აშშ-ს ევროპა სამოქალაქო ომამდე მიყავს

დღესდღეობით ლტოლვილების მასობრივი გადაადგილება ევროპის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იდგება დღის წესრიგში. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი სათავეს იღებს ამერიკელების მცდელობით ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში დაემყარებინათ დემოკრატია, რომელიც ისტორიაში ”არაბული გაზაფხულის” სახელით შევიდა. საინტერესოა გავერკვათ თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის ინტერესებშია ევროპაში ამდენი ლტოლვილის შეჭრა?

სიტუაციის უკეთესად წარმოსადგენად სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოვიშველიოთ. 2015 წლის დასაწყისიდან, ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში, გერმანიაში 195 000 განცხადება შევიდა მუდმივი საცხოვრებლის მოთხვონით. ყოველთვიურად 35 000-ით იზრდება იმ ლტოლვილების რაოდენობა, რომელთან გერმანიაში სურთ გადასახლება. გერმანიის მიგრაციის სამინისტროს ინფორმაციით გერმანიაში მაისის ბოლოს იმყოფებოდა 225 544 ლტოლვილი, რომელთა განცხადებები განხილვის პროცესში იყო და 536 997 ისეთი ლტოლვილი, რომელთან განხადებები უარყოფილი იქნა, მაგრამ დეპორტაციის პროცედურები მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული. ერთი შეხედვით შემზარავი ციფრებია, არა?

ექსპერტების გათვლებით 2015 წლის ბოლოსთვის გერმანიაში ლტოლვილების რაოდენობა 2 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს ეს გერმანიაში ლტოლვილების გადასახლების პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა. სულ ორი ათეული წლის წინ, 90-იან წლებში, როდესაც აშშ და ნატო უმოწყალოდ ბომბავდა იუგოსლავიას და ბოსნიელ სეპარატისტებს უჭერდა მხარს სერბეთში ძალიან ბევრი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. მაშინ 500 000-მდე სერბი დემოკრატიას გამოექცა და გერმანიას შეაფარა თავი.

ძალიან საინტერესოა ერთი გარემოება. მაშინ როდესაც ოფიციალურად გერმანიაში 450 000 ლტოლვილი იმყოფება, აშშ-ში მხოლოდ 1500 სირიელი მიიღეს. ესეც ამერიკული ჰუმანიზმი და დემოკრატია.

თითოეული ლტოლვის რჩენა გერმანიას და ნებისმიერ სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. 13-14 000 $ წლიურად, რაც საბოლოოდ იმაზე აისახება, რომ იგივე რაოდენობის თანხა გერმანიის მოქალაქეებს დააკლდებათ. ადრე თუ გვიან ეს მათ გაღიზიანებასაც გამოიწვევს, რას შეიძლება მასობრივ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს.

ალბათ საინტერესოა ვინ არიან ეს ლტოლვილები?

მათი უმრავლესობა, 2/3 18-დან 34 წლამდე მამაკაცია. ანუ ლტოლვილები ძირითადი მასა ქალები და უსუსური მოხუცები კი არ არიან, არამედ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა მამაკაცები.

გერმანელებს ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, ის რომ დღევანდელ ”სირიელ ლტოლვილებში”  ძალიან ბევრი ყოფილი ”თავისუფალი სირიის არმიის” წარმომადგენელია, რომლებიც ბაშარ ასადის ჯარებს გამოექცნენ. ლტოლვილებს შორის არიან ”ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებიც. ლტოლვილების ჭრელმა შემადგენლობაც შეიძლება ევროპაში მინი კონფლიქტის ზონაც გადაიტანოს, ანუ ევროპელები ტერორისტულ აქტებსაც უნდა ელოდნონ.

გასულ წელს მაგალითად ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში მომხდარი ტერორისტული აქტი შეგვიძლია გავიხსნოთ და სულ რამდენიმე ხნის წინ ბელგიაში, მატარებელში არ მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელიც ფაქტიურად შედგა.

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ ამ პროცესების ძირითადი მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია და ხელოვნური უკმაყოფილების შექმნაა, რაც ნატოს უფრო მეტ მხარდაჭერაში, უფრო მეტი ”ველური” ქვეყნების დაბომბვაში და უფრო მეტ ქვეყანაში ”დემოკრატიის ექსპორტით” გამოიხატება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s