უკრაინის დაშლის შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზეზები

უკვე თითქმის წელიწადია  ვნებათა ღელვა არ ცხრება უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რამაც ქვეყანა მძაფრი პოლიტიკური კრიზისიდან სამოქალაქო ომის  ფაზაში გადაიყვანა. თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალს გადავავლებთ, ძალიან გაგვიჭირდება პროგნოზირება იმის, თუ რა შედეგებით შეიძლება დამთვარდეს პოლიტიკური პროცესები უკრაინაში. მიუხედავად ამისა, თავს მივეცი უფლება მოკლედ მიმომეხილა უკრაინის მოვლენები და ჩემეული ანალიზი  გამეკეთებინა უკრაინაში მიდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

უკრაინულ საკითხში რომ გავერკვეთ აუცილებელია, დღეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი რამოდენიმე კუთხით განვიხილოთ. პირველ რიგში უნდა მოხდეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ფაქტობრივი სამოქალაქო ომის  გეოპოლიტიკურ ჭრილში გაანალიზება. თუმცა აქვე, დაპირსიპირების გამომწვევი მიზეზები, უკრაინის სოციალურ სტრუქტურას და მისგან გამომდნარე ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკურ მახასიათებლებს უნდა დაუკავშიროთ. ამიტომ  პრობლემის ანალიზს, უკრაინის პოლიტიკური სისტემის განხილვით დავიწყებ.

Ukr

უკრაინის პოლიტიკური სისტემის  თავისებურებები

უკრაინის პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკურ ძალთა ურთიერთქმედების, მეტად სპეციფიკურ  სახეს წარმოადგენდა. მისი სპეციპიკურობა უკრაინის, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სოციალური სტრუქტურას უნდა მივაწეროთ. როგორც ბევრს მოეხსენება, უკრაინა სხვადასხვა დროს შეკოწიწებული ტერიტორიების გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებშიც ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურული ელემენტების მქონე ხალხები ცხოვრობენ.

კომუნისტების მიერ, ნაციონალური პოლიტიკის გატარების მიუხედავად, რომელიც თავის მხრივ გულისხმობდა უკრაინიზაციის და კორენიზაციის პოლიტიკას, ვერ მოხერდხა ერთიანი უკრაინული ნაციის ფორმირება, ვინაიდან მათი აზროვნების სტილი, გარემოს აღქმის უნარი და მისგან გამომდინარე ცხოვრების წესი განსხვავებული ისტორიული განვითარების პირობებში ფორმირებული კულტურული დომინანტის საფუძველზე  ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერმა კი ორი მსხვილი სუბკულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ერთის მხრივ, გერმანო-რომანული და კათოლიკური ცივილიზაციის გავლენის შედეგად, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ხალხებისგან, ჩამოყალიბდა მსხვილი ეთნოკულტურული სეგმენტი, რომელიც ძალიან განსხვავდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნო-კულუტურული სეგმენტისგან, რომლის ფორმირებაშიც შესაბამისად დიდი ზეგავლენა იქონია რუსულმა-მართლმადიდებლურმა ცივილიზაციამ. ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში შეიძლება ვინმე შემედავოს, ამიტომ გამოთქმული მოსაზრების მეტი სიმყარისთვის, ალბათ უპრიანი იქნება წამყვანი უკრაინელი პოლიტოლოგის მიხაილ პოგრებენსკის ინტერვიუდან ციტატის მოყვანა: „… უნდა მოხდეს აღიარება იმ ფაქტის, რომ ჩვენ ვართ ორშემადგენლობიანი უკრაინული ნაცია.“

1991 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, საზოგადოებრივი სტრუქტურა ჩამოყალიბდა ორი მსხვილი ეთნიკური სუბკულტურის არსებობის პირობებში.  სოციალური სტრუქტურის ასეთმა ხასიათმა თავისი გავლენა იქონია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი უკრაინის პოლიტიკურ სისტემის ფორმირებაზე. საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა  სოციალური სისტემის ზედნაშენს წარმოადგენს, ანუ როგორი სახისაც იქნება საზოგადოებრივი სტრუქტურა, მის შესაბამის ფორმებს ღებულობს პოლიტიკური სისტემაც.

