ამერიკული სიცრუის მანქანა ახლებურად ამუშავდება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკული პროპაგანდის ბუშტის კიდევ უფრო მეტად გაბერვა სურს და ბიუჯერის გაზრდას ითხოვს. ამერიკელი პოლიტიკოსების სიტყვებით მათ ეს ფული ”დემოკრატიის და ადამიანის უფლებების” დაცვისთვის ესაჭიროებათ. თუმცა People’s Voice-ის ერთ-ერთი სტატიის ავტორი სტივენ ლენდმანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ხელისუფლებას ეშინია იმის, რომ მათ პროპაგანდა Russia Today-ის კონკურენციას ვერ გაუძლებს.

750 მილიონი ამერიკული დოლარი წელიწადში მათ უკვე აღარ ყოფნით. მთელი ეს ფული ხმარდება დეზინფორმაციის გავრცელებას შემდეგი მედია საშუალებებით:

  • ამერიკის ხმა
  • რადიო ”თავისუფალი აზია”
  • ტელე-რადიოკომპანია Marti, რომელიც კუბაზე მაუწყებლობს
  • არხი ”ალ-ხურა”

ეს თუ არ ჩავთვლით იმ გიგანტურ თანხებს, რაც კორპორატიული მასობირივი ინფორმაციის საშუალებებზე იხარჯება, სადაც ასევე ტყულის კორიანტელს სთავაზობენ მაყურებელს.

სააგენტო ”როიტერმა” დააანონსა ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც აშშ აგებს ინფორმაციულ ომს რუსეთთან. მისი ავტორები არიან ენდერს უიმბუში და ელისაბედ პორტალი, რომლებიც ითვლებიან საკმაოდ კარგ სპეციალისტებად პროპაგანდის სფეროში. გამოდის რომ ამერიკული პროპაგანდა ახალი სისწრაფით უნდა მოედოს მსოფლიოს წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დიდ პრობლემებს წააწყდებიან.

Russia Today-ის აუდიტორია აშშ-ში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. აშშ-ს და ასევე სხვა ქვეყნების მოსახლეობას მოანატრა ინფორმაციის ობიექტური ანალიზი, რადგანაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის პრიზმით დანახულ ამბებს ისმენდნენ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კალიფორნიის შტატიდან ედ როისმა განაცხადა კიდევაც, რომ რუსულმა ინგლისურენოვანმა მედია საშუალებებმა გადაუსწრეს ამერიკულებს.

Russia Today-ს ესეთ წარმატება აშშ-ს სახემწიფო მდივანს ჯონ კერისაც ძალიან აღიზიანებს. მან ცოტა ხნის წინ საჯაროდ მოიტყუა, როდესაც განაცხადა რომ RT-ს დასაფინანსებლად ყოველწლიურად 500 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება, რითაც რუსეთი მსოფლიოს დეზინფორმაციას ცდილობს. რეალურად კი RT-ის ამ წლის ბიუჯეტი 225 მლ. დოლარს შეადგენს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2 მილიარდ დოლარამდე ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას. უფრო მეტიც, ამერიკელებს უკვე რუსულენოვანი მაუწყებლობის შექმნა სურთ პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში, რათა მათ უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების მოსახლეობამდე თეთრი სახლიდან დანახული ”სიმართლე” მიიტანონ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s