ნატო, როგორც აშშ-ის ჰეგემონიის და ექსპანსიის ინსტრუმენტი

საბჭოთა კავშირის დაშლის  და შესაბამისად ბიპოლარული საერთაშორისო წესრიგის რღვევის შემდეგ, „ახალი პერიოდის“ ინტელექტუალები და პოლიტიკოსები  პოსტკომუნისტური და განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა პატარა რესპუბლიკების მოსახლეობას ნატო-სთან დაკავშირებით, კვებავდნენ სრულიად აბსურდული ილუზიებით. ისინი ამ უკანასკნელის მოსახლეობას, უნერგავდნენ აზრს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზე და მისგან მომდინარე სიკეთეებზე. თან ეს აზრი მიწოდებული იყო მოსახლეობისადმი ისე, თითქოს ნატო გახლდათ ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ინტერესების გარეშე, დაიცავდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნების უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, თან რაც ყველაზე მთავარია უზრუნველყოფდა მათ სუვერენიტეტს, ანუ დამოუკიდებლობას. ეს უკანასკნელი მიდგომა კი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან ნებისმიერი პატარა ქვეყენა, რომელსაც არ შესწევს უნარი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და, ამისთვის უხმობს სხვას მოკავშირედ, მისი სუვერენიტეტი ყოველთვის შეიზღუდება მისი „მოკავშირე“ დიდი მოთამაშის სასარგებლოდ:

„ქვეყანას რომელსაც არ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი თავი, შეუძლებელია ვუწოდოთ დამოუკიდებელი სახელწმიფო“ – ზბიგნევ ბჟეზინსკი.

შესაბამისად, როდესაც საუბარი მიდის ნატოზე და მასში პატარა ქვეყნების ინტეგრაციაზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ნებისმიერს სახელმწიფო რომელიც მასში ინტეგრირდება თავის სუვერენიტეტს თმობს ნატოს, თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით აშშ-ს სასარგებლოდ, ვინაიდან ნატო პირველი გახლავთ შეერთებული შტატების ინტერესების განმხორციელებელი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამაზე არა მგონია ვინმეს ეჭვი შეეპაროს.

იმის გასაგებად, თუ რატომ წარმოადგენს პირველის საქმიანობა, მხოლოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, ჩემი აზრით ამისთვის აუცილილებელია მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების  და იმ დოქტრინალური წყაროების შესწავლა, რომლებიც განსაზღვრავდნენ და დღესაც დიდ გავლენას ახდენენ აღნიშნული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

სამეცნიერო წრეებში აშშ-ს ჰეგემონისტური მისწრაფებების პირველი გამოვლინებას უკავშირებენ 1823 წლის მონროს დოქტრინას. ამ დოქტრინით ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთპიროვნული დომინანტური პოზიცია უნდა გაემყარებინა დასავლეთ ნახევარსფეროში. მონროს განცხადებით: „ამერიკული კონტინენტები ამიერიდან არ უნდა განიხილებოდეს, რომელიმე იმპერიის მხრიდან, როგორც ობიექტი მომავალი კოლონიზაციისათვის… ნებისმიერი მცდელობა ევროპული სახელმწიფოების, ჩაერიონ ამერიკის კონტინეტის სახელწმიფოთა საქმეებში, შეერთებული შტატები მას ჩათვლის, როგორც მტრულ პოლიტიკურ აქტს, მათ მიმართ.”