შეიძლება ასეთი ტიპის არსებობა ცუდ პირობებს ქმნიდა ერთიანობის შენარჩუნებისათვის, მაგრამ გარკვეული პოზიტიურ გავლენას ახდენდა უკრაინულ სახელმწიფოზე. ეს ხელს უწყობდა, ერთის მხრივ, როგორც ქვეყნის მეტნაკლებად დამოუკიდებელ განვითარებას და მეორეს მხრივ დემოკრატიის განმტკიცებას.

მართალია  უკრაინის პოლიტიკურ სისტემას ჯერ ბევრი უკლდა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემად ტრანსფორმირებისთვის, მაგრამ თუ მის დემოკრატიულობის ხარისხს გავაანალიზებთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორის, ანუ ჩატარებული არჩევნების მეშვეობით, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ უკრაინის პოლიტიკურ სისტემას კონსოლოდირებული დემოკრატიისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქონდა გადადგმული, ვინაიდან ქვეყანაში  ხელისუფლების ორი უკანასკნელი ცვლა(თუ არ ჩავთვლითნ უკანასკნელ მოვლენებს) არჩევნების გზით მოხდა, თან ისე, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში, განსვავებული მსოფლმხედველობის და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალების აღზევება ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არსებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა ორზე მეტი იყო, მაგრამ  მაინც, პირობითად მათი დაჯგუფება ხდებოდა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მეშვეობით. ერთნი, რომლებიც ღიად უჭრდნენ მხარს პროდასავლურ კურს და მის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მეორე ჯგუფი, მართალია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრის დროს, ნეიტრალურ და დაბალანსებულ  საგარეო კურს უჭერდა მხარს, მაგრამ ეკონომიკური და კულტურული-ჰუმანიტარული ასპექტებიდან გამომდინარე, უპირატესობას ანიჭებდნენ რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

158305_600

პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება, სწორედ ამ ორი დიდი პოლიტიკური დაჯგუფების კონსესუსი შედეგი გახლდათ. ეს პოლიტიკური ძალები დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გატარებას და მათი მოთხოვნების არტიკულირებას ახდენდნენ. პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული კონსენსუსი ხელს უწყობდა პოლიტიკური ბალანსის პირობებში, პოლიტიკური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას. არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ეს იქნებოდა პროდასავლური თუ პრორუსული, არ შესწევდა უნარი ქვედა სტრატიდან  მხარდამჭერების თანაბარი რაოდენობიდან გამომდინარე, მოეხდინა ერთი ეთნოკულტურული სეგმენტის გაბატონება მეორეზე. ასეთ დროს, ნებისმიერი ტიპის გადახრა, ან ერთი ან მეორე მიმართულებით, გამოიწვევდა სისტემის გადახურებას და მის ნგრევას, რაც მოხდა კიდევაც.

მაიდანმა და მისმა ლიდერებმა მოინდომეს არსებული სისტემის დემონტაჟი, რაც რა თქმა უნდა, გარე ძალების და კერძოდ ა.შ.შ-ს გეგმის შესაბამისად წარიმართა. შეიძლება, ეს ვინმემ სუბიექტურობაში ჩამითვალოს, მაგრამ ამას ადასტურებს ვიქტორია ნულანდის და უკრაინაში ამერიკის ელჩის, ჯეფრი პაიეტის გასაჯაროვებული სატელეფონო საუბარი. უკრაინაში, შემდგომში მოვლენები კი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ამ სატელეფონო საუბარში იყო აღნიშნული.

