ლეოპოლდ II – კაციჭამია, კაპიტალისტი ჯალათი, რომელიც ბელგიაში გმირადაა შერაცხული – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია

აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა დღესდღეობით წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში არიან. ნეოლიბერალების მხრიდან ამას ხშირად ის ახსნა აქვს, რომ ისინი უბრალოდ ვერ ვითარდებიან და ამას ერთგვარი კანონზმოიერებითაც კი ხსნიან, რეალურად კი საუკუნეების მანძილზე მთელი აფრიკის კონტინენტი ევროპელ იმპერიალისტებს ფეხქვეშ ჰქონდათ გაგდებული.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აფრიკის მკვიდრ მოსახლეობას ცოცხლად წვავდნენ, ხელფეხს აჭრიდნენ, სხვადასხვა ერებს გენოციდებს უწყობდნენ ბინძური კაპიტალისტური ინტერესების გამო.

წამება, ხოცვა-ჟლეტვა, ბავშვებისთვის ხელების მოკვეთა ევროკავშირის დღევანდელი დედაქალაქის, ბრიუსელის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო აფრიკულ კონტინენტზე.

უბედური მამა უყურებს თავი გოგოს მოკვეთილ ხელ-ფეხს ბელგიელი კოლონიზატორების მიერ

უბედური მამა უყურებს თავი გოგოს მოკვეთილ ხელ-ფეხს ბელგიელი კოლონიზატორების მიერ

ის რაც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა და დღემდე ხდება აფრიკაში, მასმედიის დიდ ინტერესს არასდროს იწვევდა. ჩვენ ყველას გვსმენია ჰოლოკოსტზე და სომხების გენოციდზე, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგია იმ საშინელებების შესახებ რასაც აფრიკის კონტინენტზე ჰქონდა ადგილი? მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვენ იცოდეთ ალბათ რუანდაში მომხდარი გენოციდია, მაგრამ ამ გენოციდის სრული სურათი ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. დღეს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და არაადმიანურ რეჟიმზე ”კონგოს თავისუფალ სახელმწიფოზე” მოგიყვებით, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ დაივიწყა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარი დასამახსოვრებელი იყო ევროპული ქვეყნების მიერ აფრიკის კონტინენტის სრული კოლონიზაციის პროცესით. ევროპული ქვეყნები უკვე იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თუ ვის უფრო მეტი კოლონია ეყოლებოდა. ლიბერია და ეთიოპია ორად ორი აფრიკული ქვეყანაა, რომელთა დამონებაც ევროპელებმა ვერ შეძლეს. 1884 წელს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ევროპული ქვეყნები კოლონიების გაფართოვების გეგმებს ადგენდნენ.  ბერლინის კონფერენციაზე ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ დააფუძნა ”კონგოს საზოგადოება”, სადაც ცნობილი მკვლევარები (მაგ. ჰენრი სტენლი) მიიწვია. ”კონგოს საზოგადოებას” კი გადაეცა კონგოს სახელმწიფო.

_39897199_victim01

ხელმოკვეთილი გოგონა

მას შემდეგ, რაც ბელგიის მონარქმა ლეოპოლდ II-მ კონგო მიიღო კერძო საკუთრებად, მას ამ ქვეყნაში ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა და არაფერში არ იყო შეზღუდული. გამოდის რომ საწყალი კონგოელების ბედი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა. ბელგიელი მეფის სიმდიდრის მთავარ წყაროს კაუჩუკის და სპილოს ძვლის ექსპორტი წარმოადგენდა.

ლეოპოლდმა მთელი კონგო საკუთარ შრომის ბანაკად აქცია და თითქმის ყველას, პატარა ბავშვების ჩათვლით კაუჩუკის პლანტაციებზე ამუშავებდა, რადაგანაც იმ დროს ევროპაში კაუჩუკზე მოთხოვნა მეტისმეტად იზრდებოდა; ეს პროდქუტი ბევრი მასობრივი მოხმარების პროდუქტის საწარმოებლად გამოიყენებოდა. (ველოსიპედების ბორბლების, საავტომობილი ტრანსპორტი, ფეხსაცმელი) ბელგიელი მეფის მიერ დამონებული აფრიკელები დღეში 16 საათს მუშაობდნენ.

