ანასტასიო სამოსა – ამერიკელთა რჩეული დიქტატორი, ნიკარაგუელი „ტაჩო“

ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს, როდესაც რომელიმე პატარა სახელწმიფოზე სურს გავლენის მოპოვება, რამოდენიმე ხერხს იყენებს. ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, იდეოლოგიურ ნიღაბს ამოფარებული დიქტატორის ხელისუფლებაში მოყვანა და მისთვის მორალური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა.

ამ მეთოდს, როგორც ნებისმიერი იმპერია, იყენებდა და დღესაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. მას ისტორიის არც თუ დიდი ხნის მანძილზე, დემოკრატიულ ნიღაბს ამოფარებული არა ერთი დიქტატორისთვის შეუწყვია ხელი ხელისუფლებაში აღსაზევებლად. ეს მიდგომა, მათ ძალიან კარგად ჰქონდათ აპრობირებული ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ, აუცილებელია  ამერიკული „რბილი ძალის“ სტრატეგიის არს რომ ჩავწდეთ, სათითაოდ მიმოვიხილოთ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მათ მიერ ხელდასმული დიქტატორების პოლიტიკური მოღვაწეობა. ჩვენს ამ ბლოგში,  პირველ რიგში შევეხებით ნიკარაგუის დიქტატორის ანასტასიო სამოსას და მისი ოჯახური კლანის პოლიტიკურ მოღვაწეობას.

ანასტასიო სამოსა

ანასტასიო სამოსა

“ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ზოგიერთები ამ სიტყვებს  მიაკუთვნებენ ფრანკლინ დელანო რუზველტს, რომლითაც დაახასიათა ანასტასიო სამოსა. თუმცა რეალობაში ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერც ერთმა ისტორიკოსმა, თუ პრეზიდენტის ბიბლიოთეკის  თანამშრომლებმა  ვერ აღმოაჩინეს  ვერც ერთ არქივში. მაგრამ ბევრი აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები იმ პოლიტიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს, რომელსაც ატარებდნენ ამერიკელები ლათინურ ამერიკაში.

ამ მხრივ, ამერიკელების საზიზღრული პოლიტიკის გამტარებელი გახლდათ ანასტასიო სამოსა. ანასტასიო სამოსა, როგორც მისი ბიოგრაფები იუწყებიან კრიმინალური მიდრეკილებების ადამიანი გახლდათ, რომელსაც თავისი კრიმინალური საქმიანობიდან გამომდინარე, ვერც სასჯელ აღსრულების დაწესებულებას აარიდა თავი. მისი არაადმინური და კრიმინალური მიდრეკილებების გამო, ნიკარაგუაში მას „ტაჩო“ უწოდეს ანუ გარეწარი. მაგრამ იმ ხანად, ამერიკელებს ისე უნდოდათ მთლიან ამერიკის კონტინეტზე გეოპოლიტიკური კონტროლის დამყარება, რომ ნებისმიერ გარეწართან მზად იყვნენ ეთანამშრომლად, იგივე მიდგომა ვრცელდებოდა ანასტასიო სამოსაზეც.

როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ტაჩოს წარამტება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი იმან, რომ ის შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, ცოლად შეირთო ნიკარაგუას პრზიდენტის ხუან ბატისტა საკასას დისშვილი. იგი მისი ცოლის ნათესავების მეშვეობით, 1926 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

დიქტატორი სამოსა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტთან ერთად

დიქტატორი სამოსა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტთან ერთად

თუმცა  მეცნიერები, მის პოლიტიკური წარმატების მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ მისდამი ამერიკელების მხარდაჭერას. როგორც ირკვევა, მის გაპრეზიდენტებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკელმა გენერალმა კალვინ ბ. მეტიუსმა, რომელიც იმ პერიოდისთვის გახლდათ ნიკარაგუის ეროვნული გვარდიის შეფ დირექტორი. მათი დაახლოება მოხდა, ამერიკის საქსპედიციო კორპუსში, რომელსაც 1912 წლიდან იყო დისლოცირებული ნიკარაგუაში და სადაც მუშაობდა თარჯიმნად.

1932 წელს, როდესაც ამერიკულმა საექსპედიციო კორპუსმა დატოვა ნიკარაგუას ტერიტორია, გენერალ მეტიუსის რეკომენდაციით ტაჩო დაინიშნა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად.  ეროვნული გვარდიის შეფობის შემდეგ, იგი ამერიკელების დავალებას ისე პირნათლად ასრულებდა, რომ მზად იყო ამერიკული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ფიზიკურად გაენადგურებინა. ანასტასიო სამოსამ პირველი რაც გააკეთა, ეს გახლდათ პოლიტიკური ოპონენეტების, ანუ ნიკარაგუელი ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამაინების ფიზიკური ლიკვიდაცია. ისტორიკოსები ტაჩოს მსხვერპლთაგან, რამოდენიმე ათასს ადამიანს ითვლიან. სამოსას ლათინური ამერიკელი დიტქტორებში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ადამიანად მიიჩნევა. როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ, იგი საპატიმროს ბინადრებს კვებავდა, მის მიერ დახვრეტილი ოპონენტების ხორცით.

