15 ნოემბერი – ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი

ნაციონალური მოძრაობა თითქმის 2 თვე აანონსებდა 15 ნოემბრის აქციას, რომელიც მისი ლიდერების აზრით, უნდა ყოფილიყო „პატრიოტული“ ძალების მიერ, ბრძოლის დასაწყისი, რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკის და ამ უკანასკნელის მიმართ, შემრიგებლური პოლიტიკის მატარებელი nacსაქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. 15 ნოემბრის დადგომამდე, ძალიან ბევრი, პოლიტიკით დაინტერესებული  ადამიანი, სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდა აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით. ზოგიერთები, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაში, საერთოდ თბილისის მაიდანიზაციის მცდელობის საშიშროებასაც ხედავდნენ. ზოგიერთები კი მიიჩვნევდნენ, რომ ეს იყო ერთგვარი სამზადისი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც ქართველებისთვის ეს ავად სახსენებელი პოლიტიკური პარტია დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას  და შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებასაც, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სხვადასხვა საჯარო განცხადებებში აღარც მალავენ.

გამოთქმული მოსაზრებებიდან, უფრო მეტად მეც მეორე ვერსიას ვემხრობი. ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და მათ დასავლელ ადეფტებს, სურდათ, ერთგვარი ტესტირება ჩაეტარებინათ  აღნიშნული პარტიისთვის, თუ რამდენად შესწევს უნარი „ნაციონალურ მოძრაობას“, მოახდინოს საჭირო რაოდენობის  ამომრჩევლის მობილიზება, რათა მათი მეშვეობით შეეცადოს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ჩემი აზრით, თუ ნაციონალური მოძრაბოსათვის, აღნიშნულ პოლიტიკურ აქტს 2016 წლის არჩევნებისთვის მზადების დაწყების დემონსტრირების მნიშვნელობა ჰქონდა, მათი დასავლელი პარტნიორებისათვის კი, 15 ნოემბრის აქცია წარმოადგენდა იმის გაგების მცდელობას,  თუ რამდენად მრავალრიცხოვანი ელექტორალური ბაზა გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა საბოლოოდ გარკვეულიყვნენ პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი იქნებოდა მათთვის, აღნიშნულ პარტიაზე ფსონის დადება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

აქედან გამომდინარე, 15 ნოემბრის აქცია ნაციონალური მოძრაბისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ვინაიდან, თუ ისინის ვერ შეძლებდნენ საჭირო რაოდენობის ამომრჩევლის მობილიზებას, მათ პატრონებს გული გაუცივდებოდათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაც შესაბამისად ნიშნავს მათ პოლიტიკურ გაქრობას, ქართული პოლიტიკური სცენიდან. სწორედ, პოლიტიკური არენიდან ჩარეცხვის შიშით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ  მათმა ლიდერებმა და იდეოლოგებმა, აქციისთვის აირჩიეს ისეთი თემის წინა პლანზე წამოწევა, რომელიც  ყველა ქართველისთვის ყველაზე მგძნობიარე და სენსიტიურია, კერძოდ ტერიტორიების ანექსიის საკითხი, რაშიც ჩემი აზრით, ყველაზე დიდი წვლილი  „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.

დიდი აზროვნება არ სჭირდება იმ საკითხს, რომ მათი მიერ აქცენტის გაკეთება ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის თემატიკაზე გათვლილი იყო საზოგადოების უმრავლეოსბის გრძნობებზე, რომელთათვის არაერთმნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი. მათ სურდათ აღნიშნული იდეა ამოეტივტივებინათ და მის გარშემო მოეხდინათ ქართული საზოგადეობის უმრავლესობის კონსოლიდაცია, ხოლო თვითონ კი „ანტიოკუპაციური“ მოძრაობის ავანგარდში მოქცეულიყვნენ .

თუმცა არ გამოუვიდათ საზოგადოების უმრავლესობის მორიგი გაბითურება. ამომრჩეველმა, რომელსაც  საკუთარ თავზე აქვს გადატანილი ტყუილების კასკადიკი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ტყუილის ანკესზე არ წამოეგო. ვინც კი ნახა გუშინდელი აქცია, ყველა დამეთანხმება, რომ მონაწილეების რაოდენობა იმდენად მიზერული იყო (მიუხედავად ნაციონალების მიერ რამოდენიმე თვიანი მზადების), რომ ქართველი ერის დიდი უმრავლეოსობის მიერ აქციისადმი ბოიკოტის გამოცხადებამ, ფაქტობრივად წერტილი დაუსვა, მათ არსებობას ქართულ პოლიტიკურ სირვცეში.

უკვე დასავლეთისთვისაც ცხადი გახდა, რომ ასეთი დისკრედიტირებული პარტიისათვის დარყდნობა კონტრპროდუქტიული იქნება მომავალში მათი ინეტერესებისათვის, ამიტომაც ისინი მოინდომებენ პოლიტიკური სისტემის გადაწყობას და ახალი პოლიტიკური თამაშის დაწყებას. კერძოდ, ახალი პროდასავლური ოპოზიციის შექმნას ირაკლი ალასანიას ლიდერობით, რომელშიც დიდი ალბათობით გაერთიანდებიან რესპუბლიკელები და ნაციონალური მოძრაობის, ლიბერალურ-მატერიალისტურ მსოფლხმედველობაზე მყოფი წევრების უმრავლესობა. საქართველოს პოლიტიკური სისტემის დასავლელი არქიტექტორები პოლიტიკური თამაშის წესს ააგებენ შემდეგ მოდელზე: შექმნიან ორ პროდასავლურ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პოლიტიკური სისტემა მხოლოდ მათი წინააღმდეგობის და პოლიტიკური დაპირისპირების არენად გარდაიქცევა, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალის გაძრომას, ამ პოლიტიკურ თამაშში ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან.   ერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნების სახით უკვე შექმნილია, ხოლო მეორის შექმნის პროცესი კი ეხლა მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად დასრულდება 2016 არჩევნებისთის. აღნიშნულ მოდელში კი, ნაციონალური მოძრაობის მოხვედრის შანსი  ფაქტობრივად ნულის ტოლია.

dacსწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ 15 ნოემბრის აქცია გახლდათ მათი არსებობის დასასრულის დასაწყისი, რასაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.

ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s