ევროპელი ოკუპანტები გეგმის ვერშესრულების შემთხვევაში კონგოელებს ხელის მტევანს აჭრიდნენ და მცირეწლოვან ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ. იმისთვის, რომ მოსახლეობაში შიში დაეთესათ, ბელგიელი მონარქის ბრძანებით კონგოელებს საჯაროდ აწამებდნენ , ჯვარზე აკრავდნენ, თოკებით აბავდნენ და მზეზე ხრუკავდნენ, მშობლების თანდასწრებით შვილებს ხელ-ფეხს აჭრიდნენ და პლანტატორები მათ ცოცხლად ჭამდნენ.

ლეოპოლდ II-ის მმართველობის მსხვერპლი კონგოში

ლეოპოლდ II-ის მმართველობის მსხვერპლი კონგოში

ჯაჭვებით დაბმული კონგოელები

ჯაჭვებით დაბმული კონგოელები

კონგოში დატრიალებული ტრაგედია და ევროპელების კანიბალიზმი მართლაც შთამეჭდავი იყო, რის შედეგადაც მიახლოვებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ანუ გამოდის, რომ ყოველი მეორე კონგოელი გარდაიცვალა. ”სტალინის რეპრესიებზე” ან თუნდაც ”უკრაინელების გოლოდამორზე” ვინც საუბრობს ყველაზე მეტად, მათგან კონგოელების გენოციდის შესახებ ერთი სიტყვა თუ მაინც მოგისმენიათ?  კონგოში ევროპელების ველური და არაადამიანური საქციელი ევროკავშირს დღემდე არ უღიარებია და ოფიციალურად რეპარაციების გადახდის ვალდებულებაც კი არ აუღია.

უფრო მეტიც, თითქმის ყველა ბელგიურ ქალაქში ლეოპოლდ II-ს, კაციჭამია, არაადამიან მმართველს ძეგლი აქვს აღმართული.

monument-to-king-leopold

ლეოპოლდ II-ის ძეგლი ევროკავშირის დედაქალაქში

ეს უკვე ცინიზმის პიკია, როდესაც ლეოპოლდ II-ისნაირ  კრიმინალს ძეგლი აქვს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში,  მაშინ როდესაც სტალინის (ადამიანის რომელმაც მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან) ძეგლის ქონა პატარა გორში სამარცხვინოდ  და არაპოლიტქორექტულად ითვლება.

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა '' მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო''

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა ” მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო”

5 thoughts on “ლეოპოლდ II – კაციჭამია, კაპიტალისტი ჯალათი, რომელიც ბელგიაში გმირადაა შერაცხული – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია

  1. au vigaca ra komunistia 😀

    Like

  2. სტალინის ძეგლი ლუიზიანაში ამერიკაშც დგას და ბიტანეთში როჩესტერში სირცხვილად არ ითვლება 🙂

    Like

  3. გოლოდომორის დროს 5 მილიონზე მეტიდ იღუპა მარტო უკრაინაში! მთლიანად საბჭოტა კავშირში კიდევ რამდენიმე მილიონი! ლეპორდ 2 რომ სასტიკი იყო მაგი სტალინს ადა საბჭოეთს ამართლებს. თქვე ცალტვინებო!

    Liked by 1 person

  4. chevn ra tkma unda ara vart evropelebi ertmanets vuketebt maget ragacas 😦 😦

    Like

  5. სტატიის ავტორის მთელი ძალის ხმევა მიმართულია იქითკენ რომ კონგოელების ტრაგედიის ფონზე სტალინი კარგ ტიპად გამოჩნდეს. ორიგინალური სისულელე კი გამიუვიდა (ვინ დათვალა დახოცილი კონგოელები საინტერესოა).. იმ ავად სახსენებელ დროს რუსეთის იმპერიაში შესაბამისად საქართველოშიც თუ წოდების ან ჩინის მატარებელი არ გახლდით შესაბამისად იყავთ ყმა ან თავადის ან ეკლესიის ან სახელმწიფოსი. ყმის უფლებები მონის უფლებებისგან დიდად არ განსხვავდებოდა უმოწყალო ექსპლუატაციით დაწყებული ღამის პირველი უფლებით დამთავრებული. ასე რომ ავტორო იმ დროს ნუ შეადარებ სტალინის დროს როდესაც კაცობრიობას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა მონობა-ყმობის არადამიანურობა. ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში ამით ჩვენ საერთო მომავალს საფრთხეს უქმნით. ტყვილი გამრუდებული რეალობის მშობელია.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s