გეოპოლიტიკის გაკვეთილები უკრაინელებისთვის

ისტორიულად მსოფლიო, დიდი სახელწმიფოების პოლიტიკური ექსპერიმენტების არეალს წარმოადგენდა. ისინი დედამიწის სხვადსხვა წერტილში თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების გაძლიერებისათვის  მიუღებელი ექსპერიმენტების განხორციელებასაც არ ერიდებოდნენ. განსაკუთრებით, ეს შეიძლება ითქვას დასავლური იმპერიებზე, რომლებიც საკუთარი ქვენყნების საზღვრებიდან, ათასობით კილომეტრის  დაშორებით  მცხოვრები ხალხების კოლონიზირების პროცესში აბორიგენი ხალხების ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდებოდნენ, იქ არსებული რესურსების დასაუფლებლად.

კოლონიზირების პროცესი, ყველთვის იწვევდა დიდ იმპერიებს შორის დაპირისპირებას უპირატესობის მოპოვებისათვის. ამას კი, მსოფლიო ყოველთვის, სხვადსხვა დიდ მოთამაშეებს შორის გავლენის სფეროებად დაყოფამდე მიჰყავადა, რაც თავის მხრივ ასახვას პოულობდა საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების ფარგლებში ფორმირებულ მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგზე. საერთაშორისო წესრიგი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, საკმაოდ მაშტაბურ ცვლილებებს განიცდიდა, ხდებოდა რა, ერთი წესრიგიდან მეორეში, რადიკალურად გახვავებულში ტრანსფორმირება. თუმცა, ცნობილი ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჯონ მირშაიმერი, ორპოლუსიან მსოფლიო წესრიგამდე არსებულ ყველა წერსიგს, მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში განიხილავდა. მაგრამ ვინც როგორ არ უნდა მიუდგეს აღნუშნულ საკითხს, ფაქტია, რომ ერთი წესრიგიდან მეორეში ტრანსფომრირების პროცესს, ყოველთვის თან ახლდა მსოფლიო პოლიტიკური კატაკლიზმები, პატარა სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილებების და გახლეჩის სახით.

როგორც ჩანს კაცობრიობა, საერთაშორისო წესრიგის ცვლილების მორიგ ფაზას გადის, რაც ძალიან კარგად ჩანს უკრაინის ტერიტოირაზე ნატო-რუსეთის დაპირისპირების ფონზე. ამიტომ, სანამ უშუალოდ უკრაინის თემატიკის განხილვას დავიწყებთ, უმჯობესია ბიპოლარული სისტემის მოკლე ანალიზი გავაკეთოთ, რათა ჩავწდეთ პოსტპოდსდამური პერიოდის „უწესრიგობის“ მთავარ გამომწვევ მიზეზებს, რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს უკრაინის ტერიტორიაზე.

საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების დაახლოებით სამას წლიანი ისტორიის მანძილზე, ბიპოლარული სისტემა ითვლება ყველაზე სტაბილურად, სადაც ორ დიდ ძალას, ერთის მხრივ საბჭოთა კავშირს და მეორეს მხრივ ა.შ.შ-ს შორის, არსებობდა არამარატო სამხედრო პარიტეტი. ვერც ერთ დიდ ძალას არ შესწევდა უნარი, მოეპოვებინა უპირატესობა მეორეზე ვერც ერთ ასპექტში, რასაც, შესაბამისად ქაოსის და „უწესრიგობის“ მცდელობა მინიმუმადე დაჰყავდა, საერთაშორისო სისტემის მათ მიერ კონტროლირებად გავლენის სფეროებში. სწორედ ეს მომენტი, უზრუნველყოფდა მსოფლიოში მშვიდობას და საერთაშორისო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას. აღნიშნული პერიოდის, როგორც ყველაზე სტაბილურის აღსანიშნავად, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტებში გაჩნდა ტერმინი „ხანგრძლივი მშვიდობის“ პერიოდი, რომელიც უმსხვილეს ამერიკელ მეცნიერს ჯონ ლუის გედის ეკუთვნის.

ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დემონტაჟის შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკაში დარჩა გეოპოლიტიკური მართვის ერთი ცენტრი შეერთებული შტატების სახით, ხოლო მისი შემაკავაბელი ფაქტორის არ არსებობის პირობებში ის გარდაიქმნა არა თუ მსოფლიო ჟანდარმად, როგორც ეს ზბიგნევ ბჟეზინსკის წარმოედგინა, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ  ჯალათად, რომელიც თავისი ინტერესების განხორციელების პროცესში არაფრად აგდებდა სხვა ქვეყნების ინტერესებს. ა.შ.შ-ს მიერ განხორციელებული ჯალათობრივი  პოლიტიკა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილს მოედო, ყოფილი იუგოსლავიით დაწყებული და ახლო აღმოსავლეთით დამთავრებული. იგი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვის მოტივით ახდენდა იმ ქვეყნების ოკუპაციას, რომელიც მისი ინტერესების სფეროში მოხვედრილ რეგიონებში მდებარეობდნენ. ამერიკელებს ოკუპირებული სახელმწიფოების დემოკრატიზაცია, რომ სულ არ აღელვებთ, ეს  გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთის სახელწმიფოების მაგალითებზე. ავღანეთი, ერაყი და ლიბია, ის ქვეყნებია რომელშიც პოლიტიკური სისტემების არა თუ დემოკრატიზაცია მოახდინეს, არამედ მათი შესვლის შემდეგ ზოგი დაიშალა, ზოგი კიდევ დაშლის პროცესშია, ხოლო ომი და სამოქალაქო დაპირისპირება დღესაც მძვინვარებს. ხოლო ის ცრუ იდეოლოგიური ნიღაბი, რომელსაც ამოფარებულებმა მოხდინეს სამხედრო ოკუპაცია და ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სწიკვდილით დასჯაც, სრული ბლეფი აღმოჩნდა. მაგალითად, ერაყის სამხედრო ოკუპაცია მოჰყვა, სადამ ჰუსეინის მიმართ ამერიკელების მიერ წაყენებულ ბრალდებას, მის სამხედრო არსენალში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ. თუმცა, ბოლოს  როგორც თვითონაც აღიარეს, ეს ტყუილი აღმოჩნდა. აგრეთვე იუგოსლავიის და სლობოდან მილოშევიჩის დასჯა, რომელსაც გენოციდის ჩადენაში სდებდნენ ბრალს კოსოველი ალბანელების წინააღმდეგ. ჯერ, 1999 წელს საერთაშორისო ნორმების დარღვევით და გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით სამხედრო იერიში მიიტანეს იუგოსლავიაზე, შემდეგ კი, გენოციდის მოწყობის ბრალდებით 2001 წელს დაატყვევეს მილოშევიჩი და გადასცეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს, სადაც მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში ჰააგის ციხეში გარდაიცვალა, ხოლო საქმე დაიხურა მისი გარდაცვალების გამო. ამის მერე, მოაზროვნე ადამიანისათის არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ რა მიზეზით უნდა გარდაცვლილიყო სლობოდან მილოშევიჩი.

თუმცა, მანამდე ბევრი დასავლელი მეცნიერი პოსტპოდსდამური პერიოდის დაწყების პირველ წლებში ვარაუდობდნენ, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის უკან დახევას აღმოსავლეთ ევროპიდან, მოჰყვებოდა პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ევროპის დასავლეთ ნაწილიდან და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ევროპის ფარგლებში, სახელმწიფოთა მშვიოდბიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა. მაგრამ როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ვაშინგტონი არა თუ დასავლეთ ევროპიდან გასვლას, არამედ  წინ აღმოსავლეთისკენ სტრატეგიული სვლა ჰქონდა დაგეგმილი:

 მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ჰპირდებოდნენ საბჭოთა კავშირის მესვეურებს არ დაუშვებდნენ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და  გაერთიანებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებს არ გასცდებოდნენ, რაც სხვათაშორის საჯაროდ განაცხადა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვიორნერმა 1990 წლის 17 მაის ბრიუსელში: „ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ განვალაგოთ ნატოს ჯარები გფრ-ის ტერიტორიის ფარგლებს მიღმა, რითაც ვაძლევთ საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს“.

