რომის პაპი – დასავლური პროპაგანდის მორიგი ინსტრუმენტი

რომის პაპმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ დანაშაულთა ჩამონათვალში ერთმანეთის გვერდით დააყენა ნაციზმი, სტალინიზმი და სომეხთა გენოციდი.

თუ ვივარაუდებთ, რომ ნაციზმისა და სტალინიზმის ცნებებში მან მეორე მსოფლიო ომიც იგულისხმა, პირველ მსოფლიო ომს რა ლოგიკით აუარა გვერდი, განა ის ომი მეოცე საუკუნის პირმშო არ იყო, ეს რა აბსურდია?!

ნაციზმისა და სტალინიზმის გვერდიგვერდ დაყენება დასავლური პროპაგანდისტული მანქანის მიგნებაა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ნუთუ ამ სამარცხვინო მანქანის ღია ნაწილად იქცა და ისე გაუცხოვდა ღმერთისგანაც და შინაგანი სინდისის ხმისგანაც, რომ ფაშიზმსა და ფაშიზმის ჭირისგან მსოფლიოს მხსნელ ძალას ერთმანეთისგან ვერ არჩევს?

დიდია დასავლური პროპაგანდისტული ძალმომრეობის ძალა. დასავლური ეკლესიაც ვერ აღუდგა მას წინ და, ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტების სადარაჯოზე დამდგარიყო, სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის სამსახურში ჩადგა და მის დანამატად იქცა.

აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ვახტანგ გოგუძე: “სტალინი იდევნება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის გადარჩენის გამო. დღეს გაბატონებული კოსმოპოლიტური იდეოლოგია დაუნდობლად ებრძვის ორ სახელს, ქრისტეს და სტალინს, ქრისტეს – შეფარვით, სტალინს – პირდაპირ.” (ვ. გოგუაძე, – “სტალინი და საშინელი სამსჯავრო,” თბილისი, 2006 წელი). ეს ნაშრომი, რომელიც 2005 წელს რუსულად დაწერილი წიგნის (“СТАЛИН И СТРАШНЫЙ СУД”) გადმოქართულებული ვარიანტია, ვახტანგის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, – 2006 წლის ოქტომბერში გამოიცა, ვახტანგი კი 2007 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში აღესრულა…

ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე უდიდესი დანაკლისია ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის, რომელიც დასავლური, უძლიერესი და უვერაგესი ზეწოლის ვითარებაში თანდათანობით შორდება ჭეშმარიტებას. ვახტანგი აზროვნების ის ყინულმჭრელი იყო, რომელიც გზას უკვალავდა გზააბნეულ ადამიანებს; ის ჩირაღდანი იყო, რომელიც უნათებდა ეპოქალურ წყვდიადში ჩაძირულ თაობას; ის ორიენტირი იყო, რომელიც ასე სჭირდებოდა სრულიად საქართველოს…

ვალერი კვარაცხელია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s