონიასა და კრედიტებზე გადავიდა. მეთოდი ღიაა და მარტივი – პრაქტიკულად დოლარის მასის 90% იქმნება როგორც საკრედიტო ვალი. ამასთან კრედიტები უნდა დაბრუნდეს პროცენტებით. მაგრამ ფული პროცენტის დასაბრუნებლად უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც დოლარის მთელი ვალის დაბრუნება პრინციპში შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყველანი ვართ გამოცხადებული ბანკროტები. ჩვენ უკვე განვეკუთვნებით ჩვენს ბანკებს. საკითხი უბრალოდ იმაშია, თუ როდის მოისურვებენ ისინი ყველაფრის წართმევას.

მაგრამ არც ეს არ არის საინტერესო, საინტერესო ისაა, რომ დოლარის ამ დანიშნულებას არავინ უარყოფს და არავინ მალავს. THISE NOTE IS LEGAL TENDER FOR ALL DEBTS, PUBLIC AND PRIVATE – ღაღადებს კუპიურის წინა მხარეს არსებული წარწერა. სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს: “ეს ბანკნოტა არის ლეგალური საშუალება ყველა, საზოგადოებრივი და კერძო ვალის გადასახდელად”.

გესმით რაზეა ლაპარაკი? დოლარი – ფულის ერთეული კი არ ყოფილა, რომელსაც საქონლის უზრუნველსაყოფად და მსოფლიო ბაზარზე მომსახურებისთვის ბეჭდავენ, – არამედ,მასონობის, იგივე ფედერალური სარეზერვო ბანკის მფლობელთა წინაშე არსებული ვალის გასასტუმრებელი საშუალება მთელი კაცობრიობისთვის.

მაშ, კიდევ მიგაჩნიათ დოლარის კუპიურები ფულად ერთეულებად, რომელიც გამოხატავს სასაქონლე გაცვლით ღირებულებას? კიდევ ფიქრობთ, რომ დოლარის დიზაინში არსებობს რაიმე საერთო ბიზნესთან ან ფინანსებთან?

არა, ჩემო ძვირფასებო! სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ “ჯოგზე, რომელიც მრავალსაუკუნოვანი უმეცრების უფსკრულში დანთქმულა, ბატონობს მსოფლიო მთავრობა, რომელმაც, მონათმფლობელთა მსგავსად, დაიმონა მთელი მსოფლიო”.

მალავენ მხოლოდ პატარა საიდუმლოებებს, რადგან ყველაზე დიდ საიდუმლოს ბრბოს უმეცრება იცავს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s