ქართული ეკონომიკის დამოუკიდებლობის ხარისხი

დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კარგად აჩვენებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი.

თავისმხრივ, ეკონომიკური დამოუკიდებლობა გულისხმობს სახელმწიფოს უნარს შექმნას ეროვნული დოვლათი ისე რომ არ იყოს დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებზე და გარე ფაქტორებზე, არც დოვლათის შექმნისთვის საჭირო რესურსების (ფინანსური სახსრების, ნედლეულის, ინტელექტუალური კაპიტალის) და არც გასაღების ბაზრების (საექსპორტო სივრცის) კუთხით.

ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი და მასზე დადებითად თუ უარყოფითად ზემოქმედი ფაქტორების ანალიზი.

დავიწყოთ მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის განხილვით.

ek

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის (10793 მლნ აშშ დოლარი), 73% მოდის იმპორტზე, ხოლო 27% კი ექსპორტზე. თუ აღნიშნულ იმპორტის მაჩვენებელს შევაფარდებთ სამომხმარებლო დანახარჯების წლიურ (2013წ) მაჩვენებელთან ვნახავთ, რომ ქვეყნის შიგნით მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 65% იმპორტულ პროდუქციაზე მოდის. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანას არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები, რის გამოც საჭირო საქონლის (ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია, ინვენტარი, ტექნიკა და ა.შ.)  65% უცხოეთიდან შემოაქვს. ეს კი თავისთავად ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოების მიერ გატარებული ფასწარმოქმნისა და ექსპორტის პოლიტიკაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმპორტის სტრუქტურაც, საიდანაც ჩანს, რომ ყველაზე მეტი წილი (11%) ნავთობპროდუქტებზე მოდის. რაც თავისმხრივ ზრდის საწვავის მსოფლიო ბაზრებზე არსებული ფასების ცვლილებაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების  ხარისხსაც.

ek1

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით იმპორტის სტრუქტურას, ამ მხრივ ლიდერობენ თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა. შესაბამისად ამ ქვეყნებთან მაღალი სავაჭრო ბრუნვების არსებობა ზრდის მათზე ეკონომიკური დამოკიდებულების (მაგალითად, ინფლაციის იმპორტირება და ა.შ.) ხარისხს.

eko2არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ექსპორტის სტრუქტურაც. რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის 52% ევროკავშირის წილად მოდის, 22% -ევროკავშირის ქვეყნების წილად, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილად კი 26%. თავისმხრივ დსთ-ს ქვეყნებიდან ლიდერობენ აზერბაიჯანი – 19%, რუსეთი – 10%, სომხეთი – 10%. შესაბამისად ამ ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე ნებისმიერი ნეგატიური პროცესი შეამცირებს ექსპორტის მოცულობებს მათში, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან წმინდა ექსპორტი წარმოადგენს მშპ-ს მნიშვნელოვან მდგენელს, ამიტომ შემცირდება ჩვენი ქვეყნის მშპ-ც.  ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არიან სახელმწიფოები, ღია სავაჭრო ურთიერთობების პირობებში, ერთმანეთზე.

eko3

გარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის განხილვისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე უცხოური ინვესტიციების საკითხიც. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო გრძელვადიანი ადგილობრივი ფინანსური რესურსების სიმცირეს განიცდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

eko4

გარდა ინვესტიციებისა, ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო არის ფულადი გზავნილებიც. ამ მხრივ საინტერესოა როგორც ბოლო წლების დინამიკის ისე მისი სტრუქტურის განხილვაც (ქვეყნების მიხედვით).

eko5

eko62013 წლის ჯამური მონაცემებით,ჩარიცხული ფულადი გზავნილების 54% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე, 13% – საბერძნეთზე, 7% – თურქეთზე და ა.შ.

გარდა ფულადი გზავნილებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგიის  ექსპორტ/იმპორტის თანაფარდობას და მის სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით.

eko7

მოცემული ცხრილიდან კარგად იკვეთება რუსეთის ფედერაციაზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

ამრიგად, ზემოაღნიშნული საკითხებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე უარყოფითად ზემოქმედებს რამდენიმე ფაქტორი:

  • იმპორტირებული პროდუქციის მაღალი წილი ადგილობრივ მოხმარებაში;
  • ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსებისას უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი;
  • ექსპორტის არადივერსიფიცირებულობა და მის სტრუქტურაში დსთ-ს ქვეყნების (რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) მაღალი წილი;
  • ფულადი გზავნილების (განსაკუთრებით რუსეთიდან და საბერძნეთიდან) დიდი მოცულობები და ამ გზავნილებზე ქართული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამოკიდებულების მაღალი ხარისხი;
  • რუსეთის ფედერაციიდან ელ.ენერგიის იმპორტის დიდი ოდენობა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

ირაკლი დოღონაძე

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s