საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური გადანაწილება. ვარაუდები, და არა მარტო…

საქართველოში პოლიტიკური პროცესები ელვის სისწრაფით განვითარდა. ისეთი უეცარი ცვლილებები მოხდა მინისტრთა კაბინეტში, რომ ქართული საზოგადოება საგონებელში ჩააგდო მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა.

ყველაფერი დაიწყო თავდაცის სამინსიტimagesროში აღმოჩენილ დარღვევებიდან, რომლის გამოც პროკურატურამ რამოდენიმე მაღალჩინოსანს პატიმრობაც კი შეუფარდა. ბევრმა ეს პროცესი აღიქვა შეტევად თავდაცვის მინისტრ ალასანიაზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მეტად თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ მინისტრად მიიჩნეოდა და აქტიურად ლობირებდა საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალასანიას და ზოგადად მის მიერ მართული უწყების გულმხურვალე მხარდაჭერად და დამცველად, თვით ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მოგვევლინა.

რიჩარდ ნორლანდის უპირობო მხარდაჭერამ ყველას აფიქრებინა, რომ ალასანია წარმოადგენს  ა.შ.შ-ის  ფავორიტ პოლიტიკური ფიგურას, რომელზეც მომავალში, დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად  დადებდა ფსონს.  შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ვარაუდი სინამდვილესთან არც თუ ისე შორს იმყოფება, ვინაიდან ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თავისი განცხადებებით, საქართველოს მთვარობაში ყველაზე მეტი პროამერიკელობის დემონსტრირებას ახდენდა, რითაც იგი ცდილობდა ამერიკელების მიმართ ერთგულების დამტკიცებას. ერთგულების დამტკიცების მოტივს უნდა მივაწეროთ, მის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელიც საქართველოში ანტისარაკეტო  სისტემის განთავსებასთან  იყო დაკავშირებული. ხოლო ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ეხებოდა საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის განცხადება ყოვეგვარ ზღვარს გასცდა და მან  ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც შოკში ჩააგდო არამარტო რუსეთის ფედერაციის მესვეურები, არამედ საქართველოს მოსახლეობაც: „ჩვენ დავიწყებთ ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას“. 

თუმცა  აქვე უნდა ითქვას, რომ ალასანიას ყოველი განცხადება ძალიან გამაღიზიანებელი იყო რუსეთის ფედერაციისათვის, რომელიც ყოველი ასეთი განცხადების შემდეგ, საპირისპირო განცხადებებით შემოიფარგლებოდა. თუ თავდაცვის მინისტრობის დროს, ირაკლი ალასანიას მიერ ანტირუსული განცხადებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგული პოლიტიკური ნაბიჯების ტენდენციებს გავადხედავთ აფხაზეთის მიმართ, სრულიად შესაძლებელია  ამ ორ მოვლენას შორის იყოს გარკვეული კავშირი. აქ მხედველობაში მაქვს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი შეთანხმების გაფორმების სურვილი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რაც რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელწმიფოდან, აფხაზეთს ფაქტობრივად აქცევს რუსეთის ფედერაციის  სუბიექტად.

აქედან გამომდინარე შეიძლება ერთი ვარაუდის დაშვება. კერძოდ, პრემიერმინისტრის მიერ ირაკლი ალასანიაზე,  როგორც ყველაზე პროატლანტისტური პოლიტიკოსზე და მის უწყებაზე შეტევის განხორციელება, რომელიც მისი გადაყენებით დამთავრდა, შეიძლება ავხსნათ იმ მოტივით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს კოჭი გაუგოროს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რათა თავი შეკავოს ამ უკანასკნელმა, „ინტეგრაციის და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გააფორმებაზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. თუმცა ეს ვარაუდი რომ გამართლდეს, რამოდენიმე დღეა დარჩენილი. თუ ასეთი რამ მოხდა და რIrakli+Alasania+NATO+Defence+Ministers+Meet+153KpM240urlუსეთის ფედერაციამ ნებისმიერი მიზეზით არ გააფორმა აფხაზეთთან სტარტეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, მაშინ არგუმენტირებულად შეიძლება ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება და ცხადი გახდება ალასანიას განთავისუფლების მიზეზებიც.

