უღირსი საქართველო და ევროპული გზის ჩიხი

96568ace21254a2a6e44b9dbc9e7ea08ხვალ, 28 მარტს საქართველოს ეროვოპული ნაკრები ფეხბურთში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემიპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის ფარგლებში. გუშინ, როდესაც გერმანიის ეროვნული საფეხბურთი ნაკრები საქართველოში ჩამოფრინდა, ქართველმა გულშემატკივრებმა მათ ოვაციური დახვედრა მოუწყვეს. გერმანლებმა ეს მათთვის დამახასიათებელი ცივი გამომეტყველებით მიიღეს და ცოტა გაკვირვებულებიც კი იყვნენ. საკვირველი კი ნამდვილად არის ის, როდესაც მოწინააღმდეგეს ხვდები სადღესასწაულო განწყობით და შენს ეროვნულ ნაკრებს წაგებას უსურვებ. აი აქამდე მიიყვანა საქართველო უაზრო ევროპული ლიბერალიზმის ქადაგებამ, რომ ახალგაზრდები საქართველოს მეტოქეს უჭერენ საჯაროდ მხარს, მაგრამ არაუშავს, რადგანაც ის გერმანიაა.

თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველებს მსგავსი დახვედრა რუსეთის ეროვნული ნაკრებისთვის, რომ მოეწყოთ საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა? მაგრამ როდესაც გერმანელებს ხვდებიან ასე, ეს უვიცი, უსულგულო და გამოშტერებული ”ამებები”, ეს არავის არ ადარდებს.

ფურთხის ღირსი ხარ საქართველო, ფურთხის ღირსი.

დამეთანხმებით, რომ ეს უკვე ფეხბურთის შემადგენელი მოვლენა აღარ არის და სცდება სპორტის საზღვრებს. ეს უკვე ქვეყნის სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია. მაგრამ რას უნდა ელოდოთ, მაშინ როდესაც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის განმავლობაში ხდებოდა ყველაფერი ევროპულის პროპაგანდა და ყველაფერი ქართული დაკნინება? ქართულ არხებზე ფილმებს ინგლისურ ენაზე უშვებდნენ ქართული სუბტიტრებით. არ არსებობდა კანონი ქართული ენის შესახებ. საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არ არის საჭირო საქართველოს ისტორიის გამოცდის ჩაბარება, არადა სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მაგალითს თუ გადავხედავთ იქ ეს აუცილებელია.

ყველაზე საინტერესო ამ თემის გაგრძელება – ქართულია რაგბია. ქართველმა მორაგბეებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში ”ერთა თასზე” არცერთი თამაში არ წააგეს და სულ რამდენიმე დღის წინ დამსახურებულად მოიგეს ”ერთა თასის” ტურნირი. მაგრამ ამის მიუხედავად ქართველ მორაგბეებს ევროპის ”ექვსი ერის” (ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირი ევროპაში) კარს ევროპელები არ უღებენ. საქართველოს ”ექვსი ერის” თასზე არ იღებენ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკურად არის გაუმართლებელი ევროპელი მოხელეებისთვის, რადგანაც იტალიაში უფრო მომგებიანია მათთვის თამაშების ჩატარება, ვიდრე გამათხოვრებულ საქართველოში. მთელი მსოფლიო აღტაცებულია ქართველების სარაგბო წარმატებებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა ევროპელების აზრით იმისთვის, რომ საქრთველომ ”ექვსი ერის” თასზე დაიწყოს ასპარეზობა.

აი ეს არის ევროპელების ”ორმაგი სტანდარტების” ისეთი ნათელი გამოვლინება, რომ დიდი ახსნა-განმარტება ამას არ ჭირდება. საკითხავი აქ შემდეგია: თუ წარმატებულ ქართულ სარაგბო ნაკრებს ევროპაში არ ელიან და უფრო მეტიც არც ამჩნევენ, წარუმატებელ ქართულ სახელმწიფოს ევროკავშირში აპლოდისმენტებით მიიღებენ?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s