თუმცა მონროს დოქტრინით აშშ ამავე დროს უარს ამბობდა ევროპულ საქმეებში ჩარევისაგან, ანუ იზოლაციონიზმის პოლიტიკას ემხრობოდა. თუმცა, როგორც ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, მონროს დოქტრინა გახდა უმთავრესი იარაღი პირველ რიგში დასავლეთ ნახევასფეროს გეოგრაფიული სივრცის კონტროლისა და მისი მეშვეობით მოხდა, ამერიკის  გარდაქმნა დიდ კონტინეტურ იმპერიად. ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობის საქმეში. მართალია მონროს დოქტრინა გულისხმობდა მხოლოდ ამერიკული კონტინეტების მოქცევას მისი გავლენის სფეროს ქვეშ, მაგრამ თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტების თეოდორ რუზველტის და ვუდრო ვულსონის მრჩევლის, ფრედერიკ ჯეკსონ ტერნერის კონცეფციას „მოძრავი საზღვრების“ შესახებ, დავინახავთ რომ შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ აპირებდა ამერიკის კონტიტენტით შემოფარგვლას. კერძოდ, ტერნერი აღნიშნავდა, რომ:

„შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო არის გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროცესი და მუდმივი გადადგილება ჰეგემონობის საზღვრებისა დასავლეთით, პირველ რიგში ატლანტიკის ოკენამედე, შემდეგ კი ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარესაც, ევრაზიაში“ 004 ამ კონცეფციიდან ნათლად ჩანს, რომ თავიდანვე ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა გლობალური ჰეგემონობის მოპოვება. ფედერიკ ტერნერის აზრს სრულად იზიარებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო ვულსონი. ეს იდეალისტი პრეზიდენტი,რომელიც უნივერასალური თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობდა, ვერსალის კონფერენციაზე პარიზში თავის მრჩეველთან საუბრის მერე და მისი გავლენით წერდა:

აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი

აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი

„ამერიკის კონტინეტი შეერთებულ შტატებს უკვე დაპყრობილი გვაქვს და ემსახურება ჩვენი ცივილიცაციის ინტერესებს. აშშ-მ უნდა მიაქციოს უკვე ყურადღება სხვა საზღვრებს.“აქვე დამატების სახით უნდა ითქვას, რომ პარიზში, ვერსალის  კონფერენციაზე მან შემდეგი რამ განაცხადა:„მე გვთავაზობთ, რომ მსოფლიოს ყველა ნაციამ ერთბაშად და ერთსულოვნად მიიღოთ პრეზიდენტ მონროს დოქტრინა, როგორც დოქტრინა მთელი სამყაროსათვის.“  თუ მონროს დოქტრინას, ზემოთ მოყვანილი ერთი პატარა პასაჟიდან გამომდინარე გავაანალიზებთ და განვაზოგადებთ მთელ მსოფლიოზე, მაშინ ერთ დასკვნამდე მივალთ. ამერიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოეხდინა დასავლეთ ევროპის უნივერსალიზაცია ერთიანი ფასეულობათა სისტემის ქვეშ, ამის საფუძველზე გაეერთიანებინათ იგი და დაექვემდებარებინათ ამერიკის ერთიანი კონტროლის მექანიზმისთვის, ანუ შექმნილი ყოფილიყო ერთიანი დასავლური პოლუსი, ხოლო პოლუსს რომ  მართვის  ერთი ცენტრი აქვს, ეს ცნობილია ყველაზე ნაკლებ პროფესიონალი მსოფლიო პოლიტიკის სპეციალისთვისაც კი.

აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს, ვერსალის კონფერენციაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და მაშინდელი პრემიერ მინისტრის ჟორჯ კლემანსოს სიტყვებიც: „პრეზიდენტი ვილსონი თვლის, რომ იგი მსოფლიოს პრეზიდენტია.“