აქვე შეიძლება, მეორე ვარაუდის განვითარებაც. ყველას მოეხსენება, რომ საქართველოში  ზოგადად პოლიტიკური ელიტის და მართველი ჯგუფის ფორმირება შეერთებული შტატების პრეროგატივას წარმოადგენს. საქართველოში არა თუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში მოსვლაც ამერიკის ელჩის ნებართვის გარეშე წარმოუდგენელია და ასეთი პირდაპირი შეტევის განხორციელება მათ ფავორიტზე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. შესაძლოა ამ შემთხვევაში ადგილი გვქონდეს რეალურად შურის გაკრეფის პოლიტიკასთან, რომელშიც ჩართულია თვით შეერთებული შტატების შესაბამისი სტრუქტურებიც.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ ალასანიას გადაყენება, პარლამენტში და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში, გამოიწვევდა პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის შეცვლას. მოხდებოდა რა ოპოზიციის „პერეფორმატირება“ და მისი გაერთიანება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფიგურის გარშემო. რეალურად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, აღნიშნული  ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მივიღებთ შემდეგ სურათს. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში შენარჩუნდება ფაქტობრივი ორპოლიტიკურ სუბიექტიანი მოდელი, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა გაქრება, ხოლო მის ადგილს დაიკავებს პროდასავლური და პროევროატლანტიკური პოლიტიკური ფრთა კოალიციის სახით და ირაკლი ალასანიას ლიდერობით. რომელშიც გაერთიანდება, ყველა პროდასავლური პოლიტიკოსი, მიუხედავად წარსულში მათი პარტიული კუთვნილებისა. არ გამოვრიცხავ აღნიშნულ პოლიტიკურ დაჯგუფებაში, გადადინება მოხდეს  ნაციონალური მოძრაობიდანაც (როგორც მოგეხსენებათ გადაყენების შემდეგ, ალასანიამ არ გამორიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა).

ზემოთ მოცემული ანალიზი,შეიძლება შემდეგ გარემოებასთან იყოს დაკავშირებული. თუ მოხდებოდა დღეს არსებული პოლიტიკურ ძალთა ორსუბიექტიანი მოდელის შენარჩუნება, ერთის მხრივ კოალიცია „ქართული ოცნება“ და მეორეს მხრივ დაბალ რეიტინგული „ნაციონალური მოძრაობა“ (აღნიშნული მოდელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა  და გარკვეულწილად ხელოვნურს წააგავს), მაშინ დიდი შანსი გაჩნდებოდა მესამე პოლიტიკური დაჯგუფების შექმნისთვის, რომელიც დიდი ალბათობით შეეცდებოდა, ანტიამერიკული ნიშა და სრულიად დისკრედიტირებული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი  დაეკავებინა პოლიტიკურ სისტემაში 2016 წლის არჩევნებისთვის.

პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით განვითარება კი,  ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა პარლამენტის დაკომპლექტებას ორი პოლიტიკური დაჯგუფების მიერ, სადაც მართვის სადავეებს შეინარჩუნდებდა კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისი პროდასავლური კურსით, ხოლო  ოპოზიციის ფუნქციას აიღებდა თავის თავზე ალტერანატიული მსოფლმხედველობის და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური სუბიექტი. ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული პოლიტიკური გადანაწილება, სამუდამოდ ჩარეცხავდა პოლიტიკური სისტემიდან ისეთ მარგინალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, როგორიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“.

ასეთ დიალექტიკურ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური მოდელი ყოველთვის სახიფათოა გარე ძალისთვის, ჩვენს შემთხვევაში კი შეერთებული შტატებისთვის (რომელიც სრულად აკონტროლებს ქართულ პოლიტიკას და რომელიც, როგორც ჩანს არ აპირებს მის ხელთ არსებული მართვის სადაავეების ხელიდან გაშვებას) ვინაიდან, ამერიკელებს არ ექნებათ იმის გარანტია, რომ მომავალში ალტერნატიული პოლიტიკური მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკური ძალა არ მოვა ხელისუფლებაში. თან იმის ფონზე, რომ საქართველოში, ზოგადად პროდასავლური პოლიტიკური ძალების მიმართ, ელექტორატის დამოკიდებულება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც  იცვლება ნეგატივისკენ.

ამიტომაც შესაძლოა ამერიკელებმა, თამაშის ახალ წესებზე გადასვლა ამჯობინეს, კერძოდ შეიქმნება ორი მძლავრი  პოლიტიკური დაჯგუფება პროდასავლური და პროატლანტისტური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით, რომლებიც ერთის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკურ სუბიექტის პოლიტიკურ ლიკვიდაციას მოახდენენ და მეორეს მხრივ პოლიტიკურ სისტემას დახურავენ, სხვა ამერიკისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალებისგან.

ირაკლი ბენუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s