სამხრეთ ოსეთ-რუსეთის ხელშეკრულება და საქართველოს ბოლო შანსი

2015 წლის 18 მარტს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთ შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს. შინაარსით ხელშეკრულება არაფერს ახალს არ იძახის, რასაც აქამდე არ ჰქონდა ადგილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის პირველმა პირმა ლეონიდ თიბილოვმა დოკუმენტი 25 წლის ვადით გააფორმეს შემდეგომი გაგრძელების პირობით. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების საკითხებზე; რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იღებენ ვალდებულებას დაიცვან ერთმანეთი გარეშე ძალის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში. ამ პუნქტით რუსეთთმა იურიდიულად უთხრა საქართველოს, რომ სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე შეუძლია არც იფიქროს. ხელშეკრულებაში ნათქვამია აგრეთვე რომ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეები საზღვარს გამარტივებული ფორმით გადაკვეთენ, ანუ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე. საბაჟო კუთხითაც ასევე მაქსიმალურად გამარტივდა სიტუაცია და შედეგად რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბაზრებზე პროდუქცია არ დაიბეგრება. ერთი შეხედვით აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგია, თუმცა აქ საბაჟო კუთხით უფრო ღრმა ინტეგრაცია მოხდა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. ყველაზე დიდ ინტერესს ალბათ რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება იწვევდა. რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით სამხრეთ ოსეთი 2016 წელს მიიღებს 1 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობის თანხას, რაც არც თუ ისეთი კოლოსალური თანხაა. 2008-2014 წლებში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაღებული ფინანსური დახმარება 43 მილიარდ რუბლს შეადგენდა. საინტერესოა ალბათ იმ გარემოებებზეც გავამახვილოთ ყურადღება, რის შესახებაც ქართულ მედიაში არ საუბრობენ. ხელშეკრულების თავდაპირველი გაფორმება 2014 წლის 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მაშინ ეს პროცედურა გადაიდო. რუსეთის მხრიდან ამის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაკეთებული.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას წინ უძღოდა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებზეც ღირს ყურადღების შეჩერება. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაიმარჯვა პარტიამ ”ერთანი ოსეთი”, რომლის ლიდერიცაა ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვმა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც კი მოიგო ოსეთში, მაგრამ პოლიტიკური სკანდალის გამო, რომელიც თან ახლდა ამ არჩევნებს უარა განაცხადა პრეზიდენტის პოსტზე. 2014 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში ბიბილოვის ”ერთიანმა ოსეთმა” 44% მიიღო და გაიმარჯვა. წინასაარჩევნოდ ბიბილოვის მთავარი დაპირება და პარტიის პრიორიტეტი სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მიერთების საკითხი იყო. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო პუნტქი ”5 ნაბიჯი რუსეთში შესვლისთვის”. აფხაზების განსხვავებით სამხრეთ ოსეთს ერთი სული აქვს როდის გახდება რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი. აფხაზებმა მაგალითად ხელშეკრულებიდან ამოიღეს ის პუნქტები, რომლებიც მათი აზრით აფხაზეთის სუვერენიტეტსთვის საფრთხის შემცველი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრეგორი კარასინმა ნათელი მოჰფინა ამ გაურკვევლობას და 2015 წლის 23 იანვარს საჯაროდ განაცხადა, რომ გამორიცხულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. არადა ყირიმის მიერთების შემთხვევაში რუსეთმა იქ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით თუ იხელმძღვანელა, სამხრეთ ოსეთში ჩატარებული უამრავი რეფერენდუმის შედეგი (სადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტი რუსეთთან მიერთების მომხრე იყო) სათვალავში არ მიიღო. ანუ დღესდღეობით საკმაოდ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ოსები. ისინი რუსებს მიერთებას სთხოვენ, რუსეთი კი ამაზე უარს იძახის. შეიძლება ეს ერთგვარი მესიჯი არის საქართველოსთვის, რომ მცირეოდენი იმედი კიდევ შეიძლება გვქონდეს სამხრეთ ოსეთის დასაბრუნდებლად საქართველოს იურისდიქციაში საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების შემთხვევაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s