უკრაინის პარადოქსი ანუ 1 წელი, რომლის მოთმენაც არ ისურვეს

2015 წლის 25 თებერვალს ზუსტად ხუთი წელი შესრულდა ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ის უკვე აღარ იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტი და მისი ადგილი არჩევნების შედეგად შესაძლოა პიოტრ პოროშენკოს დაეკავა.

მაგრამ უკრაინამ არ მოისურვა მოეცადა სულ რაღაც ერთი წელი, რათა ყველაფერი არჩევნების გზით გარკვეულიყო. უკრაინელებმა არათუ 1 წლის, არამედ ნახევარი წლის მოთმენაც კი არ ისურვეს. (2014 წლის 10 თებერვალს იაკუნოვოჩი და ევრომაიდანის ლიდერები ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ, რომელიც ნახევარ წელიწადში უნდა გამართულიყო)

გავიდა ერთი წელი, ამ რევოლუციის (პირობითად ვიხმაროთ ეს ტერმინი) შემდეგ და დროა შევაფასოთ რა მოიმკა უკრაინამ 1 წლის განმავლობაში?

უკრაინას გაექცა ყირიმი. ქვეყანაში გაჩაღდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, გადადგურდა ეკონომიკურად ვეყნის ერთ-ერთი უფრო ყველაზე წარმატებული რეგიონი – დონეცკი, მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 10%-მდე, ეროვნულმა ვალუტა გრივნამ განიცადა 500%-იანი დევალვაცია, ქვეყანაში გაჩნდა ათასობით დევნილი, წარმოიშვა უამრავი უკანონო ბანდ ფორმირება.

ერთი წლის წინ უკრაინა იყო ღარიბი ქვეყანა რომელსაც მართავდა ოლიგარქი, დღესდღეობით უკრაინა მათხოვრის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, რომელიც იგივე ოლიგარქების მიერ იმართება, ერთ-ერთი ესეთი ოლიგარქი კი პოროშენკოს სახით ქვეყნის პრეზიდენტციც კი გახდა.

ევრომაიდანზე ეგზალტირებული მასისთვის მიცემული დანაპირებიდან ევროინტეგრაციის შესახებ არცერთი არ შესრულებულა:

  • უკრაინელებისთვის ევროკავშირში ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა მოეხდინათ, ამის მაგივრად კი უკრაინელ მოქალაქეების კიდევ უფრო გაუმკაცრეს სავიზო რეჟიმი.
  • უკრაინის ნატოში არავინ არ ელის, და ნატოს ჩინოვნიკები ამაზე უკვე ღიად საუბრობენ.
  • ევროკავშირის წევრობის საკითხი არც კი განიხილება.
  • უკრაინის საგარეო ვალი (განსაკუთრებით რუსეთის მიმართ) გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

დიდი სირთულეები აქვთ უკრაინელებს დემოკრატიასთანაც. მაიდანზე მსროლელი სნაიპერების საქმე კვლავ გამოუძიებელია. ხალხს აპატიმრებენ სასაცილო მიზეზების გამო. ყველა რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალება იხურება. ქვეყნის მოსახლეობას ფილმების ყურების საშუალებასაც კი არ აძლევენ რუსულ ენაზე. საქართველოს მიერ ძებნილ პოლიტიკოსებს სახემწიფო თანამდებობებს სთავაზობენ.

რას შვრებიან ნორმალური ადამიანები, როდესაც ხვდებიან რომ საქმე ცუდად მისდით? აანალიზირებენ ყველაფერს და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ.

რას შვებიან ამ დროს უკრაინელები? გადიან თავის ‘’მითიურ’’ მაიდანზე, ფიცს სდებენ რომ არ უღალატებენ თავის ევროპულ არჩევანს.

ის რაც დღეს უკრაინაში ხდება ძალიან მაგონებს სირაქლემას; როგორც იცით, სირაქლემა საფრთხის შემჩნევისას თავს მიწაში ყოფს და ჰგონია, რომ საფრთხეს გაექცა. სწორედ ასეა უკრაინის საქმე, ოღონდ სირაქლემასგან განსხვავებით ის თავს მიწაში არ ჰყოფს, ის თავის ყველა პრობლემას რუსეთს აბრალებს და ეს პრობლემების მოგვარების საშუალება ჰგონია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s