გვჭირდება თუ არა არაპროდასავლური პოლიტიკური პარტია საქართველოში ?

სანამ დავიწყებდე ამ კითხვაზე  პასუხის გაცემას, მე მინდა ცოტა შორიდან მივუდგე აღნიშნული საკითხის განხილვას, რათა უკეთესად გადმოვცე, ჩემი ხედვის არსი.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ გეოპოლიტიკაში ქვეყნებს ყოფენ  ორ კატეგორიად: 1) გეოპოლიტიკურად აქტიური ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს, დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, თავინთი გავლენის სფეროს გაზრდისათვის და 2) გეოპოლიტიკურად პასიური ქვეყნები ანუ პატარა სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში, უფრო მეტად ობიექტები არიან, ვიდრე სუბიექტები. გეოპოლიტიკურად პასიურ ქვეყნებს, ძალიან ხშირად იყენებენ დიდი ქვეყნები საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების გატარებისათვის და ამას ისინი აკეთებენ, მათ მიერ მართული  პოლიტიკური კლასის მეშვეობით.

georgia

ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს როგორც პატარა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ორი გეოპოლიტიკურად აქტიური სუბიექტი. ერთის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე შეუირაღებელი თვალითაც კი თვალსაჩინოა, და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ცდილობს შეეწინაღმდეგოს მის ჰეგემონურ მდგომარეობას და შეასუსტოს მისი გავლენა, მისი სამხრეთული გესოტრატეგიიდან გამომდინარე.

ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აშშ-ს აქვს ძალიან სერიოზული საყრდენი საქართველოში, მის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური ელიტის სახით. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის ფედერაცია ასეთი ფუფუნებას მოკლებულია. ამიტომ ის მოქმედებს მხოლოდ იმ რეგიონებში,  სადაც მისი გავლენის ხარისხი საკმაოდ  მაღალია, კერძოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება, რაც უფრო მეტად დგამს ევროატლანტიკური მიმართულებით ნაბიჯებს, მით უფრო მეტად ზრდის გავლენას რუსეთის ფედრაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. რისი ნიშანიც გახლავთ  სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულების დადება სეპარატისტულ რეგიონთან, რომელიც ერთი-ორად ზრდის მის გავლენას აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებზე.  თუ გავითვალისწინებთ ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას (რომლის მსგავსიც მზადება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში), რუსეთის ფედერაციას რჩება მხოლოდ ერთი ნაბიჯი მის შესაერთებლად, რაც თავის მხრივ საბოლოოდ დაგვაკარგინებს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში ბალანსის ელემენტის შემოტანა, რათა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში დაკვირვების საშუალება მოგვეცეს, რუსეთის ფედერაციის ნაბიჯებზე განდგომილი ტერიტორიების მიმართ.

დღეს-დღეობით აშშ-ს მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის დონე იმდენად მაღალია, რომ  საქართველოს შეიძლება, მხოლოდ კოლონიური წარმონაქმნი ეწოდოს.  სწორედ ამ გარემოებამ დაგვაკარგვინა შესაძლებლობა იმის, რომ საგარეო პოლიტიკა აგებულ იქნას,  პოლიტიკური ვაჭრობის პრინციპებზე დიდ მოთამაშეებთან მიმართებაში.

ჩემი აზრით, რომ გამოვიდეთ კოლონიური დაქვემდებარებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგათ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები,  აუცილებელია შეიქმნას ძლიერი პარტია,  რომელიც ანტიამერიკულ ნიშას დაიკავებდა პოლიტიკურ სისტემაში.  საქართველოსთვის ამ ისტორიულ ეტაპზე, უკეთესი იქნებოდა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება დაფუძნებოდა ორპოლუსიან, ანუ ორ ვექტორულ პარტიულ მოდელს, სადაც, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტია იქნებოდა პირობითად პრო-რუსული, კონსერვატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული და მეორე მხრივ, იგივე ტიპის პარტია, მაგრამ პრო-ამერიკული, რომლის იდეოლოგირი პლატფორმა იქნებოდა ლიბერალური.

am

როდესაც ორი პოლიტიკური პარტია, განსხვავებული მსოფლმხედველობის, იდეოლოგიური პლატფორმის და საგარეო ორიენტაციის მქონე, იბრძოლებდა პოლიტიკურ სისტემაში ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გარე ძალები იძულებული გახდებოდნენ,  დაეხმარება გაეწიათ მათი მოკავშირე პარტიებისათვის. მათი დახმარება მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ  თავიდან აეცილებინათ კონკურენტი ქვეყნის მოკავშირე პარტიის გაძლიერება პოლიტიკურ სისტემაში. აღნიშნული მოდელი პოლიტიკურ სისტემაში მოქმედ პოლიტიკრ ძალებს საშუალებას მისცემდა, მეტი დახმარება მოეთხოვათ მათი მოკავშირე გეოპოლიტიკურ აქტორებისგან, რათა მისი მოწინააღმდეგე გეოპოლიტიკური მოთამაშის, მოკავშირე პოლიტიკური პარტიების ჰეგემონობა სისტემაში დაებალანსებინათ. ეს მოდელი  პირველ რიგში, პოლიტიკურ სისტემის ფუნქციონირებას ურთიერთდაბალანსების და ურთიერთშეკავების მდგომარეობაში გადაიყვანადა, რაც საგარეო პოლიტიკის წარმოებაზეც ჰპოვებდა ასახვას.  ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს მიეცემოდათ მეტი თავისუფლება  პოლიტიკურ ვაჭრობა გაემართათ გარე ძალებთან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თავის მხრივ, დიდი გეოპოლიტიკური აქტორები, იძულებული გახდებოდნენ, საქართველოსთან მიმართებაში გადაედგათ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც არ დააზიანებდა და არ შეასუსტებდა, მათი ინტერესების გამტერებელი პოლიტიკური პარტიების იმიჯს საზოგადოებაში და პირიქით, უფრო მეტ პოლიტიკურ დახმარებას გაუწევდნენ მათი პოზიციების გამყარებისთვის.

ასეთ დროს რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნებოდა, ისეთი ნაბიჯები არ გადაედგა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, რომელიც მისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.

პოლიტიკური სისტემის აღნიშნული მოდელი, რუსეთის ფედერაციისთვის შემავაკავებელი ფაქტორი გახდებოდა 10 წლის გასვლის შემდეგ (როგორც მოგეხსნებეათ ხელშეკრულების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული), არ შეერთებინა აფხაზეთის რეგიონი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში,  მინიმუმ იმედებს მაინც ჩაგვისახავდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.

 ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s