OXI – ანუ სიამაყის და ღირსების ზეიმი საბერძნეთში

საბერძნეთში წინა კვირას ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის შედეგებითაც მოსახლეობის 61%-მა უარი თქვა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე შოკში ჩააგდო არამარტო ევროპული პოლიტიკური ისთებლიშმენტი, არამედ დანარჩენი მსოფლიოც. საბერძნეთმა შეიძლება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისის პროცესს ჩაუყაროს სათავე და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს რეგიონში.

ქრონოლოგიურად ბერძნების ისტორიას თუ გადავხედავთ ერთ საინტერესო მომენტს შევამჩნევთ – ბერძნები იმ იშვიათ გამონაკლის ერებს მიეკუთვნებიან, ვისი ღირსების და სიამაყის ყიდვაც ვერავინ ვერ მოახერხა.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებული რეფერენდუმი თავისი არსით ძალიან წააგავდა 1940 წ. ბენიტო მუსოლინის მიერ ბერძნებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს. მაშინ იტალიის ფაშისტმა ლიდერმა ბერძნების უპირობო კაპიტულაცია მოისურვა, საპასუხოდ კი ბერძნებისგან მიიღო ცივი უარი. სწორედ ბერძნების გმირობის წყალობით მოკავშირეებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს მეორე მსოფლიო ომის დროს და საგრძნობლად გადაავადეს ნაცისტური გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე, რამაც მეორე მსოფლიო ომი მსვლელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 1940 წ. ბერძნებმა უარი უთხრეს მუსოლინის კაპიტულაციაზე არა იმიტომ, რომ მაშინ ისინი გაცილებით ძლიერები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მათ უარი არ თქვეს საკუთარ ღირსებაზე, საკუთარ წარსულზე და ”ნაზრახ მომავალს” ”სახელოვანი სიკვდილი არჩიეს”.

1431407677_xw_1050429

მაგრამ რატომ გაუკვირდათ ევროპელ ჩინოვნიკებს სიტყვა OXI, რაც ბერძნულად არას ნიშნავს??? სწორედ ევროკავშირის მოთხოვნების შედეგად, რასაც ბერძნები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდნენ მათი ეკონომიკა 27%-ით შემცირდა და საგარეო ვალი 320 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. დასავლური ნეოლიბერალური პროპაგანდა არ აკლებს ცდას გაამარგინალოს ალექსის ციპრასი და ბერძნენი ამომრჩეველი, ვითომდა ”ამ ზარმაც ბერძნებს ევროპელების კმაყოფაზე უნდა ცხოვრება და ვალების გადახდაზე უარს ამბობენ. მაგრამ რეალური სურათი აბსოლუტურად რადიკალურია.

ბერძნებმა უარი თქვეს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე, განათლების კომერციალიზაციაზე, საპენსიო ასაკის გაზრდაზე და ტრანსნაციონალური კომპანიების ყოვლისშმეძლეობაზე. 

აი საკითხის ესე დაყენებამ გამოიწვია ბრიუსელის პანიკა, რაც კარგად გამოჩნდა გუშინ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის გაი ვერჰოფსტადტის გამოსვლაში, რომლის დროსაც მან უყვირა ალექსის ციპრასს და შეურაცყო ბერძენი ერი. საბერძნეთის კრიზის ფონზე ნათელი ხდება, რომ ევროპა არ არის ევროკავშირი და ცულ მალე შეიძლება უფრო სერიოზული და რადიკალური შედეგი მივიღოთ – ევროკავშირი არ არის ევროპა, იმიტომ რომ ის ერთ-ერთ ფუნდამენტური ევროპული ღირებულების – არჩევნის თავისუფლების ჩახშობას ცდილობს თავისი ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით.

დასავლეთის ორმაგმა სტანდარტებმა საბერძნეთშიც იჩინა თავი:

1. დასავლეთის მძლავრმა პროპაგანდის მანქანამ თავისი საქმე მაინც შეასრულა და ყველა წამყვანმა ბერძნულმა მასმედიამ მხარი დაუჭირა ევოკავშირის მოთხოვნების შესრულებას, უფრო მეტიც მათ ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული ნორმებიც კი დაარღვიეს, როდესაც ყველას მოუწოდებდნენ მათთვის მიებაძათ.

2. ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციებირ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებდნენ ისეთ სურათ, თითქოს მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდეონობა თანაბრად იყოფოდა 50/50, თუმცა რეალური სურათი ძალიან სხვაგვარი აღმოჩნდა. (საქართველოსთან მიმართებაში ხომ არ გაგახსენდათ რამე?)

რეზიუმეს სახით შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ მაასტრიხტის და ლისაბონის შეთანხმებების შედეგად ევროკავშირის ნეოლიბერალური ინსტიტუების ნგრევა საბერძნეთში გაგრძელდება და სავარაუდოდ მულტიკულტურალიზმის ეპოქის დასასრულსაც მალე ვიხილავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s