პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკისათვის უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული როლი ენიჭება, რადგან ისინი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორები არიან. ამ მხრივ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოშიც ბოლო წლების განმავლობაში მშპ-ს ერთ-ერთ ძირითად მდგენელს ინვესტიციები წარმოადგენდა.  ინვესტიციებიდან კი თავისმხრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს.

100

2005 – 2013 წლებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით 2005 წელი ხასიათდებოდა  – 449.8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2007 წელს იყო – 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

აღნიშნულ პერიოდში (2005-2013 წლებში) ჯამურად   9 662 მლნ[1] აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა ქვეყანაში, საიდანაც  ევროკავშირის ქვეყნების წილად  4 115 მლნ აშშ დოლარი (43%) მოდიოდა,   დსთ-ს ქვეყნებზე –   1 210 მლნ აშშ დოლარი (13%), დანარჩენი ქვეყნების წილად კი –  3 986 მლნ აშშ დოლარი (44%) მოდიოდა.   თავისმხრივ ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 990 მლნ აშშ დოლარი, ასევე დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდანაც – 949 მლნ აშშ დოლარი,   ჩეხეთიდან –  447 მლნ აშშ დოლარი,    გერმანიიდან  – 343 მლნ აშშ დოლარი,   დანიიდან  –  314 მლნ აშშ დოლარი,   ლუქსემბურგიდან –  260 მლნ აშშ დოლარი.   კვიპროსიდან –  243 მლნ აშშ დოლარი, საფრანგეთიდან – 131 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათშორის ლიდერობს აზერბაიჯანი  576 მლნ აშშ დოლარით, ხოლო რუსეთის წილად კი 324 მლნ აშშ დოლარი (დსთ-ს ქვეყნების ჯამური მოცულობის 27%).

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მათგან ლიდერობს თურქეთი – 799 მლნ აშშ დოლარით,   შემდეგ მოდის არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 690 მლნ აშშ დოლარი,  აშშ – 668 მლნ აშშ დოლარი,    ვირჯინიის კუნძულები[2] (ბრიტანეთი) – 581 მლნ აშშ დოლარი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით.  ამ მხრივ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია მხოლოდ 2007 და შემდგომი წლების შესახებ არის განთავსებული.  ამ მონაცემების თანახმად 2007-2013 წლების ჯამური მონაცემებით ყველაზე მეტი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (19%) შემოსულია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში –  1 492 მლნ აშშ დოლარი,  შემდგომ მოდის უძრავი ქონება და მშენებლობა (17%) – 1 373 მლნ აშშ დოლარით,   ენერგეტიკა (16%) –   1 305 მლნ აშშ დოლარით,   გადამამუშავებელი მრეწველობა (15%)  – 1 188 მლნ აშშ დოლარით,   საფინანსო სექტორი (10%) – 822 მლნ აშშ დოლარი, სხვა სექტორები კი – 23%,    1 334 მლნ აშშ დოლარით.

101

რაც შეეხება  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მიმდინარე ტენდენციებს,  2014 წლის 6 თვის მანძილზე სულ შემოსულია  415 მლნ აშშ დოლარი, რაც სამწუხაროდ ძალზედ არასახარბიელო სიტუაციაა.  ამიტომაც,  გაცილებით უფრო მეტი აქტიურობა არის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

[1] წმინდა მაჩვენებელი

[2] ოფშორი

ირაკლი პ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s