მულტიკულტურალიზმის კრახი და ევროკავშირის მომავალი

7 იანვარს საზარელ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როგორც მოგეხსენებათ ისლამისტმა ფუნდამენტალსიტებმა ტერორისტული იერიში მიიტანეს „შარლ ებდოს“ რედაქციაზე, რომელიც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლით დასრულდა.  ხსნებული რედაქცია ცნობილი იყო, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გაშარჟებული კარიკატურების გამოქვეყნებით, რომელშიც შეურაცხმყოფელ “პოზაში” იყვნენ  წარმოდგენილნი ქრისტიანული და ისლამური რელიგიებისთვის ისეთი წმინდა და ხელშეუხებელი ფიგურები, როგორებიც იყვნენ იესო და მუჰამედი.

images

ტერორისტულ აქტებს ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი თუ ინტელექტუალი გამოეხმაურა, რომლებმაც მომხდარი ფაქტის მიმართ მიზეზების სხვადასხვა ვერსიები წარუდგინეს მსოფლიო საზოგადოებას. მათი ვერსიები ვარირებდა სამი პოლარულად ერთმანეთისგან  განსხვავებული პოზიციების ფარგლებში. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ეს ტერაქტი მოწყობილი იყო ა.შ.შ-ს სპეც სამსახურების მიერ, რათა მოეხდინათ ევროპული საზოგადოების კონსოლიდაცია და ფსიქოლოგიურად მოემზადებინათ იგი ახალი ომისთვის ისლამური სახელმიფოს წინააღმდეგ.

მეორენი კი, აღინშნულ ტერაქტში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავდნენ, რომელიც თითქოსდა ცდილობდა ესარგებლა ამ სიტუაციით, რათა ევროსკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის-„ ნაციონალური ფრონტის“ და მისი ლიდერის მარინ ლეპენისთვის პოლიტიკური პოზიციები გაემყარებინა, კარს მომდგარი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.

რაც შეეხება მესამე პოზიციას, ის ტერაქტის გამომწვევ მიზეზად, საფრანგეთის მულტიკულტურულ საზოგადოებაში, კულტურული ერთგვაროვნებისკენ სწრაფვის მცდელობას და ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების შეჯახებას მიიჩნევდა.

kramer-swarte_opt

გამდოცემული  ვერსიებიდან, ჩემი ღრმა რწმენით ადგილი ჰქონდა მესამეს. კერძოდ, ტერაქტს, კულტურათა  შეჯახებით განპირობებულს. თუ რატომ ვიზიარებ მესამე ვერსიას და, რითი შეიძლება დამთავრდეს ეს პროცესი ევროკავშირისათვის, შევეცდები ავხსნა წინმდებარე ნაშრომში.

სანამ კულტურათა დაპირისპირების მიზეზებს ავხსნიდეთ აუცილებელია განვმარტოთ თუ რას ნიშნავს მულტიკულტურალიზმი. მულტიკულტურალიზმი თავისი არსით გულისმხობს, ერთი ქვეყნის ან რაიმე გართიანების ფარგლებში, გასნხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფების არსებობას და მათ შორის, კონსესუსის საფუძველზე შექმნილი პოლიტიტიკური წესრიგის ფარგლებში მშვიდობიან თანაცხოვრებას. მაგრამ სხვადახვა კულტურული ღირებებულებების მქონე საზოგადოებრივ სეგმენტებს შორის, მშვიდობიანი თანაარსებობის მიღწევისათვის აუცილებელია ყველა კულტურული ჯგუფის ინტერესების  თანაბრად აღიარება და მათი პატივისცემა.

საფრანგეთის მაგალითზე კი, “შარლ ებდოს” მიერ გამოქვეყნებულ კარიკატურებში, ძნელია ითქვას სხვა კულტურული სეგმენტების მიმართ პატივისცემის არსებობაზე. თუმცა ამ უპატივცემლობას, ყველაზე მძაფრად პასუხობდნენ მუსულმანი ემიგრანტები, რომელი ყველაზე დიდ სათვისტომოს  ითვლის საფრანგეთში და მათი რაოდენობა  დაახლოები 10%-ის ფარგლებშია.