ამ სიტყვების შემდეგ უკვე ცხადი ხდება, რომ ამერიკელების აქტიური მონაწილეობა, პირველი მსოფლიოს შემდგომი ევროპის პოლიტიკური მოწყობის საკითხებში, გულისხმობდა ევრაზიაზე, მის დასავლეთ ნაწილში შეექმნათ დასაყრდენი მომავალში ამავე კონტინენზტე გაბატონებისათვის, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწიეს კიდევაც. ევრაზიაზე გაბატონება რომ შეერთებული შტატების უმთვარეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს, ამაზე არაერთი წამყვანი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი წერდა იმ პერიოდში, ალფრედ მეხენით დაწყებული და ბრუკ ადამსით დამთავრებული. ჩვენი კვლევიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე აღსანიშნავია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის და სახელმიფო მდივნის მრჩევლის  ბრუკ ადამსის ნაშრომი, რომელიც მან 1901 წელს დაწერა „ახალი ინდუსტრიუილი რევოლუცია“, სადაც ყურადღებას ამახვილებს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე. კერძოდ საუბრობს ევრაზიაზე ბატონობისთვის და ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონიბის გზაზე რუსეთთან კოლიზიის გარდუვალობაზე:ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს იქნება სამკდვრო სასიცოცხლო მშვნელობის ომი, ბრძოლა არა რომელიმე ნაციის, არამედ მთლიანი კონტინეტის წინააღმდეგ. მსოფლიოში არ არის ორი ცენტრი სიმდიდრის და იმპერიის. ერთი ორგანიზმმა უნდა დაამარცხოს და გაანადგუროს მეორე. სუსტი ორგანიზმი უნდა დაუღუპოს“. შეერთებული შტატები და მისი პოლიტიკური კლასი რომ ერთპიროვნული ჰეგემონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად მიიწევდა, კარგად ჩანს  ფართოდ ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის მარტინ ლეფებრის ნაშრომშიდანაც: „რომელი ცივი ომის დასასრული?“ აღნიშნული ავტორი მიიჩნევს, რომ ცივი ომი იყო სამჯერ: პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეორეს მისი აზრით ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და უკანასკნელ პერიოდს ცივი ომისას უკავშირებს, საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდგომ პერიოდს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველი ცივი ომის შემდეგ, შეერთებული შტატები მისი აზრით აფართოვებდა საკუთარი გავლენის  სფეროს. იგი პირველ ცივ ომს უკავშირებს აშშ-ს ბრძოლა ევროპულ ქვეყნებთან, რომლის მიზანს წარმოადგენდა დომინირებადი მდგომარეობა მოეპოვებინა ომის შემდგომ ევროპაში, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ხასიათის. მისი აზრით პირველი ცივი ომი დასრულდა მარშალის გეგმით და ნატოს შექმნით. ე.ი. ამერიკის დომინანტური მდგომარეობით დასავლეთ ევროპაში. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მეორე ცივ ომში გამარჯვებით მან გაიმყარა ნატოს საშუალებით პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში და ცდილობს უფრო მეტად ევრაზიის სიღრმეში შეჭრას, ანუ  პოსტსაბჭოთა სივრცის ათვისებას და საკუთარი კონტროლისათვის დაქვემდებარებას (საქართველო და უკრაინა ამის ნათელი მაგალითია). პოსაბჭოთა სივრცის ათვისებით კი, ფაქტობრივად მოხდება უნიპოლარული და შეერთებული შტატების კონტროლზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შექმნა. ამერიკელი იქნტელექტუალების მიერ შექმნილი დოქტრინებზე დაყრდნობით შესაძლოა რამოდენიმე ასპექტის გამოყოფა:

  • აშშ-ს მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ჰეგემონობის მოპოვება და უნიპოლარული სისტემის ფორმირება.
  • მსოფლიოში ერთპიროვნული ჰეგემონური მდგომარეობის მოპოვებისათვის აუცილებელია ევრაზიაზე სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკურ კონტროლის დაწესება.

ზემოთ მოცემული დოქტრინალური წყაროების ანალიზის შემდეგ, ნათლად ჩანს თუ რას ემსახურება ნატოს გაფართოება. მისი მიზანი მხოლოდ აშშ-ს ჰეგემონობის განმტკიცებას  წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და არა რომელიმე პატარა სახელწმფოსთვის დახმარების გაწევას, დამოუკიდებლობის მოპოვებაში და მის უზრუნველყოფაში. ამიტომ, როდესაც ნატოში ინტეგრაციას და სუვერენიტეტის განმტკიცებას უკავშირებენ ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ საკითხის არ ცოდნასთან გვაქვს საქმე.  

ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s