ამერიკელების მიერ ტაჩოსადმი მიცემული  პირველი შავი დავალება გახლდათ, „თავისუფალი ადამიანების“  გენერალ სანდინოს მეტსახელი)გენერლის ვერაგული მკველობა, რომელიც უშუალოდ შეუკვეთა ამერიკის ელჩმა ნიკარაგუაში.

ამერიკელების მიერ მიცემული დავალებების პირნათლად შესრულებისთვის, იგი მისმა ჩრდილოელმა პატრონებმა აღაზევეს პრეზიდენტის სკამზე, რომელზეც „იჯდა“ 1936-1947 წლებში და რამოდენიმე წლიანი შუალედის გამოტოვებით, უკვე 1950-1956 წლებში.

გაპრეზიდენტების შემდეგ, მისი დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარული პატრონების დავალებით, მან კონსტიტუცია შეცვალა და თავის თავს მოარგო, ხოლო პარტიული სისტემის რეფორმირებით, (საქართველოს ექსპრეზიდენტის ქმედებებს ხომ არ გაგონებთ?) ყველა პარტია გააუქმა გარდა ლიბერალური პარტიისა. რაც შეეხება „ეროვნულ გვარდიას“, რომელიც რეპრესიული მანქანა გახლდათ ნიკარაგუაში, მასზე კონტროლი დაუთმო ამერიკელებს.

სხვათა შორის ეროვნული გვარდიის ბაზაზე, ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ მებრძოლებს და ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ პატრიოტული ძალების საწინააღმდეგოდ. მაგალითად 1948 წელს, ტაჩომ ამერიკელების დავალებით თავისი ჯარები გააგზავნა კოსტა-რიკაში, სადაც მათი დახმარებით ხელი შეუწყვეს ამერიკის მარიონეტის ხელისუფლებაში მოსვლას. ექვსი წლის შემდეგ, ნიკარაგუა ამერიკელებთან ერთად მონაწილეობდა გვატემალაში შეიარაღებულ ინტერვენციაში. იმავე 1954 წელს სამოსამ ხელშეკრულება გააფორმა აშშ-თან, რომლის ძალით ნიკარაგუის სამხედრო ძალები დაუქვემდებარა ამერიკელების კონტროლს.

ნიკარაგუელი ხალხი კი არ ეპუებოდა, სამოსას ამერიკელებისადმი მონურ, ხოლო ქვეყნის შიგნით კი ტირანულ პოლიტიკას, რომლებიც პარტიზანულ ომებს აწარმოებდნენ დამპყობელი ამერიკელების და მისი მარიონეტის წინააღმდეგ.

1956 წელს ახალგარზდა პოეტებმა მოაწყვეს შეთქმულება სამოსას მოსაკლავად და ამავე წლის 21 სექტემბერს ახალგაზრდა ბოევიკმა რიგობერტო ლოპეს პერესმა რამდენიმე ტყვიით დაჭრა ტაჩო, რომელიც ამერიკელი ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ტაჩოს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები ჩაუდგნენ ნიკარაგუას სათავეში, თუმცა სამოსების კლანი 1979 წელს  რევოლუციის შედეგად იყვნენ დამხობილნი, ხოლო სამოსას ვაჟები გაიქცნენ ნიკარაგუიდან ისე, რომ საფლავებიდან წინაპრების ძვლები ამოთხარეს და თან წაიღეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა ისინი აღარ მიიღეს (საერთაშორისო არენაზე იმიჯის შელახვა არ ისურვეს), რის გამოც იძულებულნი გახდნენ გახიზნულიყვნენ და სხვა პორმარიკული დიქტატორის, პარაგვაის ლიდერ სტრესნერის სამფლობელოსთვის შეეფარათ თავი. 1980 წლის 17 სექტემბერს კი ქალაქ ასუნსიონში მომხდარი ტერაქტით მოკლული იქნა, სამოსების კლანის უკანასკნელი წარმომადგენელი ლუის სამოსა, რომელიც განახორციელა რევოლუციური სახალხო არმიის არგენტინელი ამბოხებულების ჯგუფმა, რომელსაც ენრიკე გორიანა მერლო ხელმძღვანელობდა.

 ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s