რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია, თუ გეოპოლიტიკური კანონზომიერება?!

ამ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტი მზად არის რუსეთის ფედერაციის მიერ, შეთავზებული შეთანხმების პროექტს „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ ხელი მოაწეროს. დაახლოებით იგივე პათოსით წარსდგა აფხაზი სტუდენტების წინაშე, თვით აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა: „ რუსეთთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნშივნელოვანია. რუსეთი უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, შეთანხმების გაუმჯობესება კი შინაარსობრივად ჩვენზეა დამოკიდებული.“ აქვე დასძინა, რომ „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება საჭიროა და მას აუცილებლად მოეწერება ხელი.“ როგორც ჩანს, „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების პროექტს აუცილებლად მოეწერება ხელი, ხოლო შეთანხმების საბოლოო პროექტი, თუ როგორ სახეს მიიღებს ამას მომავალი გიჩვენებს.

Abkhazia-global-event

თუმცა ჩემი ბლოგის ამოცანა არ გახლავთ, ხელშეკრულების დადებისთვის გამზადებული პროექტის მუხლობრივი განხილვა (მას მომავალ ბლოგში შვეცდები), არამედ   გეოპოლიტიკური თამაშის წესების საფუძველზე, ავხსნა ის, თუ რამ განაპირობა საქართველოს  დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა.

პრობლემის არს რომ ჩავწვდეთ, უპრიანია მოხდეს საკითხის ანალიზი გეოპოლიტიკურ ჭრილში, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რა მოვლენამ შეუქმნა საფუძველი აღნიშნული დოკუმენტის მომზადებას. ამისათვის, ერთ პასაჟს მოვიყვან ცნობილი ამერიკელი მეცნიერის ნიკოლა სპიქმენის ნაშრომიდან: „პატარა სახელმწიფოების არსებობა შესაძლებელია მაშინ, როცა დიდ სახელმწიფოს იგი სჭირდება როგორც ბუფერი… როგორც კი იცვლება ძალთა ბალანსი, პატარა სახელწმიფო ქრება პოლიტიკური რუქიდან.“

ზემოთ ფორმულირებულ ჰიპოთეზას თუ გავყვებით, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორცილებული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, უნდა განვიხილოთ როგორც ობიექტური გეოპოლიტიკური კანონზომიერება. რომ გავიგოთ რეალურად, რა გეოპოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი აფხაზეთთან მიმართებაში, აუცილებელია  დავაკვირდეთ იმ საგარეო პოლიტიკურ ტენდენციებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა  აფხაზეთის გარშემო. კერძოდ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, კავკასიის რეგიონში შემოსვლას იწყებს დასავლეთი, რაც შესაბამისად ცვლიდა იმ ძალთა ბალანს, რომელიც იყო რეგიონში ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დროს. რეგიონში, ძალთა ბალანსის ცვლას, მოჰყვა ზოგიერთი კავკასიური სახელმწიფოს დე-ფაქტო საზღვრების ცვლაც, ჩვენს შემთხვევაში, საქართველომ დაკარგა აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკაზე და ცხინვალის რეგიონზე ფაქტობრივი პოლიტიკური კონტროლი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მხარე ( საუბარია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, უპირატესად რუსეთის ფედერაცია და აშშ) იურიდიულად განდეგილ რეგიონებს, მიიჩნევდნენ ქართული სახელწმიფოს განუყოფელ ნაწილად.

პოსტბიპოლარული სტატუს-კვო, კავაკსიის რეგიონში შენარჩუნდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე. თუმცა 2008 წლამდე,  ადგილი ჰქონდა შეერთებული შტატების  გავლენის ეტაპობრივ ზრდას  კავაკსიის რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში. ამის მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში, როდესაც ხეწლისუფლებაში მოვიდნენ მკვეთრი პროდასავლური ძალები, რომლებმაც ჩანაცვლეს შედარებითი ბალანსის მომხრე შევარდნაძის ხელისუფლება. პროცესების ამდაგვარი განვითარება კი, არსებული სტატუს-კვოს ცვლილებამდე რომ მიიყვანდა კავკასიის რეგიონს, ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო. ანუ, როდესაც ერთი გეოპოლიტიკური აქტორი ძლიერდება და მეორე სუსტდება,  მეორე ბოლოლმდე ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს პირველს, მისი შესაძლებლობის ფარგლებში. ხოლო ეს შესაძლებლობა კი, რუსეთის ფედერაციას გააჩნდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სტატუს-კვოს ცვლილებამ, რეგიონი გადაიყვანა ცხელი ომის ფაზაში. ომს, ამა თუ იმ რეგიონში თან სდევს ძალთა ბალანსის ცვლა, რაც თავის მხრივ იწვევს, ერთი ფორმირებული რეგიონალური წესრიგიდან, ახალზე გადასვლას. ხოლო ახალი წესრიგი, კი ქმნის ახალი გავლენის სფეროებს, რომელიც ხშირად პატარა სახელწმიფობზე ცუდად აისახება. საქართველოს მაგალითზე თუ განვაზოგადებთ, დეფაქტო დაშლა გადაიზარდა დე-იურეში. როგორც მოგეხსენებათ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამ ნაბიჯით მან შექმნა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახით ბუფერული სახელწმიფოები, მისი უმთავრესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნის, საქართველოს საპირწონედ.