კერძოდ, პოროშენკოს პრეზიდენტობა და იაცენიუკის პრემიერ-მინისტრობა. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იანუკოვიჩის მოღვაწებით ეს ფაქტია, მაგრამ რომ არა გარედან მხრდაჭერა მხოლოდ შიდა ძალებით ვერ მოხერხდებოდა სახელწმიფო გადატრიელების განხორციელება. დასავლეთმა და კერძოდ, ა.შ.შ-მ ბრწყვინალედ მოახდინეს რუსეთის და პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, დასავლეთ უკრაინელებში არსებული ნეგატირური განწყობების ინსტრუმენტალიზაცია და სათავისოდ გამოყენება, რომელიც თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს დაუქვმედებარეს. (იგივე შეიძლება ითქვას, შემდგომში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზეც სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებმაც ასევე კონტრ-თამაშს მიმართეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და მოახდინეს  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის განწყობების ინსტრუმენტად გამოყენება. )

არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი მიზნად ისახავდა, მედასავლეთეების გაბატონებას აღმოსავლეთ უკრაინელებზე, ამ უკნასკნელების რაოდენობა კი, თითქმის ნახევარს შეადგენდა, სხვადასხვა გამოთვლებით მერყეობდა დაახლოებით 45-50%-ის ფარგლებში. აღნიშნული ნაბიჯით ისინი ცდილობდნენ საზოგადოების ე.წ. „ვერტიკალურ სტრატიფიკაციის“ ეთნო-კულტურული მოდელის დამკვიდრებას.  აღნიშნულისკენ სწრაფვამ, გამოწივია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და რუსეთთან ურთიერთობის გარანტორი ძალის პოლიტიკური ლიკვიდაცია, „რეგიონების პარტიის“ სახით. „რეგიონების პარტია“ ავად თუ კარგად, ახერხებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინელების მოთხოვნების არტიკულირებას და აგრეგირებას პოლიტიკურ სისტემაში, მარტივად და გასაგებად თუ ვიტყვით, მათი ინტერესების გატარებას.

სახელწმიფო გადატრიალების შედეგად ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, პროდასავლურმა ძალებმა პირველი რაც გაკეთეს გალხდათ, რუსული ენის როგორც სახელწმიფო ენის გაუქმება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობის საკომუნიკაციო ენა იყო. სხვადასხვა კვლევებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობის 70-80% რუსულ ენას იყენებდა საყოფაცხოვრებო დონეზე. როგორც ჩანს, მათვის რუსული ენა უკრაინულზე უფრო პრიორიტეტული გახლდათ. მიჩნეულია ზოგადად, რომ ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის ფორმირების პროცესში, რაზეც არა ერთი დიდი მეცნიერი ამახვილებს ყურადღებას. ამას ძალიან კარგად განამარტავს უმსხვილესი ამერიკელი მეცნიერი აწგანსვენებული რობერტ დალი: „ სხვადასხვა კულტურები ჩვეულებრივ ფრომირდებიან ენის, რელიგიის, რასის, ეთნიკური, რეგიონული და ზოგჯერ, იდეოლოგიური განსხვავებების გარშემო….  ისინი ახდენენ მკვეთრი ზღვარის გავლებას ისეთ კატეგორიებთან, როგორიც არის „ჩვენ“ და „ისინი“…“ თუ ამ დეფინიაციას გავყვებით, სამი ნიშანი არსებობდა (ენა, რელიგია და რეგიონალიზმი) იმის, რომ მედასავლეთეების მიერ გატარებული პოლიტიკა, იმ შედეგებამდე მიიყვანდა უკრაინას, როგორშიც იმყოფება დღეს. კერძოდ, იგი  დეზინტეგრაციის და ორ ნაწილად გახლეჩის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ზოგიერთს შეიძლება ეს გადამეტებულად მოეჩვენოს (ჩვენი  საინფორმაციო საშუალებების გადამკიდე), მაგრამ უკრაინის დაშლა სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, უკრაინელები ერთიან, მონოლითურ და ჰომოგენურ ნაციას არ წარმოადგენენ. აქვე კიდევ გავიმეორებ, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკამ, ხელი შეუწყო უკრაინული საზოგადოების ორად  გახლეჩას, რომლებიც თავიანთ თავს სრულიად განსხვავებულ კულტურულ-ცივილიზაციურ სივრცეს მიაკუთვნებენ. თუ დასავლეთ უკრაინელები თვაიანთი კულტურული სიახლოვის გამო ევროპისკენ ინტეგრაციის მომხრეები არიან, აღმოსალეთ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს რუსულ, ევრაზიულ ცივილიზაციასთან, ხოლო საზოგადოების გახლეჩა,  ყოველთვის იმ პოლიტიკურ სუბიექტის დაქუცმაცების მომასწავებელია, რომლის ფარგლებშიც ისინი თანაცხოვრობდნენ.

