ბალტიმორი – რევოლუციის ამერიკული სუნი

იმის გასაგებად თუ რა ხდება დღესდღეობით ბალტიმორში და რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფერგიუსონში საჭიროა ჩავატაროთ მცირე ისტორიული ექსკურსი.

მონობის ეპოქაში არ დავბრუნდებით, არადა ურიგო არ იქნებოდა განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც საკმაოდ იდეალიზირებული წარმოდგენა გააჩნია აშშ-ზე. უახლესი ისტორიის განმავლობაში აშშ-ში უამრავ სახალხო პროტესტს და ბუნტს ჰქონდა ადგილი აშშ-ში რასიზმის გამო. 1964 წლეს ნიუ-ჯერსიში მომხდარი სახალხო დემონსტრაციების დროს 46 ადამიანი დაშავდა, პატერსონში – 8, ელისაბედში -6.

3 წლის შემდეგ, 1967 წელს ნიუარკში დაიწყო აფროამერიკელების მასობრივი გამოსველები, რომლის მიზეზიც შავკანიანი ტაქსისტის ჯონ სმიტის ცემა და დაპატრიმრება იყო. საპროტესტო ტალღის დროს მოკლულ იქნა 26 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი და 1500-ზე მეტი მოქალაქე დააპატიმრეს. ეს არის ოფიციალური ციფრები, თუმცა თვითმხილველების თქმით მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. საქმე კი იმაშია, რომ მაშინ პატარა ქალაქ ნიუარკში, ამერიკული პოლიცია ჟურნალისტებს საერთოდ არ უშვებდა და შესაბამისად არ შემორჩა არც ფოტო და არც ვიდეომასალა თუ რა საზარლ ფაქტებს ჰქონდა ადგილი დემოკრატიული ქვეყნის პრეტენზიის მქონე სახელწმფიოში სულ რაღაც ორმოციოდე წლის წინ.

ახსოვთ რა კარგათ ამერიკელებს თავისი სისხლიანი ისტორია, წინა წელს მიიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ფერგიუსონში დრონების (იგივე ”ბესპილოტნიკების”) ფრენა აიკრძალა და ასევე დაწესდა შეზღუდვები პრესის წარმომადგენლებისთვის ფერგიუსონში მოხვედრა. ამერიკულ ხელისუფლებას არ სურდა გაშუქებულიყო ფერგიუსონის მოვლენები და მთელ მსოფლიოს ენახა თუ რა სიხშირით კლავდნენ აფროამერილებს 2014 წელს, მაშინ როდესაც რასიზმის ფონი არცერთ თავმოყვარე სახელმწიფოში არ უნდა იყოს.

ამ ყვეალფრის გათვალისწინებით, ზოგიერთი ამერიკელი კომენტატორი და ჟურნალისტი დაუმალავი რასიზმით და ცინიზმით აღნიშნავს, რომ აფროამერიკელები უბრალოდ ზარმაცები არიან და მათ მუშაობა არ სურთ. მაგრამ რეალურად პრობლემა რასაში კი არაა, არამედ დღეს ადგილი აქვს ”კლასობრივ ბრძოლას”, რაც პრიველ რიგში გამოწყვეულია აშშ-ის მოქალაქეების დიდი ნაწილის ღარიბი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით.

ამ თემას უფრო სიღრმისეულად თუ მივუდგებით, მაშინ შევამჩნევთ იმას რომ სეგრეგაცია (რასობრივი, ქონებრივი თუ რელიგიური კუთხით) აშშ-ში არც არასდროს შემწყდარა. აშშ-ში უფლებები გააჩნიათ მხოლოდ მდიდრებს, ვისაც ნორმალური ადვოკატის დაქირავების უფლება აქვს, ყველა დანარჩენი კი უძლურია და მათი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ, არც მეტი, არ ნაკლები არის: ”ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ახლა კი დავუბრუნდეთ ბალტიმორის მოვლენებს. ბალტიმორში მასობრივი ამბოხი აფროამერიკელი თანამოქალაქის ფრედი გრეის დაკრძალვის დღეს დაიწყო. აფროამერიკელის დაკავებისას პოლიციელებმა მას ხერხემალი გადაუმტვრიეს, რის შედეგადაც ეს უკანანსკნელი გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ დღემდე არ არის გამოძიებული პოლიციელის ქმედებები, თუ რატომ აწამა ესე სასტიკად მან ფრედი გრეი. ამის შემდეგ პროტესტანტები მძივნვარებამ მოიცვა და ბალტიმორში მასობირივი არეულობები დაიწყო. გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ბალტიმორში აშშ-ს რამდენიმეათასიანი ნაცგვარდია შევიდა.

ბალტიმორის ამბოხი სწრაფად გავრცელდა აშშ-ს სხვა დიდ ქალაქებშიც. ნიუ-იორკში, ბოსტონში და ვაშინგტონშიც რასიზმის და ამერიკული პოლიციის სასტიკი და კრინიმინალური ქმედებების გამო მრავალათასიანი აქციები გაიმართა. საყურადღებოა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა სოლიდარობა გამოუცხადა ბალტიმორის პროტესტანტებს და ჟურნალის გარეკენზე ბალტიმორში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელები აფროამერიკელს მისდევენ. ბალტიმორის აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა ლეგენდარულმა ოსკაროსნმა ამერიკელმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა. მან განაცხადა, რომ ადგილი აქვს ”პოლიციელების ტერორს” და ეს უნდა შეწყდეს.

Time-ის ბოლო ნომრის გარეკანი. 1968 - 2015 განა შეიცვალა რამე? საკმაოდ გაბედული სათაური.

Time-ის ბოლო ნომრის გარეკანი. 1968 – 2015 განა შეიცვალა რამე? საკმაოდ გაბედული სათაური.

ეხლა კი ძვირფასო მკითხველო გთხოვ წამოიდგინოთ, რომელიმე რიგითი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რასობრივი ნიშნით 2015 წელს მოკლეს 100-ზე მეტი ადამიანი, სადაც პოლიცია აშკარად ძალადობს თავის მოქალაქეებზე, სადაც მასობრივი პროტესტი და დემონსტრაციები მოყვა სახელიმწიფოს პოლიციურ და რასისტულ პოლიტიკას და სადაც ცდილობენ ძალით ჩაახშონ ეს მღელვარება? როგორი იქნებოდა აშშ-ის საელჩოს პოზიცია ამ ქვეყანაში? აღშფოთება, შეშფოთება, უკმაყოფილება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ოპოზიციის მხარდაჭერა, რევოლუცია??? ალბათ ეს ის სიტყვებია, რაც თავში მოგივათ მსგავსი სიტუაციის ვიზუალიზაციის შედეგად. მაგრამ აშშ-ში არ არის აშშ-ს საელჩო, მაშინ ვინ უნდა შეასრულოს დემოკრატიის ”დარაჯის” ესოდენ პოპულარული და მნიშვნელოვანი როლი???

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s