პარლამენტის დათხოვნის კანონიერი საფუძვლები

ყოველგვარი  გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ  ნოემბერი  წარმოადგენს საქართველოში ერთგვარად, პოლიტიკურად „საბედისწერო“ თვეს, რამდენადაც  მთელი  რიგი  მნიშვნელოვანი  პოლიტიკური  მოვლენები  სწორედ  ამ თვეში  ხდება.

cr2014 წლის  4 ნოემბერს  საქართველოს  პრემიერ  მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა  თანამდებობიდან  გადააყენა  წმინდა პრო – დასავლური  ორიენტაციის მინისტრი  ირაკლი  ალასანია. ამ  განცხადების შემდეგ დომინოს პრინციპით რამოდენიმე საათში,  თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს ალასანიას გუნდის წევრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ალექსი პეტრიაშვილი. რამოდენიმე საათის მერე  მათ მიყვება ასევე,  ამავე გუნდის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია  ფანჯიკიძე.

ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებს  წინ  უძღოდა   საქართველოს პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროში  დაწყებული გამოძიება.  რომელიც აწ უკვე ყოფილი მინისტრის მიერ შეფასდა,  როგორც  „პროდასავლურ“  ორიენტაციაზე უარის თქმა.  ამის საპასუხოდ  პრემიერმა ალასანიას  ყოვლად „ უპასუხისმგებლო“ და  „ავანტიურისტი“ უწოდა.  სიტუაციის ამგვარად  განვითარების  შემდეგ,  საპარლამენტო  უმრავლესობა – კოალიცია  „ქართული  ოცნება“  დატოვა  კოალიციაში შემავალმა  ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი  დემოკრატებმა’’,  და ამით   მმართველი კოალიცია უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

დაშლის თუ არა კოალიციას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში  გადასვლა.?  და რა პოლიტიკური კონფიგურაცია გვაქვს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში?

დადგება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე ჯერჯერობით ამაზე  ცალსახა პასუხი არ არსებობს. ახალი გამოწვევები ემატება მთავრობასაც. ხმათა უმრავლესობის  არქონის შემთხვევაში  ბიუჯეტის დამტკიცება პრობლემური რჩება, ეს კი პირდაპირ პროპორციულია მთავრობის ყოფნა არყოფნაზე, საბოლოოდ პარლამენტის  შემდგომმა კონფიგურაციამ შესაძლოა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანოს. ამის გამოსარკვევად აუცილებელია მიმოვიხილოთ დღევანდელი პარლამენტის  პოლიტიკური სურათი.

დღემდე საპარლამენტო უმრავლესობა  შედგებოდა  6  ფრაქციისაგან  და  83  დეპუტატისგან. ფრაქციას  „ქართულ  ოცნებას’’  ყველაზე   მეტი  46  წევრი  ჰყავდა.  შემდეგ მოდიოდნენ  „თავისუფალი  დემოკრატები“ 10 წევრით,  „რესპუბლიკური პარტია“ 9 დეპუტატით, შემდგომ  სამ  ფრაქციას – „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი’’  და  „მრეწველები“  ექვს-ექვსი  წევრით.

უკვე არსებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატებიდან უმრავლესობას 7 დეპუტატი დატოვებს. (თავისუფალი დემოკრატების 3 წევრი – გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე  და  გელა სამხარაული მმართველ  კოალიციაში რჩება).  თავის მხრივ  „ქართული  ოცნების“ წევრი  შალვა შავგულიძემ დატოვა უმრავლესობა და  „თავისუფალ  დემოკრატებს“  შეუერთდა.

2ამგვარად, უკვე არსებული  მონაცემებით,  კოალიცია საკუთარი  რიგებიდან   სიითი  შემადგენლობის   უმრავლესობას  ვეღარ  შეაგროვებს.  სწორედ ასეთ  დროს  „ოქროს“  მნიშვნელობას  იძენს  მმართველ  გუნდს  გარეთ  მყოფიი პოლიტიკურიი ძალები. „ნაციონალურ მოძრაობაში“  შემავალ  ფრაქციებს,  საიდანაც  მმართველ  გუნდში  გადასვლა  პრაქტიკულად  წარმოუდგენელია  51  დეპუტატი  ჰყავთ.  დანარჩენი  16  მანდატი კი  ფრაქცია  დამოუკიდებელი   მაჟორიტარებზე  და  უფრაქციოო დეპუტატებზეე ნაწილდება.(ეს ჯგუფი,  „ნაციონალური მოძრაობიდან  წამოსულია დეპუტატებია. )  ქართული  ოცნების  უმთავრეს  ამოცანას  უნდა  წარმოადგენდეს  ამ დეპუტატებთან  მუშაობა, რადგან  შეინარჩუნონ  საკანონმდებლო  ორგანოში  უმრავლესობა.  თუ  კოალიციაა ამას  ვერ შესძლებს  დიდი  ალბათობით  მოსალოდნელია  პოლიტიკური  კრიზისები,  მათ  შორის  ისეთი  მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების  მიღებისას,  როგორიც  არის  ბიუჯეტის  დამტკიცება.