შეიძლება, სოციალური სტრუქტურის და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების პირობებში, პატარ-პატარა ნიუანსებსაც ქონდა ადგილი, მაგრამ რაც მე გადმოვეცი, ასახავს ზოგად სურათს ანუ, საუბარი მქონდა პოლიტიკური სისტემის იმ კარკასზე, რომლის ფარგლებშიც ხდებომა მისი ფუნქციონირება.

გეოპოლიტიკა-პრობლემის უმთავრესი კატალიზატორი

პოლიტიკური სისტემის ანალიზის შემდეგ, კიდევ უფრო ღრმად,რომ ჩავწდეთ პრობლემის ანატომიას და მის ფილოსოფიას, აუცილებელია პრობლემის გეოპოლიტიკური ანალიზი მოვახდინოთ, რომლის გარეშეც სრულ ყოფილ სურათს ვერ მივიღებთ.

кличко-Евромайдан-Украина-розжиг-1045142

ევროპის ეს უდიდესი ქვეყანა დღეს, რომელიც გეოპოლიტიკის ცენტრს წარმოადგენს, ორი უმსხვილესი გეოპოლიტიკურად აქტიური სუბიექტის ატლანტიზმის (აშშ) და ჰართლენდის (რუსეთის ფედერაციის) დაპირისპირების არენად იქცა. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, უკრაინის ნებისმიერი მიმართულებით სვლა, დასავლური იქნებოდა თუ აღმოსავლური, ყოველ შემთვევაში ამ ეტაპზე, უკრაინის დაშლას გამოიწვევდა. სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე იანუკოვიჩი საგარეო პოლიტიკაში ბალანსირების პოლიტიკას მიმართავდა და ამ ბალანსის პირობებში იგი ცდილობდა უკრაინული სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებას, რაც გამოსდიოდა კიდეც. როგორც ჩანს უკრაინის ახალი ხელისუფლების ლიდერები, ან ვერ ერკვევიან საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ სპეციფიკაში, ან უბრალოდ გარე ძალების მიერ კონტროლირებადი მარიონეტები არიან,  რომლებსაც, როგორც ჩანს საერთოდ არ აღელვებთ უკრაინული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და მისი ერთიანობის საკითხი, რომელთა ამოცანას მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურების დავალებების შესრულება და მათი დახმარებით ძლაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.

დღეს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება,  შეიძლება  ცივილიზაციურ ჭრილში იქნას აღქმული და გაგებული. ამ ცივილიზაციური კონფლიქტის არსი კი მომდინარეობს, როგორც ატლანტისტური, ასევე ევრაზიული გეოპოლიტიკის სფეციფიკიდან.

ზოგადად ანგლოსაქსურ სტრატაგემებში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რუსეთის გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნას ყველა მიმართულებით და „ანაკონდის რკალში“ მის მოხრჩობას, ყველა დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალების ჩაკეტვას და საბოლოოდ რუსეთში დეზიტნეგრაციული პროცესებისათვის ხელშეწყობას. რუსეთის დეზინტეგრაცია და მისი დასუსტება საშუალებას მისცემს აშშ-ს საბოლოო კონტროლის დაწესებას ჰარტლენდზე,ანუ რუსეთზე და ამით მსოფლიო ჰეგემონობის უზრუნველყოფას. ეს სტრატაგემები რა თქმა  უნდა, კარგად ცნობილია რუსეთში, რომელიც გეოპოლიტიკურად თვადაცვით მგდომარეობაში იმყოფება და ყველნაირი მეთოდით ცდილობს, საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვას, ნომერ პირველი გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგის აშშ-სგან.