როდესაც უპატივცემლობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი განგებ აკეთებენ, არამედ პირიქით ისინი თავიანთ ლიბერალური კულტურული პრინციპებიდან გამომდინარე, მკაცრად ლიბერალური პარადიგმის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან წიმინდა ლიბერალური კუთხით თუ გავაანალიზებთ ამ საკითხს, მათ სრული უფლება ჰქონდათ გამოექვეყნებინათ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპს არ ეწინააღმდეგება, რაზეც თვითონ დგას დასავლური ცივილიზაცია. მაგრამ აქ იკვეთება ერთი რამ, რაც ერთი კულუტურული ტრადიციებისათვის მისაღებია, შეიძლება მიუღებელი იყოს სხვისთვის, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა.

Connect the Social Media Dotsლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები, მაგალითად ჯონ როულზი, მკაცრად იცავს მონოკულტურულ ორიენტაციას. ისინი ყველა სოციალურ ჯგუფს, მათი კულუტურული ტრადიციების მიუხედავად, განიხილავენ საკუთარი მსოფლმხედველობრივი პრიზმიდან. სწორედ აქედან მომდინარეობს კონცეპფცია საერთო საკაცობრიო ღირებეულებების შესახებ. ანუ მათი აზრით, ყველა ინდივიდი გამოირჩევა ერთნაირი ღირებულებებით, აზროვნების ტიპით თუ ცხოვრების სტილით. თუმცა ეს მიდგომა, რომ მცდარია პარიზში მომხდარმა უკნასკნელმა ტერაქტმაც დაადასტურა. ბევრი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ამ მოსაზრებას ეწანააღმდეგება. მაგალითად ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ჰერდერი ნებისმიერი ერთიანობის ფორმირებაში კულტურულ ფაქტორებს უსვამდა ხაზს, ხოლო მის განმაპირობებელ პირობად, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მიაჩნდა უმნიშვნელოვანესად: „ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფიზიკური გეოგრაფია, ეს ფაქტორები აყალიბებენ ადამიანთა ცხოვრების სტილს, სამუშაო ჩვევებს, შემოქმედებით მიდრეკილებებს.“

ჰერდერისეული თეზისით, კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრები სოციალური ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი ცხოვრების სტილით და გარემოს აღქმის უნარით. როდესაც ხდება, გასხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე სოციალური სეგმენტების ერთ დიდ საზოგადოებრივ ოჯახში თავშეყრა, ამ დროს იჩენს ჯგუფებს შორის ურთიერთობის დონეზე პრობლემები. საზოგადოებაში ასეთი ტიპის პრობლემების გამოაშკარავების დროს, როგორც კულტუროლოგები აღნიშნავენ, ადგილი აქვს  სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიდგომას: 1. ასიმილაციას, 2. სიმბიოზს, ან 3. სინთეზს.

  • ასიმილაცია გულისმხობს, ერთი დიდი სოციალურ-კულუტურული სეგმენტის მიერ, მეორე მასზე უფრო პატარა სოცილაური ჯგუფის შთანთქმას, ისე, რომ მეორე კარგავს მის კულუტურულ ღირებულებებს და ერწყმის პირველს.
  • სიმბიოზის შემთხვევაში კი, ორი განსხვავებული კულტურული ჯგუფები თანაასრებობენ ერთმანეთთან, კონფლიქტის გარეშე და აღწევენ გარკვეულ დონეზე კონსესუსს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წესრიგის ფორმირების პროცესში. თუმცა ეს კონსესუსი არ არის მყარი და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს კულტურათა შორის კონფლიქტში.
  • სინთეზის დროს კი, ორივე ერწყმის ერთმანეთს და იქმნება სრულიად ახალი, პირველი ორისგან, სრულიად გასხვავებულ კულუტურულ ფასეულობებზე დამყარებული ახალი სოციალური ჯგუფი.

დღეს მიმდინარე პროცესებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ საფრნაგეთის მაგალითზე, ადგილი აქვს სიმბიოზის მდგომარეობას, დიახ არსებობს კონსესუსი პოლიტიკურ წესრიგთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კონსესუსი ძალიან მყიფეა. სინთეზში გადსვლა ვერ ხერხდება, რადგან არც ერთი კულუტურლი სეგმენტი არ არის მზად, აური თქვას კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე ფორმირებულ ცხოვრების წესზე, კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში. საფრანგეთის მაგალითიდან თუ ამოვალთ, ადგილი აქვს, ერთი დიდი ჯგუფის მიერ, სხვა მასზე უფრო პატარის, ანუ მუსულმანური კულტურული ჯგუფის ასიმილაციის მცდელობას. ეს უკანასკნელი კი ეწინააღმდეგება და „თავს იცავს“ ყველა მისაღები თუ მიუღებელი ხერხებით.

სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მულტიკულტურალიზმი ახლო მომავალში ფიასკოს განიცდის საფრანგეთში, რაც ჩემი ღრმა რწმენით დომინოს ეფეტქს გამოიწვევს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც მუსულმანების რაოდენობა სოლიდურ რიცხვს აღწევს. აღნიშნული ფაქტორები გვიჩვენებენ, რომ სხვადასხვა პერიფერიული კულტურები, არ გამოხატავენ მზაობას დაკარგონ თავიანთი კულუტურული თვითმყოფადობა და შეერწყან ევროპულ ფასეულობათა სისტემას. ასეთი რამ, რომ შეუძლებელია, ამაზე ნათლად და არაორზროვნად მიუთითითებს უდიდესი დასავლელი სოციოლოგი და კულუტუროლოგი კლოდ ლევი სტროსი,  რომელმაც მთელი მისი მოღვაწეობა მიუძღვნა, დასავლური კულტურის ურთიერთმიმართების საკითხების შესწავლას სხვა ცივილიზაციებთან: „ რთული წარმოსადგენია ის, რომ ერთმა ცივილიზაციამ შეძლოს ისარგებლოს სხვა ცივილიზაციის ცხოვრების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მზად არის უარი თქვას საკუთარი ცხოვრების წესზე. საქმეში კი, ასეთ გარდაქმნას მივყავართ ორ შედეგამდე: ან დეზორგანიზაცია და კრახი ერთი სისტემის ან ორიგინალური სინთეზი, რომელსაც მივყავართ მესამე სისტემის წარმოქნასთან, რომელიც გასხვავდება პირველი ორისგან.“

თუ კულტურული შეუთავსებლობა მოხდა ევროპაში, რაც ფაქტობრივად ჩანს, ამან შეიძლება სერიოზული ბიძგი მისცეს ულტრა კონსერვატორულ პოლიტიკურ ძალებს და მათ პოლიტიკურ გავლენაზე პოზიტიურად იმოქმედოს. საფრანგეთში ეს ტრენდი, კარგად ჩანს მარინ ლეპენის და „ნაციონალური ფრონტის“ მზარდი რეიტინგის მაგალითზე. თუ ცივილიზაციათა შეჯახების ჭრილში წარიმართა დასავლეთ ევროპული და პირველ რიგში ფრანგული საზოგადოების ცხოვრება, არ არის გამორიცხული 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მისი გამარჯვებით დაგვირგვინდეს.

images (1)როგორც ყველას მოეხსენება, მის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლა, ხოლო საფრანგეთის მიერ ევრო გაერთიანების დატოვება კი ამ გაერთიანების გარდაუვალ კრახს რომ გამოიწვევს, არავისთის არ უნდა იყოს საეჭვო. აქვე უპრიანი იქნებოდა ქალბატონი ლეპენის სიტყვების ანალიზით  დაგვესრულებინა ჩემს მიერ განვითარებული აზრი. „თუ გერმანია ევროპის ეკონომიკურ გულს წარმოადგენს, საფრანგეთი კი ევროპის პოლიტიკური გულია.“  გულის გაჩერების დროს კი, როგორც ადამიანი შეწყვეტს ამ ქვეყნიურ არსებობას, ისე საფრანგეთში მემარჯვენე პოლიტიკოსის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, ევროგაერთიანება შეწყვეტს მის 25 წლიან არსებობას.

მართალია პარიზული ტერაქტების შემდეგ, საზოგადოებრივი კვლევების ფრანგული ინსტიტუტის (IFOR)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ფრანსუა ოლანდის რეიტინგმა 40%-იან ზღვარს მიაღწია, მაგრამ  ბევრი დასავლელი ექსპერტი ამ ფაქტს დროებით მოვლენად მიიჩნევს. რაც შეეება ლეპენის რეიტინგს, იგი 30%-ის ფარგლებშია. ასე, რომ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, მარინ ლეპენის გამარჯვების დიდ შანსებზე საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩემს ბლოგში, ჭეშმარიტებაზე არ დავდებ თავს, თუმცა მოვლენების განვითარების ამგვარ ლოგიკასაც აქვს არსებობის უფლება. ვნახოთ რა მოხდება მომავალში, მაგრამ მაინც მტკიცედ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ 2017-ში მოხდება ეს, თუ უფრო გვიან, მულტიკულტურალიზმით გამოწვეული პრობლემები, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ევროკავშირს, როგორც ლიბერალურ გეოპოლიტიკურ პროექტს.

 ირაკლი ბენუა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s