მთავრობას, რომელსაც  პარლამენტში  უმრავლესობა  აღარ  ჰყავს,  შესაძლოა  კრიზის   რამდენიმე   სცენარი  დაემუქროს. ერთ-ერთი  უკავშირდება  საქართველოს  კონსტიტუციის  81 პრიმა  მუხლს, სადაც  ვკითხულობთ:

თავდაპირველი  შემადგენლობის  ერთი მესამედით  განახლების  შემთხვევაში,      საქართველოს  პრეზიდენტი  პარლამენტს  ნდობის  მისაღებად  მთავრობის   ახალ  შემადგენლობას წარუდგენს.“

საქართველოს მინისტრთა  კაბინეტი  20  წევრისაგან შედგება,  საიდანაც  სამი  უკვე  გადამდგარია. იმ შემთხვევაში თუ  მთავრობის  შემადგენლობა  ერთი მესამედით  განახლდება, (კიდევ  4 მინისტრი თუ დატოვებს პოსტს) ხდება  მთავრობისთვის  პარლამენტის მიერ ნდობის  ხელახალი  გამოცხადება.  ნდობისთვის  აუცილებელია  პარლამენტის უბრალო  უმრავლესობა, 76 ხმა, რომელიც  მმართველმა  გუნდა  შეიძლება  ვერ  მოაგროვოს. პოლიტიკური  პროცესების  ამ სცენარით  განვითარების  შემთხვევაში, როდესაც  მთავრობა   დაშლილია და  ახალი  მთავრობის  ფორმირება  ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში  პოლიტიკური  პასუხისმგებლობა  გადადის  პრეზიდენტზე  და  ის  ვალდებულია  დანიშნოს რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნები. ამ  სცენარით  პროცესების  განვითარება  ნაკლებად  სავარაუდოა.

არსებობს  პროცესების მეორე სცენარით  განვითარების თეორიული  ალბათობა. პარლამენტმა  შესაძლოა  თავად  მოისურვოს  მთავრობისთვის  უნდობლობის  გამოცხადება. საქართველოს  უმთავრეს კანონში  ვკითხულობთ:

„პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტს შეიძლება მიმართოს პარლამენტის  სიითი  შემადგენლობის არანაკლებ  ორმა მეხუთედმა.

ამრიგად ირკვევა, რომ პროცესის დასაწყებად  საჭიროა  ორი მეხუთედი (60 ხმა),  საბოლოო დაგაწყვეტილების  მისაღებად  კი 76 ხმა. თუ საკანონმდებლო  ორგანო  პროცესს  ბოლომდე  ვერ მიიყვანს, ამ შემთხვევაში  პასუხისმგებლობა  პრეზიდენტზე გადადის. თუ  პარლამენტი  უუნაროა  უნდობლობის  გამოცხადებით  შექმნას საკუთარი მთავრობა, ამ შემთხვევაში  პრეზიდენტი  ვალდებულია  უუნარო  პარლამენტი  დაითხოვოს.

ვადამდელი არჩევნებით  შეიძლება  დასრულდეს სახელმწიფო  ბიუჯეტის  დამტკიცებაც. ქვეყნის მთავარი  ფინანსური  დოკუმენტის   კენჭისყრის  ვადა  წლის ბოლოს იწურება, ბიუჯეტის  დამტკიცებას  პარლამენტის წევრთა  76 ხმა სჭირდება. თუკი  ბიუჯეტმა  ვერ მიიიღო  მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში  ირთვება  სხვა მექანიზმი, რომლითაც პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს მთავრობა, ასევე  უნდობლობა  გამოუცხადოს  პარლამენტს.

ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმული  პროცესების სავარაუდო განვითარების შემთხვევაში, საქმე გვექნება  უპირობოდ პოლიტიკურ კრიზისთან.  ნებისმიერი  რიგგარეშე  არჩევნები  ტარდება  პოლიტიკური  კრიზის  შემთხვევაში. თეორიულად ამის საჭიროება  შეიძლება  დადგეს, მაგრამ ამის  ცალსახად  თქმა  ძალიან რთულია. ეს დამოკიდებული  იქნება  იმ პროცესებზე  რაც განვითარდება  პარლამენტში. შესაძლოა პარლამენტში  ისეთი  პოლიტიკური კონფიგურაციაა შეიქმნას, ეს ყველაფერი  ჰოპოთეტურ  დონეზე დარჩეს.  ასე რომ  დაველოდოთ  მოვლენათა  განვითარებას, ნოემბერი  ხომ  ტრადიციულად  საინტერესო  სიახლეებს  გვპირდება.

ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s