მანფრედ ვიორნერის ზემოთ ნათქვამი სიტყვები სრული აბსურდი და სიცრუე რომ გახლდათ, ეს ალბათ ყველა გეოპოლიტიკის სპეციალისტისთვის ცხადი იყო, ვინაიდან ანგლო-საქსების (ამ შემთხვევაში ამერიკელების) ისტორიულად ფორმირებულ გეოპოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა ევრაზიის კონტინეტზე სრული სტრატეგიული კონტროლის დამყარება, რაც მათ მსოფლიო ბატონობას უზრუნველყოფდა და შესაბამისად ერთპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებას ჩაუყრიდა საფუძველს. ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ეს მიზანი შესანიშნავად ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკის ფუძემდებლად აღიარებულმა ჰელფორდ მაკინდერმა: „ ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „შუამდებარე მიწას, ვინც მართავს „შუამდებარე მიწას“, ის განაგებს „მსოფლიო კუნძულს“, ხოლო ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“, ის მსოფლიოს მართველია.“

აღნიშნული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამერიკელების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე( ეხლა უკვე ცენტრალური ევროპის)  გეოპოლიტიკური პროტექტორატის დამყარებას და იქ ჩამოყალიბებული, მკვეთრად ანტირუსული სახელწმიფოების მეშვეობით ე.წ. „სანიტარული კორდონის“ შექმნას, რაც დიდი ალბათობით სამ მიზანს ემსახურებოდა:

  • აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები გამოეყენებინა გეოპოლიტიკურ პლაცდარმად პოსტსაბჭოთა სივრცეში შესღწევად.
  • ამერიკელებისთვის „სანიტარულ კორდონს“ უნდა შეესრულებინა რუსეთის ფედერაციას და კონტინეტურ ევროპას შორის გეოპოლიტიკური ღერძის შექმნის არ დაშვების ფუნქცია.
  • რუსეთის ფედერაციას და კონტინენტურ ევროპას შორის გამყოფი „სანიტარული კორდონის“ შექმნით, დასავლეთ ევროპული სახელწმიფოების სტრატეგიულ რკალში მოქცევა, მათზე უფრო ეფექტური გეოსტრატეგიული კონტროლის დამყარების მიზნით.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ევროპის კონტინეტზე აგებული გეოპოლიტიკური კონსტრუქცია შესანიშნავად რომ ემსახურება ამერიკის ინტერესებს კარგად ჩანს, დასავლეთ ევროპული ქვეყნების პოზიციიდან შეერთებული შტატების ნებისმიერ გეოპოლიტიკურ პროექტზე. მათი ეს პოზიცია ამერიკელებთან მიმართებაში, მხოლოდ ერთის ვარაუდის საფუძველს თუ იძლევა, კერძოდ ევროპის ქვეყნების ფაქტობრივი  დესუვერენიზაციის მაგალითს. დასავლეთ ევროპის წამყავნი სახელმწიფოები თითქმის არაფერში, რომ არ ეწინააღმდეგებიან შეერთებულ შტატებს და მათი საგარეო პოლიტიკური ინტერესების უსიტყვო გამტარებლები არიან, ეს უკრაინის მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მათივე ქვეყნების ეკონომიკებისთის მხოლოდ ზარალის მომტანია, წამყვანი ევროპული ქვეყნები, მაინც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიუყვებიან ამერიკელთა მოთხოვნებს. ზოგადად ევროპა, რომ შეერთებული შტატების კოლონიურ დანამატს წარმოადგენს, ამაზე მეტყველებს თუნდაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პატრიარქის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებიც: „წინა დასავლეთის ცენტრალური ფიგურიდან, ევროპა გადაიქცა ახალი დასავლეთის დანამატად, სადაც განმსაზღვრელი როლი მიეკუთვნება ამერიკას“.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, შეერთებული შტატებისთვის თუ რა დატვირთვა ჰქონდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გეოპოლიტიკური კონტროლის დამყარებას. კერძოდ, პლაცდარმის ფუნქციას პოსტსაბჭოთა სივრცეში შესაღწევად და მათი მეშვეობით, პერსპექტივაში ევრაზიის კონტინეტზე სრული ბატონობის მიღწევას. როგორც ევროპაში შემდგომში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა გვიჩვენა, ამერიკული საგარეო პოლიტიკის ფორმირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავის თავზე აიღო, „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, შეერთებული შტატების უახლოესმა მოკავშირე პოლონეთმა. ამაზე მეტყველებს თუნდაც, 2008 წლის 26 მაის ბრიუსელში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მიერ წამოყენებული ინიციატივა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ, რასაც შემდგომში, საქართველოს და უკრაინის ევროპასთან ჯერ ასოცირების პარაპირება და მოგვიანებით ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა. მოგვიანებით აღნიშნულ ინიციატივას, უნდა მოეცვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების 6 სახელმწიფო და განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა უკრაინაზე. მაშინ ბევრი პოლიტოლოგი, პოლონეთის მიერ წამოყენებულ ინიციატივას „აღმოსავლური პარტნიორობის“ შესახებ, განიხილავდნენ, როგორც ამ უკანასკნელის მცდელობას, გამხდარიყო პოსტსაბჭოთა  სივრცეში და განსაკუთრებით უკრაინაში მთავარი ლოკომოტივი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირების საქმეში. თუმცა, ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგემების დაკავშირებას პოლონეთის ინიციატივასთან, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივყავართ. კერძოდ, პოლონეთის გავლენის გაფართოება და მის მიერ ევროკავშირის პოლიტიკის მაფორმირებელი პოლიტიკური სუბიექტის ფუნქციის შესრულება დსთ-ს ევროპული ნაწილის ქვეყნებზე, გახლდათ შეერთებული შტატების ინტერესების გატარება და გაფართოება რეგიონში. რადგან პოლონეთს, რეგიონზე დამოუკიდებლად გავლენის გაფართოებისთვის არც იდეოლოგიური, არც ეკონომიკური და არც სხვა რაიმე რესურსი გააჩნდა. აქვე უპრიანი იქნება ზემოთ უკვე ნახსენები ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვების ციტირებაც მოვახდინოთ, რაც გაამყარებს ჩემს მიერ გადმოცემულ აზრს: „ ევროკავშირის გაფართოება შეერთებული შტატების ინტერესების გაფართოებაა“.

ხოლო თუ რა მიზნით სჭირდებათ უკრაინა და ზოგადად რუსეთის ფედერაციის დასავლეთით მდებარე მეზობელ სახელმწიფოებზე გეოპოლიტიკური პროტექტორატის დამყარება ამერიკელებს და რა დივიდენედებს მისცემს იგი, ევრაზიის კონტინეტზე გაბატონებისათვის, საკმაოდ  კარგად და გასაგებად აქვს ფორმულირებული თავის ერთ-ერთ ნაშრომში, ცსს-თან ასოცირებული სტრეტეგიული-კვლევითი ცენტრის „სტრატფორის“ ხელმძღვანელს ჯორჯ ფრიდმანს: „ უკრაინის გადასვლა რუსეთის გავლენიდან ნატოს ბლოკში, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს რუსეთისთვის, რომელიც ასეთ სიტუაციაში გახდება საერთოდ დაუცველი. რუსეთის საზღვრები სრულად გაიხსნება ბელორუსთან და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ამის გარდა, შეიძლება დაკარგონ კონტროლი კავკასიაზე, იმიტომ რომ გართულდება ხელმისაწვდომობა მასთან ცენტრალური რეგიონებიდან. რუსეთის სამხრეთ საზღვრები აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. რუსეთის შიდა რეგიონებიდან დაიწყებენ დაცლას და სახელმწიფო დაიყოფა ფრაგმენტებად… ევრაზიას ეს მიიყვანს ქაოსამდე, რასაც ყოველთვის ა.შ.შ-ი, თავისი პოზიციების გამყარებისათვის იყენებდა მსოფლიოში“.