უკრაინაში მიდმინარე დაპირისპერბა და იქ არსებული  პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი, ამერიკულ-რუსული დაპირისპირების გამოვლინებას რომ წარმოადგენს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. უკრაინა რუსეთის ფედერაციის  ერთ-ერთ უკანასკნელ ფორპოსტს და ბუფერს წარმოადგენს დასავლეთის მიმართულებით. ამერიკელი უმსხვილესი გეოპოლიტიკოსის ზბიგნევ ბჟეზისნკის  სიტყვები, რომელიც გადმოსცა ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“ ნათელს ჰფენს უკრაინაში  დღეს მიმდინარე პროცესების არსს და ჩემს მიერ გადმოცემული ნააზრევის სისწორეს. როგორც იგი აღნიშნავს: „უკრაინის გარეშე რუსეთი შეწყვეტს არსებობას ევრაზიულ იმპერიად. უკრაინის გარეშე იგი კიდევ შეძლებს იმპერიული სტატუსის აღდგენას, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი გადაიქცევა აზიურ იმპერიულ სახელმწიფოდ, რომელიც დიდი ალბათობით ჩართული იქნება დამქანცველ კონფლიქტში ცენტრალური აზიის ერებთან, რომლებიც მიიღებენ დახმარებას უფრო სამხრეთით მდებარე სხვა მუსულმანური სახელმწიფოებისგან.“  ზემოთ მოყვანილი პასაჟიდან ჩანს, რომ ამერიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რუსეთის განდევნა ევრაზიის ევროპული ნაწილიდან, რათა როგორც მხოლოდ აზიურმა სახელმწიფომ, დამქანცველ და გამომფიტავ ომებში ჩაერთოს ისლამურ სახელმწიფოებთან, შემდგომი დასუსტების და დაშლის პერსპექტივით, რაც დიდი ალბათობით, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს კონტროლი დაამყაროს სრულად ევრაზიაზე.

უკრაინული სახელმწიფოს  გეოგრაფიული  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება თუ რატომ სჭირდებოდათ ამერიკელებს უკრაინა. ამის ერთ-ერთ უმთვარესი მიზეზი გახლდათ ყირიმის ნახევარკუნძულის გაკონტროლება და იქ განლაგებული რუსული შავი ზღვის ფლოტილიის ხელში ჩაგდება, რათა  განედევნათ ეს უკანასკნელები შავი და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან. ამერიკული გეოპოლიტიკისთვის, როგორც „საზღვაო სახელმწიფოსთვის“ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს რუსეთისათვის ყველა საზღვაო კომუნიკაციების გაკონტროლება და ჩაკეტვა. აღნიშნული სტრატეგიის ფორმულირება ეკუთვნის უმსხვილეს ამერიკელ გეოპოლიტიკოსს ალფრედ მეხენს.

რუსეთის დაშლის და როგორც სახელმწიფოს განადგურებით გამოირჩევა, თითქმის ყველა ამერიკელი სტრატეგის და ინტელექტუალის ნაშრომი. ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ მილტონ ჰეის  მრჩეველი  ბრუკ ადამსი.   მან 1901 წელს დაწერა ნაშრომი „ახალი ინდუსტრიუილი რევოლუცია“, რომელშიც სოციალ-დარვინიზმის კატეგორიების გამოყენებით ახსნა გეოპოლიტიკური დაპირისპირება და სადაც ყურადღება გაამახვილა  ევრაზიაზე გაბატონების და ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონობის გზაზე რუსეთთან კოლიზიის გარდუვალობაზე: „ ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს იქნება სამკდვრო სასიცოცხლო მშვნელობის ომი, ბრძოლა არა რომელიმე ნაციის, არამედ მთლიანი კონტინეტის წინააღმდეგ. მსოფლიოში არ არის ორი ცენტრი სიმდიდრის და იმპერიის. ერთმა ორგანიზმმა უნდა დაამარცხოს და გაანადგუროს მეორე. სუსტი ორგანიზმი უნდა დაიღუპოს“.

