რა გავლენას მოახდენს ნავთობის საერთაშორისო ფასების ცვლილება ქართულ ეკონომიკაზე?

ნავთობი, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. ბოლო ნახევარ წელიწადში მისი შემცირებული ფასი 100-დან 60 აშშ დოლარამდე (იხ. სურათი #1), ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

N1

თუმცა, ნავთობის დაბალმა ფასებმა საქართველოზე შესაძლოა არაერთმნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი მხრივ ნავთობზე, შესაბამისად ბენზინზეც ფასების გაიაფება ცალსახად პოზიტიური იქნება ქართული ეკონომიკის სხვადასხვა აქტორებისთვის. ამავდროულად, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავის მეზობელ, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე – რუსეთსა და აზერბაიჯანზე, შესაძლოა ფასების შემცირებით გამოწვეული პოზიტიური ეფექტები განეიტრალდეს. კერძოდ, საქართველო დამოკიდებული აზერბაჯანსა და რუსეთზე შემდეგი მიმართულებით:

  1. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები – 2014 წ. III კვარტლის მონაცემებით აზერბაიჯანსა ($219 მლნ ან/და 24%) და რუსეთზე ($55 მლნ ან/და 6%) ჯამურად პუი-ს 30% მოდის (იხ. დიაგრამა 2).

N22.    ფულადი გზავნილები – 2013 წელს რუსეთიდან გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 54% ან/და $800 მლნ შეადგინა; 2014 წლის 11 თვის მონაცემებით კი რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია და ის მთლიანი გზავნილების 50% ან/და $662 მლნ-ს შეადგენს. აზერბაიჯანის წილი ფაქტობრივად უმნიშვნელოა და 1-2%-ის ფარგლებშია (იხ. დიაგრამა 3).

N3

3.    ექსპორტი – 2013 წლის მონაცემებით ქართული საექსპორტო ბაზრის ნომერ პირველი და ნომერ მესამე მოთამაშეები სწორებ აზერბაიჯანი (25%) და რუსეთი (7%) იყვნენ. 2014 წელს კი 11 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტი 20%-მდეა შემცირებული, რუსეთში კი 10%-მდე გაზრდილი (იხ. სურათი 4).

N4

შენიშვნა* ყავისფერი – 2013 წელი; წითელი – 2014 წელი. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostatge

2015 წელს ნავთობზე ფასების დაბალმა ფასებმა შესაძლოა საქართველოს ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს დიდი ზიანი მიაყენოს და შედეგად საქართველოც დაზარალდეს, ზემო ხსენებული მიზეზების გამო, აცხადებს „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ წარმომადგენელი – ვახტანგ ჭარაია, ამიტომ, ორმაგი დარტყმის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ბენზინის ფასების ქართულ ბაზარზე გაიაფების ხელშეწყობა, რათა ეკონომიკის პროგრესირებას შეეწყოს ხელი.

ქართულ ბაზარზე დღეს დამყარებული ფასები საკმაოდ მაღალია, ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ნავთობიმპორტიორების მიერ (ლუკოილი, სოკარი, გალფი, ვისოლი და სხვები) ბენზინის ფასის საშუალოდ 10-15 თეთრით გაიაფება და დამატებით ე.წ. საახალწლო ფასდაკლებების შემოღება – პრემიერ მინისტრის ერთი განცხადების საფუძველზე… აგრეთვე საინტერესოა, რომ ბენზინის საშუალო ფასი კონსოლიდირებულ ტენდერზე დაახლოებით 50 თეთრით უფრო დაბალია ვიდრე საცალო გაყიდვაში, ნავთობკომპანიები კი არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ მათი ინტერესების საზიანოდ (იხ. სურათი 5).

N5

უფრო მეტიც, თუ მაგ.: თუ კონსოლიდირებულ ტენდერზე სუპერის ტიპის ბენზინს ნავთობიმპორტიორები მთავრობას აწვდიან 1.57 თეთრად, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ფასის პირობებშიც ისინი მოგებაზე გადიან, საცალო გაყოდვის ფასზე ხომ საუბარიც ზედმეტია (იხ. სურათი 6).

N6

ჩვენი გაანგარიშებით, ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1.2 ლარს არ აღემატება!

2014 წლის  23  დეკემბრის მდგომარეობით «PLATT”S»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ბენზინზე შეადგენს – 532,00 დოლარი/ტონაზე. რასაც ემატება:

ა) 532,00 დოლარი/ტონაზე * 1.9 (ლარი/დოლარი კურსი) = 1010,8 ლარი;

ბ) დღგ  – 180 ლარი;

გ) აქციზი – 250 ლარი;

დ) ტრანსპორტირება – 90 ლარი;

სულ 1531 ლარი  / 1 ტონა ბენზინზე (1300 ლ.) = 1.18 ლარი

ვახტანგ ჭარაია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s