რაც შეეხება რეფორმების განხორციელებას, რომელიც სოციალური გარდაქმნის პრინციპს ემსახურება, მთლიანად ქართველ „რეფორმეტორებს“ მიანდეს. იმ „რეფორმატორებს“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოში, მხოლოდ  ისტორიულად ჩამოყალიბებული ღირებულებების დევნის საქმეში. მათ საქართველოში თავიანთი 9 წლიანი მოღვაწეობა, მიუძღვნეს მართლმადიდებლურ პრინციპებზე დაფუძნებული ქართული ისტორიულ-კულუტურლი ფენომენის განადგურებას და ქართული სოციუმის გარდაქმნას პორტესტანტულ-კათოლიკური საზოგადოებრივი მოწყობის მოდელზე. დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს, უკრაინაშიც, თუ რა მისია დაეკისრებათ ვაშინგტონიდან „გლობალური მართვის ცენტრის“ დავალებით, საქართველოდან ჩასხმულ „რეფორმატორთა“ დესანტს.

ამერიკელების მიერ დესუვერენიზებულ სახელწმიფეობში, ძალაუფლების გადაცემას არა ავტოქტონური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისადმი, მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. კერძოდ, ასეთი ტიპის პოლიტიკოსები, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს, ყოველთვის ხელმძღვანელობენ არა საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებით, არამედ პროტექტორის ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო მათი პატრონების ინეტერესები რას წარმოადგენს, ზემოთ კარგად უკვე ჩამოაყალიბა ჯორჯ ფრიდმანმა. ამიტომ უკრაინიაში სამოქალაქო ომი და მისი დაშლა, მარტო იმ პოლიტიკური ელიტის ბრალია, რომელიც დღეს მართავს უკრაინას და რომელიც ბრმად მიუყვება ამერიკულ დირექტივებს, მათივე ქვეყნის საზიანოდ.

ჩემს მიზანს სრულებით არ წარმოადგენს, რუსეთის ფედერაციის და მისი მართველის გამართლება უკრაინულ საკითხთან მიმართებაში. უბრალოდ მსურს საკითხი ობიექტურად გავანალიზო. გეოპოლიტიკური ანალზიდიან კი ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის მმართველი უკრაინასთან მიმართებაში ეროვნული ინტერესებიდან მოქმედებს, რომელიც ცდლობს დაიცვას საკუთარი სახელმწიფო დაშლის და ფრაგმენტებად დაყოფისგან, რაც ამერიკელი პოლიტიკური და ინტელექტუალი ელიტის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს და რომელიც ყოველთვის საკუთარ სატელიტებს პლაცდარმად იყენებს, საკუთარი მიზნის მიღწევისათვის. რუსეთის ფედერაციას და მის მართველ ელიტას კი,  ნებისსმიერი ეროვნული ელიტის მსგავსად, არა მარტო უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის დაიცვას საკუთარი სახელმწიფო.

სწორედ ეს არ გაითვალისწინეს, საქართველოში და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსულმა ამერიკის მარიონეტებმა, რამაც საქართველოს და უკრაინას დიდი უბედურება მოუტანა, რაც მათი დაშლით დაგვირგვინდა.

 ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s