20140708_140707a-003უელსის სამიტზე, ნატოს მხრიდან, საქართველოსადმი შემოთავაზებული პაკეტიდან ჩანს, რომ დასავლეთი რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიაზე, დღეს არსებული  წესრიგის „პერეფორმატირებას“ ცდილობს, საკუთარი გავლენის გაზრდისთვის. როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ნატოს ჯარების ყოფნას საქართველოში. ეს ცენტრი, რამდენად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი უნდა ითქვას აუცილებლად, რომ აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია დღეს არსებული სტატუს-ქვოს წინააღმდეგ, რაც თავის მხრივ ნიშნავს ძალთა ბალანის შეცვლას საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო თუ რა მოგვიტანა წინა ცვლილებებმა ტერიოტორიული მთლიანობის მხრივ, ყველას გვახსოვს.

სწორედ რომ, უელსის პაკეტს მოჰყვა რუსეთის მხრიდან, ზემოთ არაერთხელ აღნიშნული შეთანხმების პროექტის შეთავაზება აფხაზეთისადმი. რაც თავის მხრივ, მინიმუმდე დაჰყავს აფხაზების ოცნება, შექმნან ნაციონალური აფხაზური სახელმწიფო. აფხაზურმა მხარემ, რაც არ უნდა იმართლოს თავი საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რომლის უდიდესი უმრავლესობა ნეგატიურად აფასებდა შეთანხმების პროექტს, აღნიშნული შეთანხმებით ხდება აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური სუვერენიტეტის შეზღუდვა. იურიდიულად შესაძლოა არა სუბიექტის სტატუსის დონეზე, მაგრამ  ფაქტობრივი კონტროლის თვალსაზრისით, იგი რუსეთის ფედერაციის სუბიექტს გაუთანაბრდება. ანუ, თუ ნიკოლა სპიქმენის თეორიიდან აღებულ პასაჟს გავყვებით, გამოდის რომ აფხაზეთი, როგორც ბუფერული სახელმწიფო ქრება პოლიტიკური რუქიდან. ეს რაც დღეს ხდება,  ერთის მხრივ აფხაზეთის და მეორის მხრივ საქართველოს მიმართ, გეოპოლიტიკური კანონზომიერებაა და არა, რუსეთის ფედერაციის რაიმე სხვა სახის ახირება. ბოლო მოვლენები კი გვიჩვენებენ რომ, რუსეთის ფედერაციაც, მზად არის აჰყვეს დასავლეთის მიერ დაწყებულ თამაშს, რომელიც ეხება რეგიონში დღეს არსებული  რეგიონული წესრიგის შეცვლის პროცესს  და აფხაზეთისადმი უფრო მყარი კონტროლის დაწესებას ცდილობს, რომლითაც მოხდება გეოპოლიტიკური საზღვრების დადგენა რუსეთის ფედერაციას და ნატოს შორის.

ჩვენს პოლიტიკურ კლასს კი მოუწოდებდი, ის რაც ხდება აფხაზეთთან მიმართებაში პირველ რიგში მათი ბრალია და შემდეგ იმ გარე ძალების, რომლებიც კავკასიის რეგიონით არიან დაინტერესებული. მათ რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გაეტარებინათ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და გაეთვალისწინებინათ გეოპოლიტიკური თამაშის წესები, დარწმუნებული ვარ იმ სავალალო მდგომარეობიდან დავაღწევდით თავს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. თუმცა როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს მჯერა, რომ კიდევ გვაქვს ამ კატასტროფული სიტუაციიდან დაღწევის შანსი, რის ახსნასაც შევეცდები მომავალ ბლოგში.

 ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s