აშშ და მეორე მსოფლიო ომი: გამარჯვების ორი სხვადასხვა დღე

აშშ-ს სახელმწიფო დღესასწაულების სიაში არის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული თარიღებიც. მაგალითად 8 მაისი – გამარჯვების დღე ევროპაში, 6 ივნისი – მოკავშირეების გადმოსხმის დღე ევროპაში, 2 სექტემბერი – იაპონიაზე გამარჯვების დღე, 7 დეკემბერი – პერლ-ჰარბორის დღე.

როგორც ვხედავთ ამ თარიღებში არის 2 სხვადასხვა გამარჯვების დღე, რაც ნათლად მიუთითებს ამერიკელების დამოკიდებულებას მეორე მსოფლიო ომის მიმართ. ეს პირველ რიგში იმით არის განპირორებული, რომ საბრძოლო მოქმედებები აშშ-ს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, შესაბამისად აშშ არ დაზარელებულა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის და საბჭოთა კავშირის მსგავსად. 16 მილიონი ამერიკელი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იბრძოდა. სწორედ ამიტომაც აშშ-ში 8 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე ფართოდ არასდროს არ აღინიშნებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ევროპაში და დღესდღეობით უკვე რუსეთში.

პერლ-ჰარბორის დაბომბვის მომენტი

პერლ-ჰარბორის დაბომბვის მომენტი

ამერიკელებისთვის უფრო ახლოს 2 სექტემბერი დგას; დღე, როდესაც იაპონელებმა კაპიტულაციის აქტს მოაწერეს ხელი და მეორე მსოფლიო ომი ოფიცილაურად დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიოს მთავარ საფრთხეს 1939-1945 წწ. ნაცისტური გერმანია წარმოადგენდა, ამერიკელებისთვის მთავარი მტერი მაინც იაპონია იყო. ნუ დაგვავიწყდება უმნიშვნელოვანესი რამ, სწორედ იაპონელების თავდასხმამ 1941 წლის 7 დეკემბერს გადააწყვეტინა სენატს აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყო. ამიტომაც 2 სექტემბერი 1948-1975 წწ. ფედერალური დღესსასწაული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად აშშ-ს ზოგიერთ შტატში ის დღემდე აღნიშნება.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების სახსოვრად აღმართული მემორიალი ვაშინგტონში

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების სახსოვრად აღმართული მემორიალი ვაშინგტონში

1993 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა ხელი მოაწერე დირექტივას მეორე მსოფლიო ომში 405 ათასი დაღუპული მეომრის მემორიალის შესაქმენლად ვაშინგტონში. 2004 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტის და ლინკოლნის მემორიალის გევრდით გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის გმირების მასიური მემორიალი. მემორიალი ორი ტრიუმფალური თაღისგან  (ამერიკული ფლოტის გამარჯვების აღსანიშნავად წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში) და 56 ხუთმეტრიანი კოლონისგან (შტატებს რაოდენობა) შედგება.

აღნიშნული მემორიალი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დათვალიერებადი ადგილია. საგულიხსმოა კიდევ ერთ გარემოება – მემორიალის ასაშენებლად საჭირო თანხის 80% მოქალაქეების მიერ იქნა შეგროვილი. 181 მლ. ამერიკული დოლარი მოქალაქეება გაიღეს მემორიალის აღმართვისთვის, მაშინ როცა ფედერალური ბიუჯეტიდან მხოლოდ 16 მლ. ამერიკული დოლარი გაიხარჯა.

მსოფლიო ისტორიის მძიმე დღეებს აშშ-ში დღესდღეობითაც იხსენებენ, თუმცა არა ისეთი პომპეზურობით და სიამაყით როგორც ამას რუსეთში აკეთებენ. ამერიკული ბედფორდის (ვირჯინიის შტატი) მემორიუალურ პარკში ამერიკელმა ვეტერანებმა სტალინის ძეგლიც კი აღმართეს, მაშინ როდესაც საქართველოში ამას მთავრობა არაფრის დიდებით არ აკეთებს.

საინტერესოა არა?!

სტალინის ძეგლი ქალაქ აშშ-ს ქალაქ ბეტფორდში

სტალინის ძეგლი ქალაქ აშშ-ს ქალაქ ბეტფორდში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s