ისე, რომ არ გამოგვივიდეს, თითქოს მხოლოდ ვეყრდნობოდე ცალკეული ამერიკელი ავტორების ნაშრომებს, მინდა ერთ-ერთი უმსხვილესი კვლვეთი ორგანიზაციის კვლევიდან ერთი ამონარიდის გაკეთება: „ დასავლეთის თვალთახედვიდან გამომდინარე, ყველაზე უარესი ვარიანტი იქნებოდა უკრაინის გაერთიანება რუსეთთან ერთად დამოუკიდბელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“. როგორც ჩანს მათვის მიუღებელი იყო უკრაინის დსთ-ში ყოფნაც კი. ეხლა როგორც მოგეხსენებათ ახალმა ხელისუფლემაბ განცხადებაც გააკეთა დსთ-ს დატოვების თაობაზე.

სხვათა შორის ეს კვლევა რენდ კორპორეიშენის ანალიტიკოსებმა ასმუსმა, კაგლერმა და ლერებიმ 1995 წელს დადეს, რომლებიც პენტაგონზე მუშაობდნენ.  აღნიშნული დასკვნიდანაც შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესი დიდწილად ამერიკის  შორსმიმავალ ინტერსებს და მიზნებს უკავშირდება.

ზემოთ მოყვანილი ავტორების ნაშრომებიდან კარგად ჩანს, რომ ამერიკულ-რუსული დაპირისპირება არა ახალია, შეიძლება ითქვას, რომ იგი გეოპოლიტიკურ კონსტანტადაც იქცა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებშიც, ამერიკულ-რუსული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ყველაზე მძაფრი ფორმასთან გვაქვს საქმე.  ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგიების ანილიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დასკვნის სახით გამოვყოთ ორი ფაქტორი თუ რა ამოცანებისთვის შეიძლება ნდომოდა  აშშ-ს უკრაინა:

1.უკრაინული სახელწმიფოზე სტრატეგიული კონტროლის დაწესება, რათა იგი გამოყენოს როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ და იგი ევრაზიული ცივილიზაციის ცენტრიდან აქციოს, მხოლოდ აზიურ სუბიექტად და მისი მოქმედების სივრცე შეამციროს.

2.უკრაინაზე კონტროლის დაწესებით, მათ სურდათ ხელში ჩაიგდოთ ყირიმის ნახევარკუნძული და მასზე მდებარე სტრატეგიული ფუნქციის მქონე, საზღვაო-სამხედრო ფლოტი.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით შეიძლება მივიჩნიოთ ზემოთ ჩამოთვლილი გეოპოლიტიკური ფაქტორები, იმ უმთავრეს მიზეზებად, რამაც  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულა  უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების საქმეში.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გარე ძალების მიერ კრიზისის ინსპირირებისა, მთავარი დამნაშევედ მაინც უკრაინის პოსტიანუკოვიჩისეული პოლიტიკური ელიტა უნდა ჩაითვალოს. რადგან, მათმა ცალმხრივმა და ერთვექტორულმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანა ტერიტოირულ რღვევამდე მიიყვანა. რაც შეეხება  შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკას, იგი  გახლავთ  მხოლოდ მათი ეროვნული ინტერესების შესაბამისი.

ირაკლი ბენუა

4 thoughts on “უკრაინის დაშლის შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზეზები

  1. ერთს ვიტყვი, უკრაინა აქ არაფერ შუაშია ის მხოლოდ იარაღია აშშ-ს იმპერიალისტური მიზნებისთვის და მთავარი უახლესი მიზანი რუსეთის რესურსების ხელში ჩაგდებაა და ამიტომაც დაიწყო ეს ავანტურა

    Like

  2. ერთს ვიტყვი, უკრაინა აქ არაფერ შუაშია ის მხოლოდ იარაღია აშშ-ს იმპერიალისტური მიზნებისთვის და მთავარი უახლესი მიზანი რუსეთის რესურსების ხელში ჩაგდებაა და ამიტომაც დაიწყო ეს ავანტურა

    Like

  3. kargi analizia momwons rodesac avtori sigrmideulad ixilavs sakitxs rac ishviatia. rac sheexeba temas ubralod mecodeba ukraina da ukraineli xalxi mitumetes rom es tavsmoxveuli problemebia

    Like

  4. kargi analizia momwons rodesac avtori sigrmideulad ixilavs sakitxs rac ishviatia. rac sheexeba temas ubralod mecodeba ukraina da ukraineli xalxi mitumetes rom es tavsmoxveuli problemebia

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s